03:26:21 ორშაბათი, 20 იანვარი 2025
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:


    ვაკანსიის N: 89576   

    სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 89573

    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;


    ვაკანსიის N: 89574


     III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;



    ვაკანსიის N: 89575   

    საპროექტო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;


    ვაკანსიის N: 89568


    მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (არქივზე პასუხისმგებელი პირი)- 1 საშტატო ერთეული;






    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი.

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე- HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კამდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონდე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში. 


    2024-09-11
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

    კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:

     

    ·         I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

     

    ხანგრძლივობა: 4 თვე

    სამუშაო საათები: სრული განაკვეთი

    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

    თანამდებობრივი სარგო : 598 ლარი

    სამუშაო ადგილი: . თბილისი, შარტავას . №7

     

    სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

    . იცის სახელმწიფო ენა;

    . სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;

    . შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვროს სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოთ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს;

    . პროფესია (განათლების რელევანტურობა), ცნობა ან/და დიპლომი - უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად;

    კანდიდატს - არ ევალება ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა, აუცილებელია კანდიდატმა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან ქულათა მაჩვენებელი, აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, განახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულება, აპლიკანტის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს კანდიდატს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა

     

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე- HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად

    განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 08  აგვისტო.

     

     

     

    გისურვებთ წარმატებას!


    2024-08-02
  • ვაკანსიის  N: 85859

    იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -1 საშტატო ერთეული;


    ვაკანსიის N: 85866   

    სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 85861  

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი-1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 85863

    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 85864   

    საპროექტო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;




    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 06 ივნისი.

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე- HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კამდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონდე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში. 


    2024-05-24
  • ვაკანსიის  N: 83012 

    იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -1 საშტატო ერთეული;


    ვაკანსიის N: 83010   

    სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 83013  

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი-1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 83007    

    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 83009    

    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;




    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 იანვარი.

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე- HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კამდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონდე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.
    2024-01-11
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:


    ვაკანსიის  N: 80621
      

     იურიდიული განყოფილების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი)
    -1 საშტატო ერთეული;


    ვაკანსიის N: 80615   

     საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 80609   

     სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 80606   

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი-2 საშტატო ერთეული;

     ვაკანსიის N: 80605    

     III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 80603    

     III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N: 80591    

     I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. – 2 საშტატო ერთეული;



     განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 სექტემბერი.

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე-
    HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კამდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონდე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    2023-08-31
  • გაცნობებთ, რომსაქართველოს კანონში - საჰაერო კოდექსშიგანხორციელებულ იქნა ცვლილება, რომლის შესაბამისად სამოქალაქო აეროდრომების/ვერტოდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში) შენობა-ნაგებობების სიმაღლის შეთანხმების უფლებამოსილება მიენიჭა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. შესაბამისად, აეროდრომის რაიონში მდებარე საპროექტო ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარებისთვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შპსტავ ურბან საქართველოსნაცვლად სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობა.

    2023-07-11
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :

     

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N 76750

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N 76755

    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 76749

    და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 3 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 76747

    საპროექტო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 76751

    სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის N 76753


    საქმისწარმოების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის N 76754

    ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) – 1 საშტატო ერთული

    ვაკანსიის N 76772

        

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 თებერვალი.

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    2023-02-02
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის №17-109 დადგენილებით შეიცვალა დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადები და საფასურის განაკვეთები.

    დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადების და საფასურის განაკვეთების გაცნობა შესაძლებელია სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (tas.ge) „დაჩქარებული მომსახურეობის“ ჩანართში.

    დაჩქარებული მომსახურეობა


    2022-12-06
  • ​ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.

    კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:

     

    ·         I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

     

    ·         III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

     

    ·         ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

     

    ხანგრძლივობა: 3 თვე

    სამუშაო საათები: სრული

     

    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

    სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7

     

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

     

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან არქიტექტურის სამსახურში.

     

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: architect@tbilisi.gov.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - სტაჟირება.

     

    განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25  სექტემბერი.

     

     

     

    გისურვებთ წარმატებას!



    2022-08-17
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს არქიტექტორებისთვის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :

     

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 72935

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N 72938 

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N 72934

    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 72932

    და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 72931

    საპროექტო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 72936

    საპროექტო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 72937

     




    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ოქტომბერი.

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    2022-08-17
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №8-19 დადგენილების თანახმად, მშენებარე ობიექტებისთვის 2022 წლის 1 აპრილიდან დაწესდა დასუფთავების მოსაკრებელი და მისი განაკვეთები.

    გადახდის ვალდებულებიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვაზე განცხადების რეგისტრაციისას, დამკვეთის ინფორმაციაში (შესაბამის ველში) საჭიროა მიუთითოთ დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა-გადახდაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
    2022-04-29
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თემურ ბოლოთაშვილმა სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვერა გამართა.

    საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებული ღონიძიების ფარგლებში, სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა ბოლო პერიოდში სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. ყურადღება გამახვილდა ნებართვის მოპოვებისთვის მნიშვნელოვან ასპექტებზე. 

    ბიზნესის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, გამოთქვეს მოსაზრებები სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევებზე.

    შეხვედრის ბოლოს თემურ ბოლოთაშვილმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.


    2022-04-05
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :

     

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N  69448


    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N  69449


    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 69445


    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N 69446

     

    და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N69444


    საპროექტო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 69450


    სტრატეგული დაგეგმვისმონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 2 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 69453

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მარტი

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    2022-03-04
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :

     

    საინჟინრო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (გეოლოგი) -  1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 68188  


    საინჟინრო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ინჟინერ-მშენებელი) -  1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 68189  


    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 67601     


    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N 67602   


    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 67598    


    I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 67597   


     საპროექტო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 67603    


    საპროექტო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 68186    


    საპროექტო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 68187    


    სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 67604     

    სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 2 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 68190  


    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 27 დეკემბერი

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    2021-11-29
  • დედაქალაქის მერმა დღეს ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების და ღონისძიებების ანგარიში წარადგინა.

    კახა კალაძის თქმით, 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა და პანდემიისა, გუნდმა შექმნა მყარი საფუძველი დედაქალაქისთვის სასიკეთო რეფორმების თანმიმდევრულად განხორციელებისთვის.

    „ჩვენ თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია 4 წლით და წელს ეს ვადა იწურება. შესაბამისად, მე, როგორც არჩეული მერი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმ პროექტებთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში.

    თბილისი გამორჩეული ქალაქია თავისი ლანდშაფტით, კულტურით, ისტორიითა და მრავალფეროვნებით. ამ ქალაქში ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აღმსარებლობის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღირებულებები, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ გვაქვს ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული და სურვილი, რომ თბილისი იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს განსხვავებების მიუხედავად.

    მე, ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო მეტად გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ოთხი წლის განმავლობაში, მან და მისმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებზე წარმოდგენილი 7 ძირითადი პოლიტიკის განხორციელების მხრივ დიდი ძალისხმევა გასწია კონკრეტული შედეგებიც დადო.

    „პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. გარკვეული მიმართულებით გვაქვს არსებითი წინსვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, გვრჩება გამოწვევები, რომლებსაც ერთად აუცილებლად დავძლევთ. ყველანი დამეთანხმებით, რომ თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც ოთხი წლის წინ იყო და ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული შვიდი ძირითადი პოლიტიკის შედეგები ქალაქზე დადებითად აისახა. ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, ხედავს და სწორად აფასებს თბილისის მოსახლეობა, საზოგადოება, რომელსაც მივეცით დაპირებები. პირველად, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების, ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ ანგარიშს. ურბანული მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და აქ არიან ადამიანები, რომელთა ძალისხმევით, მხარდაჭერით, თანადგომით, ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ურბანული მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, წლების განმავლობაში, ურბანული თვალსაზრისით არასწორად ვითარდებოდა ქალაქი, მაგრამ მისმა გუნდმა, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, მრავალი ინიციატივა წამოიწყო.

    „დღეს, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, ბევრად უფრო კომფორტული და გამწვანებული ქალაქი. რაც მთავარია, ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი და აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულში არსებულ პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა ქაოტურად, თბილისისა და თბილისელების ინტერესების წინააღმდეგ, რაც დამაზიანებელი იყო ყველასთვის.

    რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, რაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვდა, თუმცა, მთავარია მონდომება, თქვენი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ და ამ ერთიანობით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

    მისივე თქმით, პანდემიის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, გუნდმა შეძლო შეექმნა ქალაქის განვითარების წინაპირობა.

    „მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, პანდემიისა, ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ, ბევრი აღებული ვალდებულება შევასრულეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმენით წინაპირობა - საკანონმდებლო ინიციატივებით, გენერალური გეგმის მიღებით, წამოწყებული რეფორმებით იმისთვის, რომ თბილისზე თავდადებულმა და მზრუნველმა ნებისმიერმა გუნდმა წარმატებით და დედაქალაქისთვის სასიკეთოდ განაგრძოს მუშაობა.

    მიმაჩნია, რომ ჩვენმა გუნდმა რაც შექმნა მთავარი - ეს არის საფუძველი, პლაცდარმი ყველა იმ რეფორმის თანმიმდევრულად განხორციელებისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაც აუცილებელია ევროპული თანამედროვე დედაქალაქის სწორად ფუნქციონირებისთვის,   მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებისთვის.

    მომავალში ამ რეფორმების გაგრძელებით, დარწმუნებული ვარ, თბილისი იქნება გამართული ურბანული პოლიტიკის მატარებელი ქალაქი, თანამედროვე სატრანსპორტო დაქსელვით, მწვანე ზონებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიული გარემოთი.

    მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე და წინსვლაზე, არ იმოქმედებს რეფორმებზე და ის საშინელი ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა და ის რეფორმები, რომლებიც დავიწყეთ, იქნება პერმანენტული და შეუფერხებლად განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ასევე, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელს დედაქალაქის მერიამ ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმა მიიღო.

    „ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქალაქის გრძელვადიან, სტაბილურ და სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. როდესაც მერიაში მოვედით, აქტიურად დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და 2019 წლის გაზაფხულზე, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დავამტკიცეთ - დოკუმენტი, რომელიც თბილისის მასშტაბით, თითოეული მიწის ნაკვეთის, უბნის თუ არეალის განვითარების პირობებსა და დაშვებებს განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე, თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების აღდგენა; დამატებით, 4 000 000 კვ.მ ტერიტორიას მივანიჭეთ მწვანე სივრცის სტატუსი; განვსაზღვრეთ ხუთი ახალი საპარკე არეალი; აიკრძალა სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება; არცერთი ნებართვა სკვერების, პარკის თუ სპორტული სივრცის ტერიტორიაზე აღარ გაიცემა. მინდა გითხრათ, რომ ეს დაპირება უნაკლოდ არის შესრულებული“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

    მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ასევე, აიკრძალა მანამდე არსებული მავნე პრაქტიკა - სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება. გარდა ამისა, როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, განაშენიანების გეგმარების მიმართულებით პრაქტიკაში მუშავდება ისეთი სტანდარტები, როგორიც არის ტრანსპორტის კვლევა, დენდროლოგიური პროექტის შედგენა და საინჟინრო ქსელების დაგეგმარება.

    „ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებისა და ცვლილებების შედეგად, განაშენიანების გეგმარების ეტაპზე გვაქვს გარკვეული სიახლეები, რომელსაც უკვე ბოლო რამდენიმე ორი-სამი წლის განმავლობაში, პრაქტიკაში ვამუშავებთ. მათ შორის, არის ტრანსპორტის კვლევა. კერძოდ, ეს ითვალისწინებს განაშენიანების შედეგად გავლენებს სატრანსპორტო ნაკადებზე და პირიქით, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ტრანსპორტი იქ დასახლებული მოსახლეობისთვის.

    დენდროლოგიური პროექტის შედგენა და მომზადება - ეს არის ეტაპი, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემამდე ხდება დეტალური დენდროლოგიური პროექტის მომზადება. შემდეგ უკვე ამის შესრულებას ითხოვს თბილისის მუნიციპალიტეტი.

    ამასთან, დამეთანხმებით, რომ თითოეული დასახლებისთვის მნიშვნელოვანია საინჟინრო ქსელი და საკომუნიკაციო ნაგებობები. შესაბამისად, მშენებლობის და გეგმარების შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებთ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი შეთანხმებულია საკომუნიკაციო სერვისების გამწევ კომპანიებთან და მათი მხრიდან არის დადასტურებული ტექნიკური შესაძლებლობა და მზაობა აღნიშნული სერვისების გაწევასთან დაკავშრებით“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

    მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ განაშენიანების გეგმარების მიმართულებით, დამკვიდრდა ტროტუარების სტანდარტი, შეიქმნა ისტორიული საბჭო და სამშენებლო კოეფიციენტები შეიზღუდა.

    „ჩვენ დავამკვიდრეთ ტროტუარების სტანდარტი. ასევე, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ისტორიული საბჭო. ქალაქის ისტორიულ არეალში არცერთი მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის ნებართვის გაცემა, ფასადის მოპირკეთებაც კი არ ხდება აღნიშნულ საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.

    ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ დავასრულეთ მავნე პრაქტიკა - სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება. ის, რაც დღეს ქალაქში მცხოვრებთ არ მოსწონთ, არის სწორედ ამ პრაქტიკის შედეგი“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

    თბილისის მერის თქმით, ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა.

    კახა კალაძემ გარემოსდაცვით გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების შენარჩუნება და განვითარება მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

    კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისა და გარკვეული გადაწყვეტილებების შედეგად, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.

    „გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, როდესაც რეკრეაციული ზონების, სპორტული მოედნების, მწვანე სივრცეების ხარჯზე, სხვადასხვა რაიონსა და უბანში, მშენებლობები ხდებოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მნიშვნელოვანი მიდგომაა ასევე ისიც, რომ შევინარჩუნოთ მწვანე სივრცეები და მოვუაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    მწვანე სივრცეების აუცილებლობასა და ახალი გენერალური გეგმის თანახმად განხორციელებულ აქტივობებზე დეტალურად დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

    მისი განმარტებით, გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ხუთი მასშტაბური საპარკე არეალი შეიქმნა, ხოლო ერთ მილიონ კვ. მეტრ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა.

    „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების ბალანსი. ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 1 000 000 კვ. მეტრ ტერიტორიას მიენიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფართობით ნაკლები ტერიტორია განაშენიანდება და ქალაქს მეტი მწვანე სივრცე ექნება. ეს არის სრულიად ახალი არეალები, რომელიც გენერალური გეგმითაა განსაზღვრული: საქალაქო პარკი მტკვრის ჭალებში - 135 ჰა ფართობი, დირსი ჭალის პარკი - 11 ჰა, ვაზისუბნის პარკი - 25 ჰა, დიღმის ჭალების პარკი -15 ჰა, ზღვისუბნის პარკი - 24 ჰა. ამ პროექტების განხორციელებას მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება. შესაბამისად, ისინი მუნიციპალიტეტმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს. აღნიშნული პროექტების ნაწილი დავიწყეთ, ნაწილს ვაგრძელებთ და დეტალურად გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრეზენტაციაზე მოგახსენებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

    ვიცე-მერის თქმით, 1 400 ჰა ტერიტორიას მიენიჭა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ხოლო 140 მილიონ კვ.მ ტერიტორიას სატყეო ზონა დაედო.

    „ამასთან, 1 400 ჰა ტერიტორიას მივანიჭეთ ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ეს არის მწვანე სივრცე, რომელიც დაჰყურებს თბილისს და რომელიც მომავალში განაშენიანებისგან დავიცავით. ახალი გენერალური გეგმით, 140 მილიონ კვ.მ ტერიტორიას დაედო სატყეო ზონა. ეს არის ტყით დაფარული ტერიტორიები, რომელიც მკაცრი რეგულირების ფუნქციურ ზონას წარმოადგენს, სადაც ყოველგვარი ტიპის მშენებლობა დაუშვებელია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

    როგორც ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, თბილისის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 466 ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი მოაწყო.

    „ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამა, ეს არის ქალაქის მერის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შექმნა მნიშვნელოვანი ურბანული სიკეთე ერთი მარტივი გადაწყვეტილებით. 466 ავტოფარეხის ნაცვლად 34 ახალი სკვერი ჩვენი ქალაქის უბნებში - მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

    თბილისის ვიცე-მერმა იმ ადგილებზე ისაუბრა, რომლებიც ქაოტურ განაშენიანებას გადაურჩა.

    „ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქალაქის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვა იყო. ჩვენ არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას, ვიდრე მისი დეტალური დაგეგმარება არ მოხდება. ასეთი დამოკიდებულებით განაშენიანებას ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე გადავარჩინეთ. ერთ-ერთი მათგანია დიღმის ტყე-პარკი, სადაც ტერიტორიები პრივატიზებული იყო, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გამოვისყიდეთ. იგივე ითქმის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყველამ კარგად ვიცით იპოდრომზე კორტების მაგალითიც. აქ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დაახლოებით, 10-11 წლის წინ, მიწის ნაკვეთი პრივატიზებული იყო და ჩვენ მისი ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. გავიხსენოთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც, ჩვენ აქ მშენებლობის ნებართვა არ გავეცით და სკვერები მოვაწყვეთ. ცნობილია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ სასტუმრო არ აშენდება. ბოლოს კი დიდ დიღომში ანბანის სკვერს გამოვყოფდი. საბოლოოდ, თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს უჯდება მილიონობით ლარი, მაგრამ ეს არის ის სიკეთე, რაც ჩვენს ქალაქს უნდა შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

    ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტი ნებართვებს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სათანადოდ გეგმარება მოხდება.

    „დედაქალაქის მასშტაბით, დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ არეალებზე მშენებლობის ნებართვას გავცემთ დეტალური დაგეგმარების შემთხვევაში. ასეთი ტერიტორიებია: თბილისის ზღვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები და სხვ. ჯამში, 11 არეალია, რომელიც გენერალური გეგმით იქნა განსაზღვრული“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

    ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა ისტორიული არეალების რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

    კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.

    „ისტორიული არეალები - ეს არის ის განძი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს გაფრთხილება ჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. თუმცა ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეს ზღვაში წვეთია. იმდენი პრობლემაა ამ მიმართულებით და იმდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ყველა ის ადამიანი, ყველა ოჯახი, რომელიც დღეს ითხოვს საკუთარი სახლის რეაბილიტაციას ისტორიულ ზონებში, დაკმაყოფილდება. ყველა მათგანი იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული, იმიტომ, რომ ეს არის ღირსშესანიშნავი შენობა-ნაგებობები, ღირსშესანიშნავი ქუჩები, რომელსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება ჭირდება. ასე უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    ამასთან, ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ისტორიული არეალების რეაბილიტაცია გუნდის დაპირება იყო და ის წარმატებით ხორციელდება.

    „4 წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას გავაკეთეთ პრეზენტაცია და დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით ისტორიული არეალების რეაბილიტაციას. ცხადია, ეს პროგრამა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ორბელიანის მოედანი დავასრულეთ, მალე დასრულდება გუდიაშვილის მოედნის, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია; დაწყებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, კადეტთა კორპუსისა და სხვა ისტორიული შენობების რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

    დედაქალაქის მერმა საზოგადოებისთვის წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი შვიდი პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების და ღონისძიებების ანგარიშის წარდგენა დაიწყო. კახა კალაძემ პირველად, ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

    ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე თბილისის მთავრობის წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ
    2021-05-20
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :

     

    საინჟინრო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -  1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 62601  

    საინჟინრო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -  1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 62611 

     იურიდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 62595  

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 62619     

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N 62617  

    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N  62616     

    III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 62615    

    I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 62614    

    I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 62613 

    მონაცემთა ბაზების მართვაზე პასუხისმგებელი პირo 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N 62596 

    სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 62597     

    სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1 საშტატო ერთეული

    ვაკანსიის   N 62598 

     

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 29 ნოემბერი.

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    2020-11-24
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.

    კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:

    ·         I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

    ·         საინჟინრო განყოფილება

           ·         იურიდიული განყოფილება;

    ხანგრძლივობა: 3 თვე
    სამუშაო საათები: სრული

    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
    სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
    შარტავას ქ. №7

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის, სამშენებლო (ინჟინერ-მშენებელი, ქსელების ინჟინერი), გეოლოგიური და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან არქიტექტურის სამსახურში.

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: architect@tbilisi.gov.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - სტაჟირება.

    განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ოქტომბერი.




    გისურვებთ წარმატებას!

    2019-10-03
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :

     

    იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის   N57289

     

    მონაცემთა ბაზების მართვაზე პასუხისმგებელი პირი (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N57146  


    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 სექტემბერი.

     

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    2019-09-10
  • გაცნობებთ, რომ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში, კერძოდ:

    1.   2019 წლის 10 ივლისის საქართველოს მთავრობის 327 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების 63-ე მუხლის იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის კორექტირების გზით და რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს ნებართვის გაცემის პროცედურა თავიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    ცვლილების თანახმად, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, განისაზღვრა გამონაკლისი, კერძოდ, განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების ცვლილებით დამკვეთს ერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით.

    2.  2019 წლის 5 ივლისის საქართველოს მთავრობის 318 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის 41 დადგენილებაში, რომლის თანახმად, დადგენილების მოქმედება არ გავრცელდება იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე და, იერსახის მოწესრიგების მიზნით, ერთიანი პროექტის საფუძველზე, უნდა გაიცეს დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობაზე მშენებლობის ნებართვა.



    2019-07-15
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში გრძელდება ღია კონკურს სანებართვო განყოფილებების, საინჟინრო განყოფილებისა და სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების  სპეციალისტების ვაკანტურ პოზიციებზე.

     

    I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55659


    I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55669

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55672


    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55671

    სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55673

     

    საინჟინრო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2  საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55677

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 04 აგვისტო.

     

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    2019-07-04
  • ​თბილისის მერიამ დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დაიწყო.
    დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე
    2019-07-03
  • სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, რთავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. აღნიშნულის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

    ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს სხვადასხვა სახის მომსახურებები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე გადასვლით http://es.gov.ge/service. აღნიშნულ ლინკზე დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია სერვისებზე, მათ საფასურსა და ვადებზე, ასევე, მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც.
    2019-05-17
  •  გაცნობებთ, რომ 2019 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდი (www.tas.ge) მიუწვდომელი იქნება მომხმარებლებისთვის, ვინაიდან იგეგმება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. გთხოვთ, განცხადებების წარდგენის დროს აღნიშნული მიიღოთ მხედველობაში.  
    2019-04-25
  • 2019 წლის 21 მარტის საქართველოს მთავრობის №142 დადგენილებით „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება: 

     

    1.       მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლის თანახმად, „განხორციელებული მშენებლობის დადასტურებისნომენკლატურით სამსახურში ხდებოდა ისეთი დასრულებული ობიექტების განხორციელებული მშენებლობის დასაშვებობის დასადასტურებლად წარმოდგენა, რომელთაც უარი ქონდათ ნათქვამი ექსპლუატაციაში მიღებაზე. აღნიშნულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, უქმდება უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობის და მისი დასაშვებობის დადასტურების შესაძლებლობა. დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შემთხვევაში, ამ დარღვევების კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის ცვლილების კუთხით, რომლის დროსაც სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევისათვის გამოცემული აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრი.

     

    2.       „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მკაფიოდ განისაზღვრა თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის კორექტირებით და რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს თავიდან მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ: სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20 პროცენტზე მეტად, ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, შეთანხმებული პროექტის კორექტირების გზით აკრძალულია. თუ დამკვეთს სურს უკვე შეთანხმებული ობიექტის არქიტექტურულ პროექტში იმგვარი ცვლილების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20 პროცენტზე მეტად, ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, საჭიროა მან ნებართვის გაცემის პროცედურა დაიწყოს პირველი სტადიიდან, მოითხოვოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მოთხოვნის დროისათვის მოქმედი ნორმების/რეგლამენტების შესაბამისად და დაასრულოს ნებართვის გაცემის პროცედურა ამ კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამის საშუალებას იძლევა თავად სამშენებლო ობიექტი.

    2019-04-01
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.
    2019-03-22
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს 6 ვაკანტურ პოზიციაზე:


    I
    და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N54605  

    I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 2 (ორი) ვაკანსია:

    ვაკანსიის N54604 

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N54607  

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N54608  

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N54606 

     

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მარტი.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში



    2019-03-21
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, ნებართვის გაცემის I სტადიაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) და II სტადიაზე (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) სავალდებულოა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გასაგზავნი დოკუმენტაცია, რისი წარმოდგენაც, ხშირ შემთხვევაში, არ ხდება არც განაცხადის რეგისტრაციისას და არც სამსახურის მიერ განაცხადის რამოდენიმეჯერ დახარვეზების შემდგომ. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაბამის სტადიაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წარსადგენი რომელიმე დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სამსახურის მიერ მიღებული პირველი შუალედური გადაწყვეტილებით განმცხადებელს მოეთხოვება ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა და იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე დოკუმენტი (ერთი მათგანი მაინც), განცხადებაზე მიღებული მეორე გადაწყვეტილებით ეს განცხადება დარჩება განუხილველი.

    2019-03-18
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო.

    დოკუმენტზე ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად:

    გენგეგმის დოკუმენტი გახდა აღსრულებადი;

    ზონირების ბალანსის ფარგლებში დაზუსტდა სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები;

    დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და შეტბორვის არეალებისთვის, ასევე, იდენტიფიცირდა გეოდინამიკური საფრთხეების არეალები;

    მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;

    დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით;

    გარდა ამისა, ადრე წარმოდგენილ განახლებულ გენგეგმაში საკამათო იყო ტრანსპორტის საკითხები, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული წინადადებები ატარებდა ზედაპირულ ხასიათს და არ ეფუძნებოდა ძირეულ კვლევებს. ვინაიდან მცირე დროში შეუძლებელი იქნებოდა მაშტაბური კვლების ჩატარება, მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება;

    გაიწერა შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა და შეიქმნა შესაბამისი რუკა, სადაც მონიშნულია ის ტერიტორიები, რომლებზეც უნდა დამუშავდეს გარემოს დაცვითი კვლევები და განაშენიანების რეგულირების გეგმები;

    გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი) აქედან ორზე (დიღმის ჭალები და ზღვის უბნის პარკი) მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა;

    ქალაქის მასშტაბით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან შვიდს განესაზღვრა სარევიზიოს, ხოლო ოთხს ქალაქის განაშენიანებისთვის შეუსაბამოს სტატუსი;

    ტექნიკური თუ სხვაგვარი უზუსტობების თვალსაზრისით, განხორციელდა 7 თემატური რუკის რევიზია და ძირითადი ზონირების რუკის კორექტირება. მოგეხსენებათ გენგეგმის ახალ დოკუმენტში რიგ არეალებში გამქრალი იყო ქალაქის შიდა გამწვანებული სივრცეები, ამ მიმართულებით დამუშავდა და შეიქმნა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა.

    ასევე, გადამუშავდა განაშენიანების რეგულირების წესები. რომლის მიხედვითაც ქალაქში იკრძალება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მატება. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.
    2019-03-18
    • 2018 წლის 29 და 30 დეკემბერს, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდი (www.tas.ge) მიუწვდომელი იქნება მომხმარებლებისთვის, ვინაიდან იგეგმება ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია.

    • 2018 წლის 31 დეკემბრიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განცხადების განსათავსებლად მომხმარებლის მიერ საჭირო იქნება ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება. აღნიშნულისთვის აუცილებელია მომხმარებელს, ID ბარათთან ერთად, ჰქონდეს ID ბარათის ელექტრონული წამკითხველი.

    • ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება, ასევე, საჭირო იქნება 2018 წლის 31 დეკემბრამდე დარეგისტრირებულ და 2018 წლის 31 დეკემბრის შემდგომ სამსახურში შემობრუნებულ განცხადებებზე.

    • პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის ჩამოტვირთვა და დაინსტალიერება შესაძლებელია შემდეგი ბმულის გამოყენებით https://id.ge/download/#unitool.

    • სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდზე (www.tas.ge) შესასვლელად აუცილებელია Google Chrome ბრაუზერის გამოყენება.

    • განაცხადის ველების შევსების შემდგომ გადაგზავნის ღილაკზე დაჭერისას ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია დაფიქსირდეს შეცდომა და არ გადმოიგზავნოს განცხადება. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს ბრაუზერის ისტორიაში (cache) ძველი ინფორმაციის დამახსოვრება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ბრაუზერის ისტორიის (cache) გაწმენდა. იხილეთ თანდართული ფაილი.

    • რეგისტრირებული ელექტრონული განცხადების შემთხვევაში, „შეტყობინებები“-ს ველის მეშვეობით ფაილის მიბმა და გადმოგზავნა შესაძლებელი აღარ იქნება. დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეტყობინების განხორციელება, რაც არ მოიცავს მოთხოვნის დაყენებას და სხვა არატექნიკური ხასიათის შეტყობინებებს.
    2018-12-24
  • ​2018 წლის 22 ნოემბერს, სხვადასხვა მობილური ოპერატორის ნომრებზე მივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სახელწოდებით - ARQITEQTURA. სარეკლამო ხასიათის შეტყობინებით, მოქალაქეები სამშენებლო, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან, ასევე, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით შეთავაზებას იღებდნენ

    შეტყობინების სათაურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მომხმარებელთა ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია. შესაბამისად, განვმარტავთ, რომ აღნიშნული რეკლამის შინაარსთან და გამავრცელებელ კომპანიასთან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს არანაირი კავშირი არ ჰქონია.

    მოვუწოდებთ კომპანიის წარმომადგენლებს, სარეკლამო შეტყობინების გავრცელების შემთხვევაში, ნუ გამოიყენებენ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის იდენტურ სახელწოდებას, რათა მომავალში მსგავსი გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ.

     


    2018-11-27
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.
    2018-11-19
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.

    კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:

    ·         I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

    ხანგრძლივობა: 3 თვე
    სამუშაო საათები: სრული

    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
    სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
    , შარტავას . №7

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ან მაგისტრატურის სტუდენტებს.

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან არქიტექტურის სამსახურში.

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: architect@tbilisi.gov.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - სტაჟირება.

    კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვირეკოთ: 574738108

    გისურვებთ წარმატებას!



    2018-11-05
  • ​თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გამახვილდა.

    სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მათ მერიის წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს.

    როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნებათ, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, დროულად მოგვარდეს.

    „დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები ქმნიან, მათ შორის, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით, დროულად მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ქალაქში ურბანული თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია.

    შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს. თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.

    „სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს ის შედეგები გავაცანით, რაც სამშენებლო სექტორში გვაქვს და რა მიმართულებითაც მივდივართ. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობა კარგი იქნება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიული შენობების, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხზე, რაც ასევე ძალიან აქტუალურია“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

    თბილისის მერთან ერთად, შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე, ასევე, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

    2018-09-26
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.

    იხილეთ მასალები
    2018-07-04
  • დღეს მნიშვნელოვანი დღეა თბილისის მერიისთვის და მნიშნელოვანი დღეა მთლიანად თბილისისთვის.

    ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა.

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად, რისთვისაც, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო კვირების და თვეების მანძილზე ენერგიას არ იშურებდა ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებისათვის და 24-საათიან რეჟიმში უწევდა მუშაობა.

    დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული.

    მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტით.

    ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი.

    თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით - “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი.

    დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით;

    უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა.

    აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.).

    ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ამ მიმართულებითაც გვქონდა ჩვენ შენიშვნები და გათვალისწინებული იქნა. გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.

    ამ დოკუმენტში არის პასუხი, ჩვენი ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე.

    რა თქმა უნდა, ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას. ამ ეტაპისთვის „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით მიღწეული შედეგი მერიისთვის მისაღებია. ამ გენერალურმა გეგმამ მაქსიმალურად მიიღო ისეთი სახე, რომ მიახლოებულია სპეციალისტების, მოსახლეობის ინტერესებთან და მორგებულია რეალობას. ჩვენ ათეული წლებია, თბილისის განაშენიანების პროცესი გვქონდა მიშვებული და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცემა საკრებულოს, არის ის კარკასი, ის საბაზისო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ.

    2018-07-04
  • სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. წარმომადგენლობით ღონისძიებას თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორი ნატო გაგნიძე, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმას  საფუძვლად დაედება ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც  „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ექსპერტებმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მოამზადეს.

    პროექტი “საჯარო სერვისის ხარისხიანი მიწოდების პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში“, მიზნად ისახავს არქიტექტურის სამსახურის ფორმირებას ეფექტიან სერვისის მიმწოდებელ სტრუქტურად. პროექტი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

    თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ბოლოთაშვილის თქმით, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახური მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში, რომელსაც ყოველდღიურად, საშუალოდ 200-მდე მოქალაქე მიმართავს. 

    „მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განვახორციელეთ სამსახურის სტრუქტურული ოპტიმიზაცია, ვნერგავთ თანამშრომელთა შეფასებისა და მონიტორინგის სისტემას. ამ პროცესში გამოვლინდა ყველა ის საჭიროება, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებასა და ხარისხის ამაღლებაზე. რეფორმის ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა და მათი რეკომენდაციები,“- აღნიშნა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა.

    ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა ნატო გაგნიძემ დეტალურად აღწერა ის ცვლილებები, რომლებიც ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული. 

    „ჩვენი რეკომენდაციები ეყრდნობა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ანალიზს, მათ შორის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ჩვენს მიერ შეთავაზებული რეფორმა მიზნად ისახავს სერვისების მიწოდების მოდელის განვითარებას იმ ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებით, რომელიც აღიარებულია, როგორც კარგი პრაქტიკა საჯარო სერვისების განვითარების სფეროში. დაგეგმილი ცვლილებები ეფუძნება მომხმარებელზე ფოკუსირებულ მიდგომას, რაც არის გადამწყვეტი სერვისის ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად. მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება, ეს არის ის ამოცანები რომელიც უნდა შესრულდეს - განაცხადა ნატო გაგნიძემ.

    2018-06-21
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს 9 ვაკანტურ პოზიციაზე:

      III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 2 (ორი) ვაკანსია:
      

    ვაკანსიის N 50297- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50297?active=1

    ვაკანსიის N 50164- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50164?active=1



      I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N 50163- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50163?active=1


      საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 5 (ხუთი) ვაკანსია: 



    ვაკანსიის N 50161- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50161?active=1

    ვაკანსიის N 49880- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49880?active=1

    ვაკანსიის N 49878- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49878?active=1

    ვაკანსიის N 49881- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49881?active=1

    ვაკანსიის N 49876- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49876?active=1


      საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N 49882- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49882?active=1


     კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

     განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ივნისი.

     კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

     თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში. 

     დეტალური ინფორმაცია იხილეთ: hr.gov.ge.

    2018-06-11
  • პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც მესამე პირები მომართავენ სამსახურს და სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.tas.ge) მეშვეობით (ელექტრონული განცხადებები - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა - შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტზე) ითხოვენ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების მიზნით წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებას, მათი მოსაზრებების მოსმენას და შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვას.

    უმრავლეს შემთხვევებში, მსგავსი მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შედეგადაც კი არ დგინდება, თუ რა გავლენას ახდენს შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები ამ პირების კანონით დაცულ ინტერესებზე. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომების ჩატარება იწვევს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების გაჭიანურებას, რაც გავლენას ახდენს ნებართვის მაძიებლის კანონიერ ინტერესებზე.

    იმისათვის, რომ მომავალში დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე, იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა მესამე პირების მიერ წარმოდგენილ შეტყობინებაში ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგება მესამე პირი კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი ადგება განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას მის მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

    სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, ასევე, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირის მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც, სამსახური იღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

    2018-05-14
  • დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

    კახა კალაძის თქმით, 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება, რომელიც სამსახურში არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.

    როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, უკვე შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები არსებული სისტემური პრობლემების დასაძლევად.

    „დღეს მინდა ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებზე, რომლის ადრესატები, ძირითადად, ბიზნეს სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. ჩვენ მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

    კახა კალაძემ იმ კონკრეტულ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მუშაობას აფერხებდა.

    „ეს იყო მომსახურების ვადების სისტემატური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია, ნაწილი მოგვარების პროცესშია. ახალი სტანდარტის დანერგვით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. ჩვენ თვალს არასოდეს დავხუჭავთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქალაქო სამსახურებში არსებობს და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველა ეს სერვისი გაუმჯობესდეს და ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს, მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქის მთავრობის იმ სტრუქტურული რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანი მუნიციპალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.

    2018-05-02
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტს“ დოკუმენტის სრულყოფისა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ვადა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე განესაზღვრა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, გენერალური გეგმის ჯგუფთან დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, ინტენსიურად მუშაობს.

    „შეფასებისა და ანალიზის პროცესში, საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩავრთეთ. შედეგად, წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მოხდა. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ ხუთ ეტაპში - მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული, მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, რაც მეექვსე ეტაპში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, თბილისის მერია გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკასა და განხილვას ასრულებს. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები კი, დამუშავებული და შეჯერებულია.

    „იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, უმნიშვნელოვანესია, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ. გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა წარმოადგინოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

    აღნიშნულმა კომპანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.

    გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა: წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები; ქალაქმშენებლობითი ანალიზი/არსებული მდგომარეობის მომზადება; დაზუსტებული გეგმარებითი დავალება; კონცეფცია; მგგ-ს სტადია „პროექტი“; მგგ-ს საბოლოო პროექტი.

    2018-04-03
  • თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, მერიის შენიშვნები გააცნო.

    შეხვედრაზე ელია ელოშვილმა იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე დეტალურად ისაუბრა, რომელმაც დედაქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის მიღება შეაფერხა. მერის მოადგილემ თბილისის სწორი განვითარების მიმართულებით, გენგეგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირობებში, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

    ილია ელოშვილის განცხადებით, გენგეგმის ახალ ვერსიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზონირებას, მწვანე საფარის განაწილებასა და კონკრეტულ კონცეფციებთან დაკავშირებით, სუსტად არგუმენტირებულ კვლევებს უკავშირდება. მერის მოადგილის თქმით, ახალ გენერალურ გეგმაში მწვანე ზონები, განსაკუთრებით, შიდაკვარტალური სივრცეები საერთოდ არ არის დატანილი. გარდა ამისა, არეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონები, შეცვლილია მათი სტატუსები, რაც დოკუმენტსა და მის ეფექტიანობას საბოლოოდ, ბუნდოვანს ხდის.

    ამასთან, ილია ელოშვილს მიაჩნია, რომ მწვანე ქალაქის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და პარკირების განვითარების მიმართულებით შემოთავაზებული კვლევები კომპლექსური და სრულყოფილი არ არის. ასევე, არ არის წარმოდგენილი სატრანსპორტო მოდელირება და გზების მშენებლობის კონცეფციები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

    „შევხვდით დარგის ექსპერტებს, რათა ჩვენივე ხედვები კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა. ეს ძალიან სწორი პოზიციაა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთობლივი შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება, სადაც ყველა მხარე იქნება მოწვეული, თუმცა ეს სხვა ფორმატი იქნება. დოკუმენტთან დაკავშირებით, იქ, სადაც დადებით ასპექტებს ვხედავთ, ჩვენი პოზიციები უკვე გამოვხატეთ, თუმცა ასევე, გამოვყავით ის მიმართულებები, სადაც კითხვის ნიშნები კვლავ რჩება. ექსპერტებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვიწვევთ და დოკუმენტს მათთან ერთად გავივლით“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შეკითხვები ძირითადად, გენგეგმის განახლებასა და მის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, სწორად იყო თუ არა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული იმ აქტივობების ერთობლიობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა განახორციელოს, რათა არსებული დოკუმენტის გაუმჯობესება მოხდეს.

    შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ მიიღებს, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ მონაწილეობით, თბილისის მერიაში 26 მარტს გაიმართება.

    2018-03-23
  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა არქიტექტურის სამსახურში 30-მდე პოზიციაა დასაკავებელი.

    „არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით კონკურსი დაახლოებით 30-მდე ვაკანსიაზე არის გამოცხადებული. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია აქვს, მოგვმართეთ, მიიღეთ მონაწილება კონკურსში და თქვენი წვლილი შეიტანეთ ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კონკურსი 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა.

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

    კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://tas.ge/?p=content&type=3&news=83402;

    2018-03-22
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 5 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს.

    საინჟინრო განყოფილებისა და საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტის კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნებისშესაბამისად.

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 4 ივნისი.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ: hr.gov.ge. ვაკანსიის ნომრები: N 49876; N 49878; N 49880; N 49881. * ვაკანსიის ნომერი: N 49882.

    2018-03-15
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.

    2018-02-28
  • „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში 2018 წლის 15 თებერვალს შესული ცვლილების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებიც მიიღებენ. 

    2018 წლის 22 თებერვლიდან, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა:

    ·         ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისა).

    ·         ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ.

    ·         4000 კვ.მ. და მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას,  საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).

    ხოლო, მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) არქიტექტურული პროექტი სავალდებულოა დამატებით მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

    ·         მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტ(გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას), რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

    ü  კ-3 კოეფიციენტის ფართობ,

    ü  გასაშენებელი მწვანე ნარგავების  სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე),

    ü  გამწვანების პროექტის დასრულების თარიღ,

    ü   გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირ,

    ü  გაშენებული მწვანე ნარგავების  მოვლის ხანგრძლივობა.

     

    ·         4000 კვ.მ. და მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას:

    o   საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).

    o   საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასება არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე (გარდა 4000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას).

     

    მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, წარდგენილ დოკუმენტაციას, კომპეტენციის შესაბამისად, განსახილველად გადააგზავნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ან  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

    ამასთან, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებისას ნებართვის მფლობელმა  დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის ვადაში, არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტის შესახებ.  აღნიშნული საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.

    აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად არ იზრდება მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ვადები.


    2018-02-27
  • ​დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.

    იხილეთ მასალები
    2018-02-02
  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს.

    აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერიაში გააკეთა, სადაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

    დედაქალაქის მერმა ექსპერტებს გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქის მოსახლეობისთვის აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

    „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩაერთვებიან. პროცესში ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იქნებიან ჩართული. მინდა შევთავაზო ოპოზიციის წარმომადგენლებს - თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ შეფასების პროცესის თანამონაწილე გახდნენ, იმუშაონ ჩვენთან ერთად. წინასაარჩევნოდაც ვაცხადებდით, რომ ჩვენ მზად ვიქნებით თანამშრომლობისთვის და რადგან ეს დოკუმენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მათ ჩართულობის სურვილი აქვთ, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    საერთაშორისო საფინანსო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც ესწრებოდა.

    „გენგეგმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თბილისის განვითარება უნდა დაფუძნდეს. შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავიდან ბოლომდე გააზრება, ვიდრე მერიის მიერ მისი მიღება მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იმისთვის, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ.

    მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა - გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.

    2018-01-26
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც დედაქალაქის სწორი და გრძელვადიანი განვითარება უნდა განსაზღვროს.

    კახა კალაძის განცხადებით, დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45-დღიანი ვადა მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა.

    „ვაცნობიერებთ, საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს მიმართა, რათა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის შეფასების პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობა მოხდეს. აქტიური კონსულტაციების შედეგად, თბილისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეთანხმება მოხდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

    მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა - გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.

    „ჩვენ ასევე, დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისი სამსახურებიც მზად არიან თანამშრომლობისა და დოკუმენტის შეფასებაში მონაწილეობისთვის. თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული „სითი ინსტიტუტის“ მიერ თბილისის მერიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები - ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური სარგებლიანობის დოკუმენტში ასახვის კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, თბილისის მერია ყველა ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციისა და შესაბამისი ექსპერტების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს. ასევე, მიაწვდის შესაბამის დოკუმენტაციას, რათა გენგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასებასთან დაკავშირებით, მუშაობის დაწყება დროულად მოხდეს.

    დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება.

    2018-01-22
  • მსოლიო ბანკის ხელშოწყობით მიმდინარე პროექტი „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაცია” ითვალისწინებს თბილისის ყოფილი საწარმოო ტერიტორიებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების დეტალურ ანალიზსა და მათი ახალი ფუნქციით გამოყენების სტრატეგის შემუშავებას, რაც მყარ საფუძველს შექმნის აღნიშნული ტერიტორიების დეტალური დაგეგმარების პროექტების მომზადებლად.

    პროექტის პირველ ეტაპზე მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექაპერტის, ჯონ ბაროუზის მიერ განხორციელდა ყოფილი საწარმოო ტერიტორიებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების პირველადი შეფასება (იხ. ანგარიში). აგრეთვე, გაიმართა შეხვედრა-სემინარი პროფესიულ წრეებთან და სახვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური დისკუსიები დაქ გაზიარებულ იქნა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება.

    2018-01-15
  • თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმირების პროცესი იწყება. ახალი სტრუქტურული მოდელის თანახმად ცვლილება 8 მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს ურბანულ, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ზედამხედველობის, შესყიდვების, მუნიციპალური სერვისების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს.

    სტრუქტურული რეფორმა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად წარადგინა და რეფორმის მიზნები შეაჯამა.

    „უმთავრესი არსი, რაც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული, არის ის, რომ საქალაქო სამსახურები არამარტო აღმასრულებლები, არამედ პოლიტიკის შემქმნელები და გამტარებლები იქნებიან. არსებითად გაძლიერდება კოორდინაცია სამსახურებს შორის და მერია კომპლექსურ და ყოველმხრივ გააზრებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის ამ რეფორმის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის ამ ცვლილებების მიზანი: ეს არის მერიის სტრუქტურების შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმირება; მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება; ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ადამიანებზე, ადამიანების კეთილდღეობაზე, სერვისებზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს გაადვილებული, შემცირებული უნდა იყოს ბიუროკრატია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

    მისივე თქმით, უკვე დაწყებულია საარჩევნო პროგრამის განხორციელება და ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან და გამჭირვალე მართვას.

    სტრუქტურული რეფორმის თანახმად, არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და ჩამოყალიბდება ახალ სამსახურად, რომელიც მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებაზე, დაგეგმარებაზე და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.

    თბილისის მერის განცხადებით, ურბანული მიმართულების მართვა და დაგეგმვა ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება.
    2018-01-15
  • დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს და მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    კახა კალაძის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებითა და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომის გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისგან შედგება.

    მისივე თქმით, გენგეგმის შესამუშავებლად, თბილისის არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის ორი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი სამუშაოებია გაწეული, რომლის ნაწილი მისაღები და ქალაქის განვითარებისთვის რეალურად გამოსადეგია, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და რიგი მიმართულებებით, საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი.

    „ხელშეკრულების თანახმად, სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება - მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას. ვაცნობიერებთ რა, გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას - შეცდომა დავუშვათ, კომპრომისზე წავიდეთ და არასრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ. ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში უკვე გასწია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული წინადადება, თუ რა ვადებში და როგორ შეძლებენ დოკუმენტის სრულყოფას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

    მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, „სითი ინსტიტუტისგან“ შესაბამის წინადადებას დღის ბოლომდე ელოდება. 

    2018-01-12
  • დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიმართ სანქცია ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით იქნა გამოყენებული, - ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, არქიტექტურის სამსახურის, როგორც შემსყიდველის, ერთადერთი ინტერესი ხარისხიანი დოკუმენტის მიღებაა.

    „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის 140 000 ლარით დაჯარიმება ჩვენი სურვილი არ ყოფილა. ეს ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულება იყო, ვინაიდან მეექვსე - საბოლოო ეტაპზე, დოკუმენტაციის „დახარვეზება“ მესამედ მოხდა. დღეს შესწორებულ დოკუმენტაციას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შენიშვნები იქნება გამოსწორებული. ვიდრე შემსყიდველისგან ხარისხიანი დოკუმენტი არ ჩაგვბარდება, მანამდე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდება“, - განაცხადა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა.

    თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამჯერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობისთვის 140 ათასი ლარით დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა და დოკუმენტის სრულყოფისთვის ათდღიანი ვადა მისცა

    2018-01-03
  • თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროს თემურ ბოლოთაშვილთან ერთად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის - „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. 

    შეხვედრაზე იმ შენიშვნებზე ისაუბრეს, რომელიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას თბილისის განვითარების მთავარი დოკუმენტის მიმართ გააჩნია. 

    თბილისის მერის მოადგილემ ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა მისი თქმით, თბილისის განვითარების სრულფასოვანი დოკუმენტის მისაღებად, არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.

    „დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას შეეხო, რომელიც ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უნდა წარმოადგინოს. მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი ხარვეზები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    დედაქალაქის მერიამ თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები დაუდგინა და მათ გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მისცა. თბილისის მერიის შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება.

    2017-12-25
  • ​დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა- „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ განმეორებითი წერილობითი მითითების შემდგომ განახლებული მასალები წარუდგინა. 

    იხილეთ მასალები
    2017-12-09
  • 2017 წლის 6 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერის - კახი კალაძის მიერ, თბილისის არქიტექტურის სამსახურისადმი მიცემული დავალების შესაბამისად, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა შენობის გარე კედლებისა და გადახურვის სტანდარტზე. თბილისის არქიტექტურის სამსახურში შემუშავებული ახალი მოთხოვნების მიხედვით, III – IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციის ნუსხას დაემატა გარე კედლებისა და სახურავის დეტალური პროექტები, რაც ფასადის ხანგამძლეობისა და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

    აქამდე არქიტექტურის სამსახურის მიერ ზემოხსენებული დოკუმენტაციის წარმოდგენა პროექტის შეთანხმების სტადიაზე არ მოითხოვებოდა და იგი ნებართვის მფლობელს მხოლოდ სამშენებლო მოედანზე უნდა ჰქონოდა.

    აღსანიშნავია, რომ პროექტის გარე კედლებისა და სახურავის ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების მე-14 და მე-15 თავებს, რომელიც აწესებს გარე კედლების საფრის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების მინიმალურ მოთხოვნებს. აგრეთვე არეგულირებს სახურავზედა ნაგებობების დაგეგმარების მასალების, მშენებლობისა და ხარისხის სტანდარტებს.

    2017-12-07
  • თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე განცხადება გააკეთა. პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივაა, რომლითაც დედაქალაქის მერია შესაბამის ორგანოებს მიმართავს. 

    „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თბილისის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს და ამ ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მივმართავთ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, წლების განმავლობაში, კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები მიიღებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

    მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას სტრუქტურული რეფორმა აქვს დაწყებული. შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ. 

    თბილისის მერის განცხადებით, ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისიაც უქმდება. 

    „ამ მიზნით, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

    კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაა, რომელთან დაკავშირებითაც, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კახა კალაძის თქმით, ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება.

    2017-11-29
  • გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის №498 დადგენილებით, შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში.

    საგულიხსმოა, რომ განხორციელებული ცვლილების თანახმად: დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ ვრცელდება ყველა იმ ობიექტზე რომელთა მიმართაც დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და ზემოაღნიშნულ ცვლილებაში მითითებულ თარიღამდე (16.11.2017წ) არ განხორციელებულა შემდგომი ქმედება.

    2017-11-20
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა- „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, განახლებული მასალები წარუდგინა. 

    იხილეთ მასალები
    2017-11-20
  • დედაქალაქის მთავრობამ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსად თეიმურაზ ბოლოთაშვილი დანიშნა.

    თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაიბადა 1982 წლის 11 აგვისტოს, თბილისში. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და პროექტების მართვის მრავალწლიანი პრაქტიკა, ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. 2015-2016 წლებში იკავებდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

    თეიმურაზ ბოლოთაშვილი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო კონსულტანტად, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. სამშენებლო ტექნიკური რეგულაციების შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის გაუმჯობესების საკითხებზე ექსპერტად მიწვეული იყო: ალბანეთში, ინდონეზიაში, ავღანეთსა და მონღოლეთში. იურიდიული კონსულტანტის რანგში ჩართული იყო რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ფოთის ინდუსტრიული ზონის სამშენებლო რეგულაციების მომზადების პროცესში. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შექმნაში.

    2017-11-20
  •       საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2015 წელს 20 მარტს განხორციელებული ცვლილებების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დავალების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (20.03.2015წ. #3407-IIს) 79–ე და მე–80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად ობიექტების ნუსხა.
    2017-11-13
  • თბილისში სტუმრად მყოფმა გერმანელმა არქიტექტორმა და ქალაქმგეგმარებელმა მარკუს პენელმა თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა.

     ცნობილი არქიტექტურული სახელოსნოს “O&O Baukunst”-ს ხელმძღვანელი ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე განხილული იქნა ბერლინის მიწათსარგებლობის გეგმის ძირითადი დეტალები და ისტორიულ უბნებში თანამედროვე ნაგებობებათა პროექტირების პრაქტიკა. მარკუს პენელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ევროპის სხვადასხვა ქალაქების განაშენიანების ტენდენციებთან, სატრანსპორტო ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

     მარკუს პენელის თბილისში ვიზიტი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ორგანიზებით ხორციელდება.

    2017-09-29
  • თბილისის არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს. არქიტექტურული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 15 ოქტომბრამდე უნდა გამოგზავნონ.

    კანდიდატები სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩევიან.

    არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. 

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის სექტემბერშიც გამოაცხადა და შედეგად 30 სტაჟიორი შეირჩა. პროგრამის წარჩინებით გავლის შედეგად 14 ახალგაზრდა უკვე დასაქმდა არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში.

    სტაჟირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 
    https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45188

    2017-09-28
  • თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დედაქალაქში არსებული ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ე.წ „ბრაუნფილდების“ განვითარების საკითხებზე მსოფლიო ბანკის ურბანული მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ სისლენს შეხვდა.

    შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პირველი ფაზის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით არსებული „ბრაუნფილდების“ აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის კომპონენტს მოიცავდა. აქვე დაიგეგმა თანამშრომლობის მომდევნო ფაზის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელიც ამ ტერიტორიების დეტალურ კვლევას ითვალისწინებს.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ წიკლაური, ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსი დავით ასანიძე და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტი თენგიზ გოგოტიშვილი.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ყოფილი საწარმო ტერიტორიების განვითარება, რომელიც საბჭოთა ეპოქაში ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, დღეს კი მათი უმეტესობა უფუნქციოდაა დარჩენილი. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ამ ტერიტორიების სამომავლო განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.

    2017-09-15
  • სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში, თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიხსნა. ფორუმი დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა. მისი თქმით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთშორისო ფორუმს თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს.

    დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და პროგრესული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ფორუმი თბილისის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.

    „2017 წლის ფორუმი, სახელწოდებით - „პროგრესული ქალაქები“ ორიენტირებულია იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე. ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა გაღრმავდეს თანამშრომლობა თვითმმართველობებს შორის და წარმოჩინდეს მარკეტინგული შესაძლებლობები“ , - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დასამყარებლად.

    წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი მომხსენებლიდან გამომდინარე მასშტაბური ღონისძიებაა. ფორუმში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.

    ფორუმში ასევე მონაწილეობს ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.

    ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 16 მოდერატორი, 100-მდე პრეზენტატორი, მათ შორის 50 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი.

    ფორუმის შედეგად ქალაქ თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით; ხელი შეეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ახალი კონტაქტების დამყარებას; მოხდება ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა; თბილისში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით მიმდინარე აქტივობების ფართო მასებისთვის გაცნობა; სხვადასხვა ქალაქებისგან წარმატებული გამოცდილებების გაზიარება ენერგოეფექტურობისა და მწვანე ქალაქების მიმართულებით; ჩამოყალიბდება ქალაქის განვითარების სამომავლო ხედვები.
    ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას“ წარადგენენ. ასევე თბილისს მიენიჭება „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი.

    2017-09-14
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, დასკვნითი ეტაპის მასალები წარუდგინა. 

    იხილეთ მასალები
    2017-08-18
  • თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

    შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დოკუმენტის დეტალები კი დამსწრე საზოგადოებას, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს.

    პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყო, სადაც თბილისის სამხატვრო აკადემიაში შეკრებილმა საზოგადოებამ თბილისის მერიისა და გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს, მათ კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სრულყოფილი დოკუმენტის მიღების მიზნით, საჯარო განხილვები გაგრძელდება.

    2017-07-28
  • ​<p>თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა. სტუმრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების საკითხით დაინტერესდნენ და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შეფასების, ინპლემენტაციისა და მონიტორინგის პროცესში ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთიანი გეო-საინფორმაციო ბაზის სრულყოფისა და ურბანული დაგეგმვის კომპონენტის გაძლიერებისთვის საექსპერტო მომსახურეობის გაწევის პერსპექტივებს. ნატო ქიტიაშვილის განცხადებით, ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ურბანული დაგეგმვის კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის აქტუალურია. მერის მოადგილემ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.</p>
    2017-07-25
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

    ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

    დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს.

    „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ კოლეგებს წარუდგინეს გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.

    განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა გენგეგმის ჯგუფს თავიანთი წინადადებები გააცნეს. ძირითადი კითხვები მათი მხრიდან გენერალური გეგმის შემდგომ აღსრულებასთან დაკავშირებით დაისვა. ასევე ინტერესი იყო ტრანსპორტის და საცობების მართვა-რეგულირების თემასთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტრანსპორტის საკითხებზე დამატებითი განხილვა გერმანელ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად გაიმართება.

    შეხვედრას ესწრებოდა ელიავას ბაზრობის თანამშრომელთა ნაწილი. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ხათუნა კაკაურიძემ შეხვედრაზე პროტესტი გამოთქვა ელიავას ბაზრობის გადატანის წინადადებასთან დაკავშირებით.

    თბილისის მერმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხის დასმა ნაადრევია, რადგან ეს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შემოთავაზებაა, რომელიც შემდგომი განხილვის საგანი იქნება. დავით ნარმანიას განცხადებით, უშუალოდ ელიავას ბაზრობის საკითხზე მსჯელობა საკრებულოში გაიმართება.

    „გენერალური გეგმის ჯგუფი მზად არის შეხვდეს ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებს, მოისმინოს მათი მოსაზრებები. მათი გარკვეული ნაწილის მოსაზრებები ჩვენთვის ცნობილია, ვინაიდან ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან გეგმა არის მომზადებული. მე მათ დავპირდი, რომ საკრებულოში ცალკე შეხვედრა გაიმართება. მნიშვნელოვანია და მთავარია, არ ავყვეთ ემოციებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხზე უარყოფითად აისახება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

    რაც შეეხება თავად გენერალურ გეგმას, თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან შედგეს. დავით ნარმანიას თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა საქმიანი წინადადება და შენიშვნა.

    ,,ჩვენ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურასთან და შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად ვიმსჯელეთ გენერალური გეგმის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის ტრანსპორტი, მშენებლობის რეგულაციასთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები, ვინაიდან აქ წარმოდგენილნი არიან როგორც არქიტექტურის, ისე შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები. შესაბამისად, მათი მოსაზრებები, კვლევები და გამოცდილება მნიშვნელოვანია გენგეგმის განხილვის პროცესში. დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველა საქმიან შენიშვნას და წინადადებას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარე კვირას თბილისის საკრებულოში და არქიტექტორთა კავშირში შედგა. განხილვები დაგეგმილია ასევე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში.

    2017-07-25
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში გაიმართა.

    არქიტექტორებთან და ურბანისტებთან ერთად, განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

    მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ კოლეგებს წარუდგინეს გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არქიტექტორთა კავშირის წევრებმა გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები დოკუმენტთან დაკავშირებით.

    დავით ნარმანიას განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენამდე დოკუმენტის საჯარო განხილვები პროფესიულ, აკადემიურ წრეებში და არასამთავრობო სექტორთან გაგრძელდება და გათვალისწინებული იქნება გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.

    ,,დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა არქიტექტორთა საზოგადოებაში, სადაც მათი აქტიური ჩართულობით ვიხილავთ გენერალური გეგმის პროექტს. დღევანდელი განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უნდა შევჯერდეთ იმ პრინციპულ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებასთან. ამიტომ, იმ სიახლეზე, რაც წარმოდგენილია გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მხრიდან, გაგრძელდება საჯარო განხილვები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესურის და სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, რათა მოვისმინოთ ყველა წინადადება, რაც დოკუმენტს უფრო სრულყოფილს გახდის და შემდეგ შევიტანთ დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა.

    2017-07-20
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, დასკვნითი ეტაპის მასალები წარუდგინა. 

    იხილეთ მასალები
    2017-07-08
  • 23-25 ივნისს, სასტუმრო „კრაუნ პლაზაში“ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც თბილისის არქიტექტურის სამსახურის სერვისების გაუმჯობესების გზებზე და მომსახურების ეფექტური მოდელის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.
    შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები.
    შეხვედრის მონაწილეებმა გაანალიზეს მოქალაქეთათვის მომსახურეობის მიწოდების კუთხით თბილისის არქიტექტურის სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს რეკომენდაციები. 
     ხუთთვიანი პროექტი, რომელიც მოქალაქეთათვის მომსახურების მიწოდების ეფექტური მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საჯარო ადმინისტრირების მმართველობის პროგრამის” (PAR) ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურთან კოორდინაციის გზით შემუშავდა. პროექტის მიხედვით დაგეგმილია სამსახურის შესაძლებლობების, შიდა ორგანიზაციული პროცესებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევების ჩატარება, ასევე რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება, რომელიც სამსახურის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში აისახება.

    2017-06-26
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.

    2017-06-16
  • ​​თბილისის არქიტექტურის სამსახურის მოწვევით თბილისში სტუმრად მყოფმა ესპანელმა ექსპერტმა ურბანულ საკითხებში ვისენტე გუაიარტმა სამსახურის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე - ნატო ქიტიაშვილი და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ წიკლაური. 

    ვისენტე გუაიარტმა, რომელიც 2011 – 2015 წლებში ბარსელონას მთავარი არქიტექტორი იყო, ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებაზე განხილული იქნა მიწათსარგებლობისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის გაცემის პრაქტიკა. უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ბარსელონას განაშენიანების ტენდენციებზე, სატრანსპორტო ქსელზე და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

    ვისენტე გუაიარტს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს ლექციების კურსის ჩატარება და „ვორკშოპის“ გამართვა თემებზე: „მომავლის ქალაქების პროტოტიპირება“ და „მდინარე - კავშირი თუ ბარიერი“.
    2017-06-12
  • ​   ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის  წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში, 2017 წლის N 266 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაკავებულობის შეცვლა და ცეცხლმედეგი გამმიჯნავების ცვლილება  არის მშენებლობის სახე, რეკონტსრუქცია და ეხება: III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებაზე ხორციელდება I კლასს დაქვემდებარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები(მაგ. საჩრდილობლის მოწყობა და ა.შ), რომლებიც საჭიროებენ სამსახურის მხრიდან, მხოლოდ  წერილობით  დადასტურებას.

         ტექნიკური რეგლამენტისშენობანაგებობის უსაფრთხოების წესებისდამტკიცების თაობაზე  2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების შესაბამისად, დაკავებულობა არის შენობა-ნაგებობის ან მისი ოთახის ან სივრცის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის განმსაზღვრელი ცნება.
    2017-06-05
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი გერმანიაში გრძელდება.

    დავით ნარმანია, მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად შტუტგარტში ახალი გამჭოლი რკინიგზის სადგურის პროექტს ადგილზე გაეცნო. პროექტის მიზანს ქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი რკინიგზის ცენტრალური სადგურის გაკეთება წარმოადგენს.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული მაგალითი თბილისის გენერალური გეგმის მომზადების ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოვლითი რკინიგზის თემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

    "როგორც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობს და ამასთანავე პრემიერთან არსებულ საბჭოზე იქნა ნამსჯელი, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც შემოვლითი რკინიგზის ახალ კონცეფციასთან იქნება დაკავშირებული აუცილებლად უნდა მომზადდეს. ეს პროექტი და ამ პროექტის საფუძვლები გვარწმუნებს კიდევ ერთხელ იმაში, რომ ქალაქში რკინიგზის ბევრი ჩიხის არსებობა პრაქტიკულად მიზანშეუწონელია და შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს ქალაქი. ისევე როგორც აკეთებენ შტუტგარტში, თბილისშიც ეს ტერიტორია უნდა იყოს გათავისუფლებული. ის თუ როგორ უნდა გაიაროს რკინიგზამ ქალაქის ტერიტორიაზე გვირაბის მეშვეობით თუ შემოვლით , რა თქმა უნდა ეს ტექნიკურ -ეკონომიკური კვლევით უნდა დადგინდეს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც დაევალა საქართველოს რკინიგზას და შესაბამისად გაეწია რეკომენდაცია თბილისის მერიას, ერთობლივად მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებით.",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

    სამუშაო ვიზიტზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანსპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

    2017-06-01
  • თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, ვიზიტით გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფება.

    სამუშაო ვიზიტისას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე გერმანელი და ფრანგი სპეციალისტები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრებს უმნიშვნელოვანეს ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების ნიმუშებს ადგილზე აცნობენ. კერძოდ, თბილისის მერი სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს თავად გაეცნო სტრასბურგში ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ყურადღება გამახვილდა მდინარისა და ქალაქის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებულ თემებზე.

    ვიზიტისას საუბარი შეეხო მდინარის ნაპირზე არსებული საჯარო სივრცეების ათვისებასა და ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ე.წ „ბრაუნფილდების“ სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ურბანული განვითარების სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია.

    „გენერალური გეგმის მომზადება ფინალურ ეტაპზეა. ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომლებიც გერმანიისა და საფრანგეთის მნიშვნელოვან გამოცდილებას გვთავაზობენ, ადგილზე გვაცნობენ იმას თუ როგორ იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმ ყველაფერმა, რაც მომავალში თბილისში უნდა დაიგეგმოს. ამდენად ერთის მხივ მნიშვნელლოვანია ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მეორეს მხრივ კი მდინარისა და ქალაქის ურთიერთობასთან დაკავშირებული თემები, რომელსაც დღეს ჩვენ გავეცანით. ის ყველაფერი, რაც შემოთავაზებულია გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ და რაც უკვე რეკომენდაციების სახით დევს თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში, ჩვენმა დღევანდელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერზე ღირს მუშაობა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

    „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო გვეჩვენებინა თუ როგორ ვითვალისწინებთ სატრანსპორტო თემებზე მუშაობისას ურბანულ საკითხებს. ჩვენ ვეცადეთ ქალაქში, რომელშიც დასახლება მჭიდროვდებოდა შეგვენარჩუნებინა ცხოვრების ხარისხი, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეკომენდაციების ნაწილი რომელიც ჩვენ დოკუმენტში ავსახეთ ბევრ ისეთ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც სტრასბურგში გამოვიყენეთ“,- განაცხადა გენერალური გეგმის განახლების სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფის თანახელმძღვანელმა, ალფრედ პეტერმა.

    სამუშაო ვიზიტზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

    2017-05-31
  • თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო, სამუშაო შეხვედრაში, სადაც ყოფილი საწარმო ტერიტორიების, ე.წ. „ბრაუნფილდების“ ურბანული განვითარების საკითხები განიხილება.

    ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაციის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

    შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ თბილისში არსებულ საწარმო ტერიტორიებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების კომერციული ფუნქციით გამოყენების პერსპექტივებზე, ასევე ამ სივრცეებში დასასვენებელი პარკების მოწყობისა და რეკრეაციული მიზნებით განვითარების შესაძლებლობებზე.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობდა არის სწორედ ე.წ „ბრაუნფილდები“- ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომელიც თავის დროზე ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, შემდეგ კი, პაუზის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიმართულებით.

    „მხოლოდ თბილისის წინაშე მდგარი გამოწვევა არ არის „ბრაუნფილდების“ სწორი გამოყენება, ეს საკითხები ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის აქტუალური, ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და ბევრმა ქალაქმა გამოიარა ის გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ და რასაც მომავალში გავივლით. ამიტომაც სხვადასხვა ქალაქების, სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების მაგალითები, რომელიც მსოფლიო ბანკის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არაერთია, ჩვენ დაგვეხმარება მათი მხარდაჭერით, რომ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, მისი მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე და ნატო ქიტიაშვილი ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის მერიის სამსახურების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

    2017-05-23
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2017-05-17
  • თბილისის მერი დავით ნარმანია გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრას ესწრება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, იურიდიული, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ორგანიზაცია ა(ა)იპ „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრები და ექსპერტები.

    დავით ნარმანიას განცხადებით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და ეს დოკუმენტი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გახდეს. 

    შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დედაქალაქის სხვადასხვა არეალების, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების რუკები, სარკინიგზო ქსელის პერსპექტივა, მცირე მდინარეების გახსნისა და მტკვრის გასწვრივ გამწვანებული არეალების მოწყობის სქემა. მომხსენებლებმა ისაუბრეს კომპაქტური ქალაქის პრინციპებზე და პოლიცენტრული განვითარების აუცილებლობაზე. გაიმართა დისკუსიები თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხედვაზე, ცალკეული უბნების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 მაისი, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები მოეწყობა.
    2017-05-01
  • თბილისის არქიტექტურის სამსახური მოქალაქეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კონსულტაციებს ახალი ფორმატითაც იწყებს. მოქალაქეებთან შეხვედრებს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილეები ყოველი კვირის სამშაბათს, ხოლო განყოფილების უფროსები პარასკევს გამართავენ.

    სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან მიღების გრაფიკი შემოსული განცხადების საფუძველზე და საკურატორო სფეროების მიხედვით შედგება.

    მოქალაქეებს არქიტექტურის სამსახურში კვალიფიციური კონსულტაციის მიღება სხვა სერვისების მეშვეობითაც შეუძლიათ: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მისაღებში მუშაობს კონსულტანტთა გამოცდილი ჯგუფი; სამსახურის კონსულტანტები წარმოდგენილნი არიან თბილისის 5 რაიონულ გამგეობაში; ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (2 72 22 22) და ტექნიკური ცხელი ხაზი (2378346); მოქალაქეებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ონლაინ კონსულტაციის (tas.ge) საშუალებითაც აქვთ.
    2017-03-22
  • დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურში კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორებს თბილისის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ლექცია ჩაუტარა.

    დავით ნარმანიამ მიმოიხილა თბილისის ეკონომიკური შესაძლებლობები და მისი ურბანული განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გაამახვილა სამშენებლო სექტორის მდგომარეობაზე და მის მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარების კუთხით. 

    თბილისის მერმა უპასუხა სტაჟიორების შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დედაქალაქის  ეკოლოგიის, დემოგრაფიის, ტრანსპორტის, ქუჩების კეთილმოწყობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურში საკადრო რესურსის შექმნაზე ორიენტირებული სტაჟირების პროგრამა 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. სტაჟიორებს ასევე ჩაუტარდათ შემეცნებითი ტურები სხვადასხვა ორგანიზაციებში, ქალაქის სტრატეგიულ ობიექტებსა და ღირსშესანიშნავ ადგილებში.

    2017-02-08
  • „2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

    თბილისის მერის თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშოაბს.

    „გეგმა ისეთ ძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა: თბილისი, - ჯანმრთელი, მწვანე, ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურს- დამზოგავი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, “ჭკვიანი ქალაქი” ( Smart City ). აქვე გეტყვით, რომ გენგეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ჩემი ინიციატივით, „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უკვე დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა.

    „დეტალური ანალიზის საფუძველზე კვლევამ შემოგვთავაზა თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა. კვლევაში მოცემულია ასევე 40 ბიზნეს ინიციატივა, პირველადი ფინანსური გათვლებით, რომლის განვითარებაც მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მერის თქმით, შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია შემოთავაზებული ბიზნეს ინიციატივების გავრცობა, საინვესტიციო შეთავაზებად ჩამოყალიბება და პოტენციური ინვესტორებისათვის წარდგენა ინვესტიციების მოზიდვისა და ზღვის შემოგარენი ტერიტორიების განვითარების მიზნით.

    2017-02-03
  • ​​თბილისის არქიტექტურის სასახურის მომხმარებლებს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის, კულტურულ ძეგლებზე მოსაკრებლის, დაჩქარებული მომსახურებისა და ასევე ექსკლუზიური მომსახურების საფასურის გადახდა უკვე თიბისი ბანკსა და „თიბისი ფეის“ გამოყენებით შეეძლებათ.

     

    აქამდე ამ ტიპის მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის განხორციელება მხოლოდ „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით იყო შესაძლებელი.
    2016-12-20
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურის სანებართვო განყოფილებების თანამშრომლებს "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" თემაზე სამდღიანი ტრენინგი უტარდებათ.

    ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ადგენს შენობების დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა მოთხოვნებს შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.

    სასწავლო პროგრამა მოიცავს ახალი რეგულაციის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ამ ეტაპზე, პრაქტიკული სესიის მონაწილეები განიხილავენ ახალი ტექნიკური რეგლამენტის გამოყენებით შემუშავებულ სანიმუშო პროექტებს. მიღებული ცოდნა მათ არქიტექტურული პროექტების შემოწმებისას გამოადგებათ.  

    აღსანიშნავია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა ტრენინგის თეორიული ნაწილი 2016 წლის სექტემბერში გაიარეს.

    "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "მმართველობა განვითარებისათვის" მხარდაჭერით შემუშავდა.

    2016-12-20
  • თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრას ესწრება.

    განხილვაში მონაწილეობას იღებენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის, ეკოლოგისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, ასევე „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ექპერტები.

    დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს გაწეული სამუშაოს შედეგებზე და უკვე შემუშავებული კონცეფციის სხვადასხვა ასპექტებზე. დისკუსიები გაიმართა თბილისის ურბანული განვითარების აქცენტებზე, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურული მემკვიდრეობის გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე და დოკუმენტში აღწერილ სხვა მიმართულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ააიპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.

    2016-11-27
  • თბილისის  არქიტექტურის სამსახურში,  კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო. სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად  დაესწრო.

    პროგრამა მიზნად ისახავს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

    არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით წარიმართება. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. ტრენინგებს ჩაატარებენ უშუალოდ განყოფილებების უფროსები, რომელებმაც, ამ მიმართულებით, სპეციალური კურსი გაიარეს. პროგრამით სპეციალური ლექციები დაეთმობა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრ პროფესორებს.

    არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან კომუნიკაციის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ეწვევიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

    „  ახალგაზრდები, რომლებსაც გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გააჩნიათ, ამ პროგრამის ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურში გაივლიან სტაჟირებას, ადგილზე გაეცნობიან სამსახურის სპეციფიკას. ისინი მომავალში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის მერიის საქმიანობაში. ასეთი პრაქტიკა, ეტაპობრივად, სხვა სამსახურებშიც დაინერგება. გვსურს, რომ  მერიის საქმიანობაში სულ უფრო მეტი გამოცდილი ახალგაზრდა  ჩაერთოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟიორთა კონკურსი  2016 წლის 15 სექტემბერს  გამოცხადა. საკონკურსო კომისიამ 140  კანდიდატის განაცხადი განიხილა,  გასაუბრების შედეგად 27 შეარჩიეს.

    სტაჟირების პროგრამა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით განხორციელდება. 

    2016-11-21
  • თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) სტანდარტის I რედაქცია, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ამ მნიშვნელოვანი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის დამუშავების პირობებს.

    სტანდარტი ემსახურება მხოლოდ გრგ დოკუმენტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს მის მოქმედ კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანას. სტანდარტი ეყრდნობა, როგორც ქვეყანაში დამკვიდრებულ, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

    სტანდარტის პარალელურად მომზადდა შესაბამისი სამუშაო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სამსახური შეამოწმებს შემოსული გრგ დოკუმენტის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. პროგრამა ავტომატურ რეჟიმში დაადგენს ხარვეზებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გრგ დოკუმენტის შეთანხმების დროს.

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს სტანდარტთან დაკავშირებული წინადადებების წარმოდგენას შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@tas.ge

    გრგ სტანდარტი იხილეთ თანდართულ ფაილში.

    2016-11-04
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველო“-მ საკრებულოს 9 თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენას თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დაესწრნენ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გენერალური გეგმა ითვალისწინებს ზონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჯერ კიდევ აუთვისებელი და გამოუყენებელი ტერიტორიების სწორად განაწილების საკითხებს და არსებული ტერიტორიების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დავით ნარმანიას თქმით, გენერალური გეგმა იქნება ქალაქის შემდგომი სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი. 

    „დღეს ჩვენ განვიხილეთ გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი, 9 თვის განმავლობაში გაწეული, საქმიანობის ანგარიში. დედაქალაქის საკრებულოს წევრები გაეცნენ სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მომზადებულ დოკუმენტაციას. წარმოდგენილმა ანგარიშმა დაგვანახა, რომ ამ ეტაპისთვის, სოლიდური სამუშაოა შესრულებული. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს და შემდგომი სამი თვის განმავლობაში, უნდა დაიწყოს კონკრეტული რეგულაციების მომზადება. ამჟამად ჯგუფი მუშაობს შემოვლითი რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილზე, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

    თბილისის მერის თქმით, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, საკრებულოს წევრებს ყოველკვარტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია. მისივე თქმით, გეგმაზე მუშაობა აპრილში დასრულდება და მზად იქნება საკრებულოს მხრიდან დასამტკიცებლად.
    2016-10-26
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერს სამი კვარტლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

    „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის შედგენილია სხვადასხვა შინაარსის რუკები, რომელიც დაადგენს დედაქალაქის განაშენიანების, სივრცითი შეზღუდვისა და სამშენებლო განვითარების აკრძალვის საზღვრებს, ასევე გამწვანებული ტერიტორიების, სკვერებისა და ლანდშაფტური დაცვის ზონებს. 

    „ეს რუკები დედაქალაქის განვითარების კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად საბაზისო დოკუმენტაციას წარმოადგენს, ვინაიდან განსაზღვრავენ, როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული არეალების განვითარების პერსპექტივას“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

    დავით ნარმანიას განცხადებით, გენერალურ გეგმაზე ამ ეტაპისთვის დასრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართება. 

    „გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ უკვე სამი კვარტლის ანგარიშია წარმოდგენილი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიმყოფებით გენერალური გეგმის მომზადების შუა ეტაპზე. ვგეგმავთ, რომ სამივე კვარტლის ანგარიში და ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული მასალის საჯარო განხილვა მოვაწყოთ თბილისის საკრებულოში. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბრის ბოლომდე ჩავნიშნავთ თარიღს და გავმართავთ პრეზენტაციას, რათა ფართო საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით დოკუმენტის მომზადებისას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები და ექსპერტები.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ააიპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.

    2016-10-05
  • ​         3 ოქტომბერს, არქიტექტურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გალერეა "უნივერს" სადიპლომო ნამუშევრების კონკურსი და გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჟიურის  მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო პროექტის ავტორს თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ წიკლაურმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი და სახაზავი ხელსაწყოები გადასცა.

       საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით მოწყობილ ტრადიციულ კონკურსზე სადიპლომო ნამუშევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის რქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარადგინეს. გამარჯვებული პროექტები საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, აკადემიური წრეებისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  გამოავლინა. 

    2016-10-04
  • თბილისის არქიტექტურის სამსახური 2016 წლის 15 სექტემბერს  სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს.

    არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 30 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ.

    კანდიდატები შეირჩევიან სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან ურთიერთობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ესტუმრებიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი მიეცემათ.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 

    https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/39616

    https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/39617

    2016-09-15
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-08-30
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-06-29
  • ​   ატენის ქუჩა 17-19-ში მდებარე ობიექტთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მშენებლობის პირველადი პროექტის შეთანხმება, თბილისის არქიტექტურის სამსახურთან, მოხდა 2007 წელს.

       2011 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის პარამეტრების გაზრდის საკითხი „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭომ“ გადაწყვიტა დადებითად, რომლის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი მერის ბრძანებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 4.0-დან 8.0-მდე გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

       ამჟამად ძალაშია 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი პარამეტრები.

       აღნიშნული საკითხის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში და თბილისის არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.

    2016-06-23
  • ​ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ  2012 წლის 14 აგვისტოს აუქციონის წესით გასხვისდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისში, ვარკეთილი-3 , III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთი საკადასტრო კოდი  N 01.19.39.027.013). ნაკვეთის გასხვისება მოხდა საცხოვრებელი ზონა-6-ის ფუნქციური ზონირებით გათვალისწინებული ობიექტების განვითარების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური/მრავალბინიანი შენობის განთავსებას.

    მფლობელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და მასზე ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხი არაერთხელ დააყენა არქიტექტურის სამსახურის წინაშე, რომლითაც ითხოვდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=6,0-მდე გაზრდას.  აღნიშნულ მოთხოვნებზე ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (2014 წლის 11 ივნისს,  2015 წლის 28 იანვარს,  2015 წლის 5 თებერვალს და 2015 წლის 5 ოქტომბერს) უარყოფითი დასკვნები გასცა.

    საბჭოს მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მხოლოდ 4,5-მდე გადამეტებას მიეცა დადებითი შეფასება, 2015 წლის 3 ნოემბერს.

    აღნიშნული პარამეტრების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის მფლობელის მიერ წარმოდგენილი იყო მშენებლობის ნებართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც 2016 წლის 1 ივნისს გაიცა მშენებლობის ნებართვა.

    2016-06-22
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი კვლავ განაგრძობს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის უფროსის მიმართ. ამჯერად მისი უსაფუძვლო ბრალდებები უკავშირდება საბურთალოს ქ. N63-ისა და ს. ცინცაძის . N63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვას.

    როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს, მისთვის ჩვეულ სტილში, უაპელაციო განცხადებებით სურს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რომლიც არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთა შეურაცხყოფისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო შესაძლოა დაეკისროს. როგორც მოგეხსენებათ, მისი ცილისმწამებლური განცხადების საპასუხოდ მზადდება სარჩელი, რომელიც სასამართლოს უახლოეს ხანში წარედგინება.

    აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ხსენებული მშენებლობის ნებართვის კანონიერების დასადგენად განცხადებშეიტანა თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში. ამჯერად უკვე ეს ორგანო დაადგენს აღნიშნული ნებართვის გაცემის კანონიერებას და ბატონი ელისაშვილის განცხადებების სიყალბეს.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური, საბურთალოს ქუჩა 63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს ხანში მიაწვდის. 

    2016-06-21
  • თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განახლებული წესების შესახებ დაინტერესებული საზოგადოების  ინფორმირების მიზნით, ტრენინგ-სემინარების ციკლწამოიწყო.

    როგორც ღონისძიების გახსნაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქალაქის განვითარებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საინტერესო დისკუსიის საშუალებას იძლევა. მან ტრენინგ-სემინარში მონაწილე არქიტექტორებს, ურბანისტებს, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზა აქტიურად დააფიქსირონ საკუთარი პროფესიული მოსაზრებები, როგორც ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებზე, ასევე მათი აღსრულების პრაქტიკულ ასპექტებზე.

    განახლებული დადგენილების საკითხებზე ტრენინგების მსურველთა რეგისტრაცია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე (www.tas.ge) 3 ივნისს დაიწყო და მას საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 600-ზე მეტმა პირმა დააფიქსირა. საკანონმდებლო ცვლილებებს, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ჯგუფებად დაკომპლექტებულ მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები აცნობენ.

    თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს,  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

    2016-06-17
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-06-13