

- თბილისის არქიტექტურის სმასახურის მომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი, კულტურული მემკვიდერობის ძეგლებზე სამუშაოების ჩატარების მოსაკრებელი და დაჩქარებული მომსახურეობის საფასური ლიბერთი ბანკთან ერთად გადაიხადონ საქარელოს ბანკშიც.
საქართველოს ბანკის მეშვეობით გადახდა შეუძლიათ განახორციელონ როგორც ფიზიკურმა ასევე იურიდიულმა პირებმა2012-05-15 - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2012 წლის 29 თებერვალს დაასრულა განაცხადების მიღება კონკურსზე "ქალაქ თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე სკულპტურის/მონუმენტის პროექტის შექმნაზე"
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 49 კონკურსანტმა და წარმოდგენილი იქნა 53 ნამუშევარი2012-03-02 - სსიპ თბილისის არქიტექტურის სმასახურმა 2012 წლის 27 თებერვლიდან ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემის ფარგლებში მოაწყო წარმომადგენლობა თბილისის რაიონულ გამგეობებში. ამიერიდან არქიტექტურის სმასახურის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ეწვიონ უახლოეს რაიონულ გამგეობას და კონსულტანტისგან მიიღონ სრულყოფილი დახმარება არქიტექტურული განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, შექმნან პირადი გვერდი და ატვირთონ სასურველი განაცხადის შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტაცია.
არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელს შეგიძლიათ ეწვიოთ ყოველ სამუშაო დღეს 10:00 დან 19:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:- ისანი-სამგორის რაიონული გამგეობა - ნავთლუღის ქ. #8-1
- დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობა - ბელიაშვილის ქ. #1
- გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობა - სარაჯიშვილის ქ. #1
- ძველი თბილისის რაიონული გამგეობა - ლეონიძის ქ. #2
- ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობა - თამარაშვილის ქ. #10ა
- დიდგორის რაიონული გამგეობა - წყნეთი, ამილახვრის ქ. #19
2012-02-29 გამარტივდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსების (მათ შორის კომერციული საწყობების) მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები, კერძოდ:
1. დამკვეთი ვალდებულია არქიტექტურის სამსახურში წარადგინოს სამშენებლოდ განკუთვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი ინფორმაცია (და არა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მოპოვება ადრე დამატებით მოითხოვდა რამდენიმე დღეს და ხარჯს 15 ლარის ოდენობით);
2. დამკვეთი ვალდებულია არქიტექტურის სამსახურში წარადგინოს შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები (აღნიშნული რეესტრიდან ამონაწერის ნაცვლად) ან პირადობის მოწმობის ნომერი და პირადი ნომერი (შესაბამისი მოწმობის ასლის ნაცვლად);
3. დედაქალაქის მთავრობის მიერ განსაზღვრულ იმ ზონებში, სადაც არ არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა, მაგრამ მოქმედებს დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის (კომერციული საწყობის) მშენებლობის ნებართვა გაიცემა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის საფუძველზე, ე.ი. მხოლოდ II და III სტადიით (30 დღეში), ნაცვლად სამივე სტადიისა (45 დღისა). შესაბამისად, გამარტივებული წესით ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება ერთი გაერთიანებული პროცედურით, რაც გულისხმობს მშენებლობის ნებართვის 20 დღეში გაცემას (45 დღის ნაცვლად);
4. კომერციული საწყობის სამშენებლო დოკუმენტის სხვა ტერიტორიაზე გამოყენების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა (III სტადია) გაიცემა მხოლოდ I სტადიით, ხოლო დედაქალაქის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში მხოლოდ 10 დღეში;
5. გაუქმდა კომერციული საწყობის სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის შედგენისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის ვალდებულება;
6. კომერციული საწყობების ექსპლუატაციაში მიღება, ნაცვლად ადრე არსებული 15 დღისა, ხდება 5 დღეში. ამასთან, შესაბამისი საწყობის ექსპლუატაციაში მიღება უფასოა.
2012-02-07- ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის არქიტექტურის სმასახურში დანერგილი ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემა, თბილისის ქონების მართვის სააგანტოს ელექტრონულ სერვისებთან ერთად წარუდგინა საზოგადოებას.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სახლიდან გაუსვლელად მისთვის საჭირო ინფორმაცია და მომსახურეობა მიიღოს.
ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემა მოიცავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში საქმისწარმობას სრული ელექტრონული ფორმით. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე tas.ge გაიაროს რეგისტრაცია, შექმნას პირადი გვერდი, ელექტრონულად გააკეთოს სასურველი განაცხადი და ამავე გვერდში ელექტრონულად მიიღოს სამსახურის გადაწყვეტილება.2012-02-07 - თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან გეგმავს ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემის დანერგვას, რაც გულისხმობს საქმისწარმოებას სრული ელექტრონული ფორმით.
ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემა უზრუნველყოფს:- განაცხადების ავტომატურ რეგისტრაციას
- დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენას სამსახურში
- რეგისტრაციისთანავე განაცხადის დაუყოვნებლივ ასახვას რუკაზე (საჯაროობას)
- თანამშრომელზე შემოსული განაცხადების ავტომატურ გადაწერას
- სამსახურის შიგნით განაცხადის მოძრაობის ავტომატიზაციას
- კომისიებზე განაცხადის ონლაინ განხილვის შესაძლებლობას
- კომისიის ოქმის ავტომატურ მომზადებას და საჯაროობას
- განმცხადებლისათვის გასაგზავნი გადაწყვეტილების ავტომატურ გენერაციას
- დოკუმენტებში ხარვეზების აღმოფხვრის მარტივ შესაძლებლობას
- საქმისწარმოების ვადების სრულყოფილ კონტროლს
- მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიწოდებას
- გადაწყვეტილების უნიკალურობას და გაყალბებისგან დაცვას
- ანალიტიკური და სტატისტიკური ამოცანების შესრულებას
- სხვა საჯარო უწყებებთან მოქნილი ურთიერთობის შესაძლებლობას და სხვას
თბილისის არქიტექტურის სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით პრიორიტეტად მიიჩნევს:- მომსახურეობის გაუმჯობესებას და დახვეწას
- საქმისწარმოების გამარტივებას
- ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას
2012-01-12 - ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქალაქ თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე სკულპტურის/მონუმენტის პროექტის შექმნაზე
საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემა შესაბამისი დიპლომები. გამარჯვებული პროექტების შესყიდვის ფასი ადგილების შესაბამისად შეადგენს:
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
I ადგილი – 10 000 ლარი
II ადგილი – 5 000 ლარი
III ადგილი – 5 000 ლარი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ - architect.tbilisi.gov.ge2011-12-22 - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში მდებარე საცხოვრებელ ან სხვა ფუნქციის შენობა-ნაგებობებზე ძველი ფანჯრის ან/და კარის შეცვლა ახალით გაბარიტების (ზომების), მზიდი კონსტრუქციებისა და შენობა-ნაგებობების ვიზუალური მხარის ცვლილების გარეშე "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მტავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს რემონტი-შეკეთებას და სამუშაოების განხორციელება შესაძლოებელია წერილობითი დადასტურების და მშენებლობის ნებართვის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა).2011-10-20
- ქ. თბილისის მერიის სსიპ. არქიტექტურის სამსახურის და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ "ქ. თბილისში ისანი-სამგორის რაიონში გულიას მოედნის სივრცით-მოცულობითი განვითარების და რუსთავის გზატკეცილის ქალაქის ინფრასტრუქტურასთან სატრანსპორტო კავშირის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე" 2010 წლის 29 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოვლინდა გივი შავდიას და ომარ ჯაფარიძის მიერ წარმოდგენილი კონცეფტუალური პროექტი.2011-10-17
- თბილისის არქიტექტურის სამსახური გთავაზობთ მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისს.
თბილისის არქიტექტურის სამსახურში ყოველ დარეგისტრირებულ განაცხადზე მოქალაქე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას განაცხადის გაკეთების და საქმის წარმოების დასრულების შესახებ. მოქალაქის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.2011-10-17



