„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში 2018 წლის 15 თებერვალს შესული ცვლილების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებიც მიიღებენ.
2018
წლის 22 თებერვლიდან, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის
ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა:
·
ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო
გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისა).
·
ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების
აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ.
·
4000 კვ.მ. და მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის
ნებართვის გაცემისას, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების
შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის
დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).
ხოლო, მშენებლობის
ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) არქიტექტურული
პროექტი სავალდებულოა დამატებით
მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
·
მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტს (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას), რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
ü
კ-3 კოეფიციენტის ფართობს,
ü
გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე),
ü
გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს,
ü
გაშენებული
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს,
ü
გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას.
·
4000 კვ.მ. და მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის
ნებართვის გაცემისას:
o
საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში
− საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით
(მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).
o
საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო
ინფრასტრუქტურაზე (გარდა 4000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის
ნებართვის გაცემისას).
მშენებლობის
ნებართვის გამცემი ორგანო, წარდგენილ დოკუმენტაციას, კომპეტენციის შესაბამისად, განსახილველად
გადააგზავნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში
ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.
ამასთან,
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებისას ნებართვის მფლობელმა
დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის ვადაში, არსებული საინფორმაციო
დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას
მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტის შესახებ.
აღნიშნული საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების
მთელი პერიოდის განმავლობაში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების
შემდეგ.
აღსანიშნავია,
რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად არ იზრდება მშენებლობის ნებართვის გაცემის
ადმინისტრაციული წარმოების ვადები.