04:04:45 კვირა, 25 ივნისი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.

    2017-06-16
  • ​​თბილისის არქიტექტურის სამსახურის მოწვევით თბილისში სტუმრად მყოფმა ესპანელმა ექსპერტმა ურბანულ საკითხებში ვისენტე გუაიარტმა სამსახურის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე - ნატო ქიტიაშვილი და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ წიკლაური. 

    ვისენტე გუაიარტმა, რომელიც 2011 – 2015 წლებში ბარსელონას მთავარი არქიტექტორი იყო, ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებაზე განხილული იქნა მიწათსარგებლობისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის გაცემის პრაქტიკა. უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ბარსელონას განაშენიანების ტენდენციებზე, სატრანსპორტო ქსელზე და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

    ვისენტე გუაიარტს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს ლექციების კურსის ჩატარება და „ვორკშოპის“ გამართვა თემებზე: „მომავლის ქალაქების პროტოტიპირება“ და „მდინარე - კავშირი თუ ბარიერი“.
    2017-06-12
  • ​   ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის  წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში, 2017 წლის N 266 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაკავებულობის შეცვლა და ცეცხლმედეგი გამმიჯნავების ცვლილება  არის მშენებლობის სახე, რეკონტსრუქცია და ეხება: III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებაზე ხორციელდება I კლასს დაქვემდებარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები(მაგ. საჩრდილობლის მოწყობა და ა.შ), რომლებიც საჭიროებენ სამსახურის მხრიდან, მხოლოდ  წერილობით  დადასტურებას.

         ტექნიკური რეგლამენტისშენობანაგებობის უსაფრთხოების წესებისდამტკიცების თაობაზე  2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების შესაბამისად, დაკავებულობა არის შენობა-ნაგებობის ან მისი ოთახის ან სივრცის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის განმსაზღვრელი ცნება.
    2017-06-05
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი გერმანიაში გრძელდება.

    დავით ნარმანია, მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად შტუტგარტში ახალი გამჭოლი რკინიგზის სადგურის პროექტს ადგილზე გაეცნო. პროექტის მიზანს ქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი რკინიგზის ცენტრალური სადგურის გაკეთება წარმოადგენს.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული მაგალითი თბილისის გენერალური გეგმის მომზადების ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოვლითი რკინიგზის თემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

    "როგორც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობს და ამასთანავე პრემიერთან არსებულ საბჭოზე იქნა ნამსჯელი, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც შემოვლითი რკინიგზის ახალ კონცეფციასთან იქნება დაკავშირებული აუცილებლად უნდა მომზადდეს. ეს პროექტი და ამ პროექტის საფუძვლები გვარწმუნებს კიდევ ერთხელ იმაში, რომ ქალაქში რკინიგზის ბევრი ჩიხის არსებობა პრაქტიკულად მიზანშეუწონელია და შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს ქალაქი. ისევე როგორც აკეთებენ შტუტგარტში, თბილისშიც ეს ტერიტორია უნდა იყოს გათავისუფლებული. ის თუ როგორ უნდა გაიაროს რკინიგზამ ქალაქის ტერიტორიაზე გვირაბის მეშვეობით თუ შემოვლით , რა თქმა უნდა ეს ტექნიკურ -ეკონომიკური კვლევით უნდა დადგინდეს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც დაევალა საქართველოს რკინიგზას და შესაბამისად გაეწია რეკომენდაცია თბილისის მერიას, ერთობლივად მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებით.",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

    სამუშაო ვიზიტზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანსპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

    2017-06-01
  • თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, ვიზიტით გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფება.

    სამუშაო ვიზიტისას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე გერმანელი და ფრანგი სპეციალისტები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრებს უმნიშვნელოვანეს ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების ნიმუშებს ადგილზე აცნობენ. კერძოდ, თბილისის მერი სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს თავად გაეცნო სტრასბურგში ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ყურადღება გამახვილდა მდინარისა და ქალაქის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებულ თემებზე.

    ვიზიტისას საუბარი შეეხო მდინარის ნაპირზე არსებული საჯარო სივრცეების ათვისებასა და ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ე.წ „ბრაუნფილდების“ სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ურბანული განვითარების სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია.

    „გენერალური გეგმის მომზადება ფინალურ ეტაპზეა. ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომლებიც გერმანიისა და საფრანგეთის მნიშვნელოვან გამოცდილებას გვთავაზობენ, ადგილზე გვაცნობენ იმას თუ როგორ იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმ ყველაფერმა, რაც მომავალში თბილისში უნდა დაიგეგმოს. ამდენად ერთის მხივ მნიშვნელლოვანია ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მეორეს მხრივ კი მდინარისა და ქალაქის ურთიერთობასთან დაკავშირებული თემები, რომელსაც დღეს ჩვენ გავეცანით. ის ყველაფერი, რაც შემოთავაზებულია გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ და რაც უკვე რეკომენდაციების სახით დევს თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში, ჩვენმა დღევანდელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერზე ღირს მუშაობა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

    „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო გვეჩვენებინა თუ როგორ ვითვალისწინებთ სატრანსპორტო თემებზე მუშაობისას ურბანულ საკითხებს. ჩვენ ვეცადეთ ქალაქში, რომელშიც დასახლება მჭიდროვდებოდა შეგვენარჩუნებინა ცხოვრების ხარისხი, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეკომენდაციების ნაწილი რომელიც ჩვენ დოკუმენტში ავსახეთ ბევრ ისეთ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც სტრასბურგში გამოვიყენეთ“,- განაცხადა გენერალური გეგმის განახლების სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფის თანახელმძღვანელმა, ალფრედ პეტერმა.

    სამუშაო ვიზიტზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

    2017-05-31
  • თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო, სამუშაო შეხვედრაში, სადაც ყოფილი საწარმო ტერიტორიების, ე.წ. „ბრაუნფილდების“ ურბანული განვითარების საკითხები განიხილება.

    ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაციის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

    შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ თბილისში არსებულ საწარმო ტერიტორიებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების კომერციული ფუნქციით გამოყენების პერსპექტივებზე, ასევე ამ სივრცეებში დასასვენებელი პარკების მოწყობისა და რეკრეაციული მიზნებით განვითარების შესაძლებლობებზე.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობდა არის სწორედ ე.წ „ბრაუნფილდები“- ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომელიც თავის დროზე ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, შემდეგ კი, პაუზის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიმართულებით.

    „მხოლოდ თბილისის წინაშე მდგარი გამოწვევა არ არის „ბრაუნფილდების“ სწორი გამოყენება, ეს საკითხები ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის აქტუალური, ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და ბევრმა ქალაქმა გამოიარა ის გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ და რასაც მომავალში გავივლით. ამიტომაც სხვადასხვა ქალაქების, სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების მაგალითები, რომელიც მსოფლიო ბანკის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არაერთია, ჩვენ დაგვეხმარება მათი მხარდაჭერით, რომ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, მისი მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე და ნატო ქიტიაშვილი ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის მერიის სამსახურების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

    2017-05-23
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2017-05-17
  • თბილისის მერი დავით ნარმანია გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრას ესწრება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, იურიდიული, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ორგანიზაცია ა(ა)იპ „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრები და ექსპერტები.

    დავით ნარმანიას განცხადებით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და ეს დოკუმენტი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გახდეს. 

    შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დედაქალაქის სხვადასხვა არეალების, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების რუკები, სარკინიგზო ქსელის პერსპექტივა, მცირე მდინარეების გახსნისა და მტკვრის გასწვრივ გამწვანებული არეალების მოწყობის სქემა. მომხსენებლებმა ისაუბრეს კომპაქტური ქალაქის პრინციპებზე და პოლიცენტრული განვითარების აუცილებლობაზე. გაიმართა დისკუსიები თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხედვაზე, ცალკეული უბნების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 მაისი, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები მოეწყობა.
    2017-05-01
  • თბილისის არქიტექტურის სამსახური მოქალაქეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კონსულტაციებს ახალი ფორმატითაც იწყებს. მოქალაქეებთან შეხვედრებს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილეები ყოველი კვირის სამშაბათს, ხოლო განყოფილების უფროსები პარასკევს გამართავენ.

    სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან მიღების გრაფიკი შემოსული განცხადების საფუძველზე და საკურატორო სფეროების მიხედვით შედგება.

    მოქალაქეებს არქიტექტურის სამსახურში კვალიფიციური კონსულტაციის მიღება სხვა სერვისების მეშვეობითაც შეუძლიათ: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მისაღებში მუშაობს კონსულტანტთა გამოცდილი ჯგუფი; სამსახურის კონსულტანტები წარმოდგენილნი არიან თბილისის 5 რაიონულ გამგეობაში; ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (2 72 22 22) და ტექნიკური ცხელი ხაზი (2378346); მოქალაქეებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ონლაინ კონსულტაციის (tas.ge) საშუალებითაც აქვთ.
    2017-03-22
  • დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურში კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორებს თბილისის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ლექცია ჩაუტარა.

    დავით ნარმანიამ მიმოიხილა თბილისის ეკონომიკური შესაძლებლობები და მისი ურბანული განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გაამახვილა სამშენებლო სექტორის მდგომარეობაზე და მის მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარების კუთხით. 

    თბილისის მერმა უპასუხა სტაჟიორების შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დედაქალაქის  ეკოლოგიის, დემოგრაფიის, ტრანსპორტის, ქუჩების კეთილმოწყობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურში საკადრო რესურსის შექმნაზე ორიენტირებული სტაჟირების პროგრამა 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. სტაჟიორებს ასევე ჩაუტარდათ შემეცნებითი ტურები სხვადასხვა ორგანიზაციებში, ქალაქის სტრატეგიულ ობიექტებსა და ღირსშესანიშნავ ადგილებში.

    2017-02-08
  • „2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

    თბილისის მერის თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშოაბს.

    „გეგმა ისეთ ძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა: თბილისი, - ჯანმრთელი, მწვანე, ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურს- დამზოგავი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, “ჭკვიანი ქალაქი” ( Smart City ). აქვე გეტყვით, რომ გენგეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ჩემი ინიციატივით, „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უკვე დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა.

    „დეტალური ანალიზის საფუძველზე კვლევამ შემოგვთავაზა თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა. კვლევაში მოცემულია ასევე 40 ბიზნეს ინიციატივა, პირველადი ფინანსური გათვლებით, რომლის განვითარებაც მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მერის თქმით, შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია შემოთავაზებული ბიზნეს ინიციატივების გავრცობა, საინვესტიციო შეთავაზებად ჩამოყალიბება და პოტენციური ინვესტორებისათვის წარდგენა ინვესტიციების მოზიდვისა და ზღვის შემოგარენი ტერიტორიების განვითარების მიზნით.

    2017-02-03
  • ​​თბილისის არქიტექტურის სასახურის მომხმარებლებს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის, კულტურულ ძეგლებზე მოსაკრებლის, დაჩქარებული მომსახურებისა და ასევე ექსკლუზიური მომსახურების საფასურის გადახდა უკვე თიბისი ბანკსა და „თიბისი ფეის“ გამოყენებით შეეძლებათ.

     

    აქამდე ამ ტიპის მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის განხორციელება მხოლოდ „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით იყო შესაძლებელი.
    2016-12-20
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურის სანებართვო განყოფილებების თანამშრომლებს "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" თემაზე სამდღიანი ტრენინგი უტარდებათ.

    ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ადგენს შენობების დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა მოთხოვნებს შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.

    სასწავლო პროგრამა მოიცავს ახალი რეგულაციის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ამ ეტაპზე, პრაქტიკული სესიის მონაწილეები განიხილავენ ახალი ტექნიკური რეგლამენტის გამოყენებით შემუშავებულ სანიმუშო პროექტებს. მიღებული ცოდნა მათ არქიტექტურული პროექტების შემოწმებისას გამოადგებათ.  

    აღსანიშნავია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა ტრენინგის თეორიული ნაწილი 2016 წლის სექტემბერში გაიარეს.

    "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "მმართველობა განვითარებისათვის" მხარდაჭერით შემუშავდა.

    2016-12-20
  • თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრას ესწრება.

    განხილვაში მონაწილეობას იღებენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის, ეკოლოგისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, ასევე „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ექპერტები.

    დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს გაწეული სამუშაოს შედეგებზე და უკვე შემუშავებული კონცეფციის სხვადასხვა ასპექტებზე. დისკუსიები გაიმართა თბილისის ურბანული განვითარების აქცენტებზე, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურული მემკვიდრეობის გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე და დოკუმენტში აღწერილ სხვა მიმართულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ააიპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.

    2016-11-27
  • თბილისის  არქიტექტურის სამსახურში,  კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო. სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად  დაესწრო.

    პროგრამა მიზნად ისახავს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

    არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით წარიმართება. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. ტრენინგებს ჩაატარებენ უშუალოდ განყოფილებების უფროსები, რომელებმაც, ამ მიმართულებით, სპეციალური კურსი გაიარეს. პროგრამით სპეციალური ლექციები დაეთმობა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრ პროფესორებს.

    არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან კომუნიკაციის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ეწვევიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

    „  ახალგაზრდები, რომლებსაც გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გააჩნიათ, ამ პროგრამის ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურში გაივლიან სტაჟირებას, ადგილზე გაეცნობიან სამსახურის სპეციფიკას. ისინი მომავალში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის მერიის საქმიანობაში. ასეთი პრაქტიკა, ეტაპობრივად, სხვა სამსახურებშიც დაინერგება. გვსურს, რომ  მერიის საქმიანობაში სულ უფრო მეტი გამოცდილი ახალგაზრდა  ჩაერთოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟიორთა კონკურსი  2016 წლის 15 სექტემბერს  გამოცხადა. საკონკურსო კომისიამ 140  კანდიდატის განაცხადი განიხილა,  გასაუბრების შედეგად 27 შეარჩიეს.

    სტაჟირების პროგრამა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით განხორციელდება. 

    2016-11-21
  • თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) სტანდარტის I რედაქცია, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ამ მნიშვნელოვანი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის დამუშავების პირობებს.

    სტანდარტი ემსახურება მხოლოდ გრგ დოკუმენტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს მის მოქმედ კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანას. სტანდარტი ეყრდნობა, როგორც ქვეყანაში დამკვიდრებულ, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

    სტანდარტის პარალელურად მომზადდა შესაბამისი სამუშაო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სამსახური შეამოწმებს შემოსული გრგ დოკუმენტის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. პროგრამა ავტომატურ რეჟიმში დაადგენს ხარვეზებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გრგ დოკუმენტის შეთანხმების დროს.

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს სტანდარტთან დაკავშირებული წინადადებების წარმოდგენას შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@tas.ge

    გრგ სტანდარტი იხილეთ თანდართულ ფაილში.

    2016-11-04
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველო“-მ საკრებულოს 9 თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენას თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დაესწრნენ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გენერალური გეგმა ითვალისწინებს ზონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჯერ კიდევ აუთვისებელი და გამოუყენებელი ტერიტორიების სწორად განაწილების საკითხებს და არსებული ტერიტორიების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დავით ნარმანიას თქმით, გენერალური გეგმა იქნება ქალაქის შემდგომი სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი. 

    „დღეს ჩვენ განვიხილეთ გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი, 9 თვის განმავლობაში გაწეული, საქმიანობის ანგარიში. დედაქალაქის საკრებულოს წევრები გაეცნენ სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მომზადებულ დოკუმენტაციას. წარმოდგენილმა ანგარიშმა დაგვანახა, რომ ამ ეტაპისთვის, სოლიდური სამუშაოა შესრულებული. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს და შემდგომი სამი თვის განმავლობაში, უნდა დაიწყოს კონკრეტული რეგულაციების მომზადება. ამჟამად ჯგუფი მუშაობს შემოვლითი რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილზე, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

    თბილისის მერის თქმით, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, საკრებულოს წევრებს ყოველკვარტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია. მისივე თქმით, გეგმაზე მუშაობა აპრილში დასრულდება და მზად იქნება საკრებულოს მხრიდან დასამტკიცებლად.
    2016-10-26
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერს სამი კვარტლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

    „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის შედგენილია სხვადასხვა შინაარსის რუკები, რომელიც დაადგენს დედაქალაქის განაშენიანების, სივრცითი შეზღუდვისა და სამშენებლო განვითარების აკრძალვის საზღვრებს, ასევე გამწვანებული ტერიტორიების, სკვერებისა და ლანდშაფტური დაცვის ზონებს. 

    „ეს რუკები დედაქალაქის განვითარების კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად საბაზისო დოკუმენტაციას წარმოადგენს, ვინაიდან განსაზღვრავენ, როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული არეალების განვითარების პერსპექტივას“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

    დავით ნარმანიას განცხადებით, გენერალურ გეგმაზე ამ ეტაპისთვის დასრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართება. 

    „გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ უკვე სამი კვარტლის ანგარიშია წარმოდგენილი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიმყოფებით გენერალური გეგმის მომზადების შუა ეტაპზე. ვგეგმავთ, რომ სამივე კვარტლის ანგარიში და ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული მასალის საჯარო განხილვა მოვაწყოთ თბილისის საკრებულოში. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბრის ბოლომდე ჩავნიშნავთ თარიღს და გავმართავთ პრეზენტაციას, რათა ფართო საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით დოკუმენტის მომზადებისას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები და ექსპერტები.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ააიპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.

    2016-10-05
  • ​         3 ოქტომბერს, არქიტექტურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გალერეა "უნივერს" სადიპლომო ნამუშევრების კონკურსი და გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჟიურის  მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო პროექტის ავტორს თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ წიკლაურმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი და სახაზავი ხელსაწყოები გადასცა.

       საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით მოწყობილ ტრადიციულ კონკურსზე სადიპლომო ნამუშევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის რქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარადგინეს. გამარჯვებული პროექტები საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, აკადემიური წრეებისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  გამოავლინა. 

    2016-10-04
  • თბილისის არქიტექტურის სამსახური 2016 წლის 15 სექტემბერს  სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს.

    არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 30 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ.

    კანდიდატები შეირჩევიან სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან ურთიერთობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ესტუმრებიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი მიეცემათ.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 

    https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/39616

    https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/39617

    2016-09-15
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-08-30
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-06-29
  • ​   ატენის ქუჩა 17-19-ში მდებარე ობიექტთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მშენებლობის პირველადი პროექტის შეთანხმება, თბილისის არქიტექტურის სამსახურთან, მოხდა 2007 წელს.

       2011 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის პარამეტრების გაზრდის საკითხი „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭომ“ გადაწყვიტა დადებითად, რომლის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი მერის ბრძანებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 4.0-დან 8.0-მდე გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

       ამჟამად ძალაშია 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი პარამეტრები.

       აღნიშნული საკითხის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში და თბილისის არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.

    2016-06-23
  • ​ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ  2012 წლის 14 აგვისტოს აუქციონის წესით გასხვისდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისში, ვარკეთილი-3 , III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთი საკადასტრო კოდი  N 01.19.39.027.013). ნაკვეთის გასხვისება მოხდა საცხოვრებელი ზონა-6-ის ფუნქციური ზონირებით გათვალისწინებული ობიექტების განვითარების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური/მრავალბინიანი შენობის განთავსებას.

    მფლობელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და მასზე ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხი არაერთხელ დააყენა არქიტექტურის სამსახურის წინაშე, რომლითაც ითხოვდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=6,0-მდე გაზრდას.  აღნიშნულ მოთხოვნებზე ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (2014 წლის 11 ივნისს,  2015 წლის 28 იანვარს,  2015 წლის 5 თებერვალს და 2015 წლის 5 ოქტომბერს) უარყოფითი დასკვნები გასცა.

    საბჭოს მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მხოლოდ 4,5-მდე გადამეტებას მიეცა დადებითი შეფასება, 2015 წლის 3 ნოემბერს.

    აღნიშნული პარამეტრების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის მფლობელის მიერ წარმოდგენილი იყო მშენებლობის ნებართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც 2016 წლის 1 ივნისს გაიცა მშენებლობის ნებართვა.

    2016-06-22
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი კვლავ განაგრძობს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის უფროსის მიმართ. ამჯერად მისი უსაფუძვლო ბრალდებები უკავშირდება საბურთალოს ქ. N63-ისა და ს. ცინცაძის . N63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვას.

    როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს, მისთვის ჩვეულ სტილში, უაპელაციო განცხადებებით სურს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რომლიც არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთა შეურაცხყოფისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო შესაძლოა დაეკისროს. როგორც მოგეხსენებათ, მისი ცილისმწამებლური განცხადების საპასუხოდ მზადდება სარჩელი, რომელიც სასამართლოს უახლოეს ხანში წარედგინება.

    აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ხსენებული მშენებლობის ნებართვის კანონიერების დასადგენად განცხადებშეიტანა თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში. ამჯერად უკვე ეს ორგანო დაადგენს აღნიშნული ნებართვის გაცემის კანონიერებას და ბატონი ელისაშვილის განცხადებების სიყალბეს.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური, საბურთალოს ქუჩა 63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს ხანში მიაწვდის. 

    2016-06-21
  • თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განახლებული წესების შესახებ დაინტერესებული საზოგადოების  ინფორმირების მიზნით, ტრენინგ-სემინარების ციკლწამოიწყო.

    როგორც ღონისძიების გახსნაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქალაქის განვითარებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საინტერესო დისკუსიის საშუალებას იძლევა. მან ტრენინგ-სემინარში მონაწილე არქიტექტორებს, ურბანისტებს, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზა აქტიურად დააფიქსირონ საკუთარი პროფესიული მოსაზრებები, როგორც ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებზე, ასევე მათი აღსრულების პრაქტიკულ ასპექტებზე.

    განახლებული დადგენილების საკითხებზე ტრენინგების მსურველთა რეგისტრაცია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე (www.tas.ge) 3 ივნისს დაიწყო და მას საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 600-ზე მეტმა პირმა დააფიქსირა. საკანონმდებლო ცვლილებებს, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ჯგუფებად დაკომპლექტებულ მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები აცნობენ.

    თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს,  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

    2016-06-17
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-06-13
  • თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განახლებული წესების, დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს.

    დადგენილების ახალ რედაქციაში შეტანილი მნიშვნელოვანი სიახლეების აღწერილობით დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც მერიაში მოსულ მოქალაქეებს ურიგდებათ. მუშაობის აქტიურ რეჟიმზე არიან გადასული არქიტექტურის სამსახურის მოქალაქეთა საკონსულტაციო ჯგუფისა და ცხელი ხაზის თანამშრომლები.

    თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს,  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

    2016-06-13
  • ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ გეგმავს ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ასევე ათონელის, ფხოვისა და სობჩაკის ქუჩებზე მდებარე შენობების რეაბილიტაციას.

    პირველ ეტაპზე დაიგეგმა საპროექტო სამუშაოების შესყიდვა, რისთვისაც 2016 წლის 31 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადდა არქიტექტურული კონკურსები CNT160000081; CNT160000082; CNT160000083; CNT160000084; CNT160000085 საპროექტო სამუშაოების საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად.

    2016-06-10
  • ​„ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცილი დამწამა და ჩემი ღირსების შელახვისათვის მას შევხვდები სასამართლოში“, - ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

    მისივე თქმით, გუშინ 8 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში სტუმრად მყოფმა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლების მისამართით გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. 

    „როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს თავისებური წარმოდგენა აქვს ღირსებაზე, ამიტომ იაფასიანი პოპულარობის მოპოვების მიზნით თავს უფლებას აძლევს თქვას, რაც ენაზე მოადგება და იძახოს ტყუილები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე ნამდვილად არ ვაპირებ, მოვითმინო მისი მხრიდან ჩემი ღირსების შელახვა და ამიტომ ბატონ ელისაშვილს შევხვდები სასამართლოში. მე ვარ საჯარო მოხელე და ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია საზოგადოების წინაშე, ამიტომ მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელეებმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ მსგავსი ბრალდება“, - განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა
    2016-06-09
  • ტექნიკური პრობლემების გამო ხარვეზებით მუშაობს თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდი www.tas.ge, რის გამოც შეფერხებულია განცხადებების მიღების პროცესი.
    ჩვენი ტექნიკური პერსონალი მუშაობს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე.

    2016-06-09
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურის ორგანიზებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ამ ეტაპისთვის დასრულებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა.

    თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, არქიტექტორები, ურბანისტები და დეველოპერები.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, საკრებულოში წარმოდგენილი შუალედური ანგარიში იძლევა ზუსტ წარმოდგენას თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიური, ტრანსპორტის, ფუნქციური ზონების და სხვა მიმართულებებით, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოს დასრულება მნიშვნელოვანი ეტაპია ქალაქის განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში.

    როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, წინასაპროექტო კვლევის შედეგად გამოიკვეთა ქალაქის მიმდინარე საჭიროებები, დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმი მუშაობს. საკონკურსო პირობების მიხედვით, განახლებული დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 17 აპრილი.

    2016-06-04
  • დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ, რომელმაც ჩაანაცვლა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის№4-13 გადაწყვეტილება.

    არქიტექტურის სამსახური იწყებს ტრენინგების ციკლს, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს სამსახურის წარმომადგენლებისგან  მიიღონ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია ახალი რედაქციის შესახებ.

    რეგისტრაცია http://goo.gl/forms/fzJkUmA2UjOD1Y7D2

     

    2016-06-03
  • თბილისის ქაოტური განაშენიანების მანკიერ პრაქტიკის აღკვეთის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში, თბილისის მერიის ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალბინიან  საცხოვრებელ სახლებზე 2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე იზღუდება განაშენიანება გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც მეტი საჯარო სივრცეების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიღება გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა, იმ საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე, რომელსაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს. მისი განმარტებით, 2 კოეფიციენტის შეზღუდვა არ გავრცელდება თბილისის პერიფერიაზე, რათა გარეუბნებს ურბანული განვითარების მეტი საშუალება მიეცეს.

    ახალი რედაქციის მიხედვით, ასევე დარეგულირდა ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები, ხოლო კონკრეტული უბნების განვითარებისთვის, აუცილებელი პირობა გახდა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შემუშავება, რაც თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს.

    2016-05-24
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-05-18
  • ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე 2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ  წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და დაურეგულირებელი მშენებლობების წინააღმდეგ მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

    ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი, თბილისის მერის განცხადებით, საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.

    საცხოვრებელ სახლებზე 2 კოეფიციენტის გაზრდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე შეიზღუდება, გენ. გეგმის საბოლოო ვარიანტში კი, დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.

    რაც შეეხება სხვა უბნებს, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა გარეუბნებს  განვითარების საშუალება მიეცეს.

    როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც  საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება.

    ქალაქში აქტიური უნდა გახდესმწვანე სახურავებისთემა, შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების გავითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით! დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან!“, - ამის შესახებაც თბილისის მერმა დედაქალაქის მერიაში დღეს გამათულ ბრიფინგზე განაცხადა.

    დავით ნარმანიას თქმით, დარეგულირდება ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები. ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას, შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ), რაც იქნება  კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.


    ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების პროექტის რუკა იხილეთ ბმულზე. 

    შენიშვნა: კ2 კოეფიციენტის გადამეტების შეზღუდვა გავრცელდება რუკაზე მითითებულ ცენტრალურ და შუალედურ ზონებზე.
    2016-05-06
  • თბილისის მერიაში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე კონსორციუმმა შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში დედაქალაქის მთავრობის წევრებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს. 
    სამუშაო შეხვედრა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მას  თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, არქიტექტორები და დეველოპერები დაესწრნენ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა მოსამზადებელი სამუშაოები პირველ ეტაპზე დაასრულა. მისივე თქმით, შუალედური ანგარიში იძლევა ზუსტ წარმოდგენას თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიური, ტრანსპორტის, ფუნქციური ზონების და სხვა მიმართულებებით. 

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი. გეგმარებითი დავალება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების საკვანძო ეტაპს წარმოადგენს, ის ადგენს დაგეგმვის და მისი განხორციელების ეკოლოგიურ, ტექნიკურ, საორგანიზაციო პირობებს. მასში დაზუსტებულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შინაარსი და შემადგენლობა. 

    გენერალური გეგმის განახლებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმი მუშაობს. შემდეგი სამუშაო შეხვედრა სამ თვეში გაიმართება.
    2016-05-04
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. დისკუსიაში, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორი, არქიტექტორები და დეველოპერები.
    თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, თბილისის განაშენიანების რეგლამენტირებისთვის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში ჩადებული ახალი რეგულაციებით დაწესდება სამშენებლო პროცესის დროებითი რეჟიმი, რაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე თავიდან აგვაცილებს ქალაქის ტერიტორიების არასწორ განვითარებას. ასევე გამოსწორდება ცალკეულ ნორმებში არსებული ხარვეზები, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და სამშენებლო პროცესებში ქალაქის ურბანული განვითარების ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

    ცვლილებათა პროექტის მომზადებას წინ უძღვოდა თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის წევრების მიერ „თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების“ რევიზია.

    ცვლილებათა პროექტით, გამკაცრებულია განაშენიანების კოეფიციენტის გადამეტების წესი, რაც თბილისში მრავალბინიან საცხოვრებელი სახლების მომრავლების მიზეზად სახელდება. ეს პრაქტიკა დასაშვები იქნება მხოლოდ განვითარების განსაკუთრებული მიზეზების არსებობისას, რაც დაკავშირებული იქნება მაღალ საზოგადოებრივ ან სახელმწიფოებრივ საჭიროებებთან. ამასთან, დაზუსტდება გადამეტებისთვის აუცილებელი ტერიტორიის კვლევის წესი და გადამეტების მიზანშეწონილობის დასაბუთება.

    ცვლილებების შედეგად გამოსწორდება მოქმედი ნორმები, რომელიც ორაზროვანი შინაარსის შედეგად მშენებლობისგან პრაქტიკულად დაუცველს ტოვებდა სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების. პროექტის მიხედვით, გამწვანებულ ტერიტორიებზე უნდა გავრცელდეს სარეკრეაციო ზონის მოთხოვნები და რეჟიმები, და არ უნდა დაიშვას მშენებლობები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სხვა ფუნქციურ ზონებშია (მათ შორის საცხოვრებელ და საქმიან ზონაში) მოქცეული.

    ცვლილებების მიხედვით, ასევე შემოღებული იქნება შენობების გარე იერსახის რეგულირების წესები; დაზუსტდება ავტო-პარკირების მოწყობის ვალდებულების საკითხები.

    „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები“ თბილისისთვის ადგენს სამშენებლო პირობებს, რომლებიც მიღებულია 2009 წელს დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან ერთად და მას შემდეგ არ შეცვლილა.

    კონსულტაციების შემდეგ, პროექტი განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნება. 
    2016-04-25
  • ​თბილისის არქიტექტურის სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მორიგი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. 

    ამ ეტაპზე დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი. ასევე შედგენილია დაგეგმვის საყრდენი დოკუმენტაცია და გადაუდებელ ღონისძიებათა დოკუმენტაცია.

    რეგლამენტის მიხედვით, საბოლოოდ გეგმარებითი დავალების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოსა“ და თბილისის მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, განიხილავს და ამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარს დაასრულა. შეიქმნა,  ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენერალური გეგმის განახლების გადაუდებელი აუცილებლობა. კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება 1 აგვისტოს დასრულდა. პირველი ადგილი დაიკავა იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“. 
    2016-04-22
  • ქალაქში ჯანმრთელი ტრანსპორტის  განვითარების  მიმართ სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა წრეში გამოხატული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და აგრეთვე, დედაქალაქში ბოლო პერიოდში ველო მოყვარულთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფმა და საპროექტო განყოფილებამ ქ. თბილისის ველო ქსელის განვითარების კონცეფციაზე დაიწყო მუშაობა. კონცეფციის მიზანია ქალაქში დაინერგოს და წახალისდეს ეკოლოგიურად ჯანმრთელი გადაადგილების სატრანსპორტო საშუალება – ველოსიპედი.

    პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, როგორც მერიის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან, ისე დარგის განვითარებით დაინტერესებულ ჯგუფებთან და პირებთან (თბილისის ველო მოყვარულთა კლუბი, სამთო ველოსპორტის კლუბი, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციიდან (GIZ) მსგავს კონცეფციაზე მომუშავე სპეციალისტი).

    კონცეფციის  თანახმად,  ველო  ქსელის  განვითარება  საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებთ, უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად:

     

    1 გაააბი ად ზე რთხო იკბი ფორეა;

    2 კიბი ბიწყა;

    3  აფხო ბიიკბი ფომია;

    4 აქალ გაეკრე ერიტ ბიიკბი მირეა;

    5 მიწისშა აზოგაივსპში ლოსიბი განი აშა;

    6 მიწისედაზოგაებივტი ჭუველო რე;

    7 ბი ნდბი გაზალოტი.

     

    შესაბამისად,  საწყის  ეტაპად  არჩეულ  იქნა  გადაადგილების  მარშრუტების  და ველო ბილიკების ფორმირების პროექტი. ამ მიზნით, კონცეფციის შემუშავების საწყის ეტაპზევე, ჯგუფმა მოიძია და შეისწავლა მანამდე არსებული პროექტები:

     

    1.      Smart Moving Tbilisi <> ოლნდური კომპანია Move Mobility”  (2014 );

    2.      GIZ-ლოყვოფსიალ სიისტად ჩაული ბიისიპც პრი (2015 );

    3.      Pilot Cycle way scheme <> ირლანდიური ფირმ ARUP თბილისის ცენტრში საპილოტე მონაკვეთი ველო-ბილიკისათვის (2010 წელი).

     

    ლო ქ მირების გამოწვევებს შორის არის:

     

        მისწვ  (მის ნებისმი ოს   ნებისმიერ  მიერ გაბი ლოა);

        პრაქტიკულო  (ლოსიპედისვის    მისაღი    , ების სიმ, გაებილე ნძი ...);

        აფრთ   (ცული      ბილი      ა     კირეა, აავტლო ძრაობისგან გალი ზოლი).

     

    ყვლა ამ გაწვუხი გა ბი ლო ბიიკბის სიხლის, რაც რდრ გა ზე მიულობ ენრები ერტიბიარსებობიდან. მიულობი ენებად/წეტი ბი ოლოსა გასწვტიულ ემდეგი ობიები:

     

    1.   მსვილირერეივრცბი;

    2.   სკოლო ივერიტი;

    3.   აჭაქმი ი;

    4.   აზოგაივ კვ ბიბი;

    5.   აზოგაივნსტი გაჩრები.

     

    ივ ოაულ ალისწინებ,  გაიკვეა  ენტალრი ბნბი  რე  უჩბი.  ლო    ში გაიყი უ:

     

                    I.          აჟა ფშაველას გაზ. <> ქ. <> აზ გაზ. <> კი გაზ.

                  II.          ჭავჭავაძის გამზ. <> მელიქიშვილის       გამზ. <> რუსთაველის გამზ. <> თავისუფლების მოედანი <> პუშკინის ქ. <> შავთელის ქ. <> ერეკლე II ქ.

                III.          ზაარბრიუკენის მოედანი <> აღმაშენებლის გამზ.

     

    ამჟამად მიმდინარეობს საპილოტე მარშრუტზე მუშაობა.

    2016-02-22
  •       საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2015 წელს 20 მარტს განხორციელებული ცვლილებების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დავალების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (20.03.2015წ. #3407-IIს) 79–ე და მე–80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად ობიექტების ნუსხა.
    2016-02-04
  • . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის  შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე

    საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის 412 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის 20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირისქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტისსაფუძველზე, ვბრძანებ:

    1.       გამოცხადდეს . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი 1 დანართით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე;

    2.       დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 2 დანართის შესაბამისად;

    3.       დაევალოს . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

    4.       შეთანხმებულ იქნას . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამა, ეტაპები, პირობები, შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი 3 დანართის შესაბამისად;

    5.       შეთანხმებულ იქნას . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის შეფასების ფორმები (დანართი №4: დანართი №4.1; დანართი №4.2);

    ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, 6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 
    2015-12-22
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ამა წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, მდ. ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პრეტენდენტად გამოვლინდა შპს „არქიტექტურული ბიურო“ და კონკურსის სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საკონკურსო კომისიის შეფასების შესაბამისად, ავტომატურად მიენიჭა სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“.

    არქიტექტურის სამსახურმა საკონკურსო პირობების შესაბამისად გასცა „ჩარჩო გეგმის“ დამუშავების დავალება და გამარჯვებულ პრეტენდენტთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია უზრუნველყოს „ჩარჩო გეგმასთან“ დაკავშირებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ გადაცემა, რომელიც უნდა დამუშავდეს დავალების შესაბამისად და  მოიცავდეს შემდეგი სახის მასალებს:

    ·         სიტუაციური გეგმა, მ 1:15000;

    ·         „ჩარჩო გეგმის“ ტექსტური ნაწილი: აღწერა და განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ფიზიკურ და დოკუმენტურ კვლევას, რეალიზაციის (განხორციელების ეტაპები  და  რიგითობა) პროგრამასა  და  ქალაქგეგმარებით მაჩვენებლებს;

    ·         ტერიტორიის განვითარების სივრცით–გეგმარებითი კონცეფცია  (გრაფიკული ნაწილი);

    ·         თემატური სქემები, მათ შორის სატრანსპორტო, საინჟინრო, გამწვანება–რეკრეაცია და სხვა სქემები ავტორის შეხედულებისამებრ;

    ·         დამატებითი დოკუმენტაცია, ავტორის შეხედულებისამებრ.

    „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ღირებულება შეადგენს 69618,82 (სამოცდაცხრა ათას ექვსას თვრამეტი ლარი 82 თეთრი) ლარს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით და მოიცავს „ჩარჩო გეგმასთან“ დაკავშირებულ ყველა ხარჯს. აღნიშნული შესყიდვა ხორციელდება არასაბიუჯეტო, სამსახურის საკუთარი სახსრებით.

     „ჩარჩო გეგმის“ შემუშავების მიზანია ხელი შეუწყოს საპროექტო ტერიტორიის ოპტიმალურ ურბანულ განვითარებას, შემდეგი პრინციპების დაცვით:

    ·                     „მდგრადი განვითარება“ (ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზება; სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და დაცვა; ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობა);

    ·                     „თანაბარი შესაძლებლობების სივრცე“;

    ·                     საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერება.

    სამსახურის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, „ჩარჩო გეგმის“ სივრცით-გეგმარებითი კონცეფცია უნდა დაეფუძნოს ფიზიკური და დოკუმენტური კვლევის დეტალურ ანალიზს; შეაჯეროს ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობები, შეზღუდვები, გამოწვევები, რისკები და შექმნას შეწონილი კონცეფცია – საპროექტო გადაწყვეტ(ებ)ის სახით.

    შპს „არქიტექტურული ბიუროს“ მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოწონებული ხედვა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

    კონკურსთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის (მათ შორის წარმოდგენილი საკონკურსო წინადადები, კონკურსანტების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიმართ დადგენილი მოთხოვნები, საკონკურსო კომისიის შეფასებები, ხელშეკრულება და სხვა) ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.procurement.gov.ge > კონკურსების ელექტრონული მოდული > საკონკურსო განცხადების ნომრით: CNT150000050.
    2015-12-04

    • არასწორად შერჩეული ნომენკლატურა: 
    როდესაც ელექტრონული განაცხადი დაფიქსირდება შეუსაბამო ან არასრული ნომენკლატურით, დარჩება განუხილველი და განმცხადებელს მიეთითება მხოლოდ ნომენკლატურის სწორად შერჩევის შესახებ.


    • ელექტრონული განაცხადის განხილვა: 
    არქიტექტურის სამსახურში სტანდარტული განაცხადი განიხილება სამსახურში 20 სამუშაო დღის განმავლობაში (პირველი კლასი 5 სამუშაო დღის განმავლობაში), არაუმეტეს ზემოაღნიშნული ვადებისა განმცხადებელს ეცნობება წერილობით, ასევე ელექტრონულად, განაცხადში არსებული ხარვეზების შესახებ და ეძლევა გარკვეული ვადა მის გამოსასწორებლად. ამის შემდგომ, განმცხადებლის მიერ შემობრუნებული იგივე განაცხადი დარჩება განუხილველი თუ არ იქნება გათვალისწინებული სრულად დადგენილი ხარვეზები და მითითებები, ხოლო ხარვეზების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში განაცხადზე გაიცემა შესაბამისი ნებართვა/თანხმობა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.


    • დაჩქარებული წესით ელექტრონული განაცხადის განხილვა: 
    არქიტექტურის სამსახურში დაჩქარებული ტიპის განაცხადის განხილვის ვადა დამოკიდებულია თანხის ოდენობაზე (იხ.დაჩქარებული მომსახურების სახეობები) მაგალითად: არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, 5 სამუშაო დღის განმავლობაში–300 ლარი, მესამე სამუშაო დღეს განმცხადებელს უდგინდება ხარვეზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ეცნობება წერილობით, ასევე ელექტრონულად, განაცხადში არსებული ხარვეზების შესახებ და ეძლევა გარკვეული ვადა მის გამოსასწორებლად. ამის შემდგომ, განმცხადებლის მიერ შემობრუნებული იგივე განაცხადი დარჩება განუხილველი თუ არ იქნება გათვალისწინებული სრულად დადგენილი ხარვეზები და მითითებები, (თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება) ხოლო ხარვეზების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში განაცხადზე გაიცემა შესაბამისი ნებართვა/თანხმობა დარჩენილ 2 სამუშაო დღეში.


    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ

    ცხელი ხაზი ტელ: 2722222, ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი ტელ: 2378346 

    საკონსულტაციო ჯგუფი

    ქ.თბილისის მერია II სართული, ოთახი #9 da ქ.თბილისის რაიონული გამგეობები,

    სამუშაო საათები: 09:00-18:00


    2015-11-18
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიისჩარჩო გეგმაზე“.

    გამარჯვებული კონკურსანტის მიერ, “ჩარჩო გეგმის დამუშავება და შემსყიდველისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში. გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია უზრუნველყოს ჩარჩო გეგმასთან დაკავშირებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის გადაცემა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის მასალებს:

    ·     სიტუაციური გეგმა, 1:15000;

    ·   „ჩარჩო გეგმის“ ტექსტური ნაწილი: აღწერა და განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ფიზიკურ და დოკუმენტურ კვლევას, რეალიზაციის (განხორციელების ეტაპები  და  რიგითობა) პროგრამასა  და  ქალაქგეგმარებით მაჩვენებლებს;

    ·      ტერიტორიის განვითარების სივრცით–გეგმარებითი კონცეფცია  (გრაფიკული ნაწილი);

    ·      თემატური სქემები, მათ შორის სატრანსპორტო, საინჟინრო, გამწვანება–რეკრეაცია და სხვა სქემები ავტორის შეხედულებისამებრ;

    ·      დამატებითი დოკუმენტაცია, კონკურსანტის შეხედულებისამებრ.



    ჩარჩო გეგმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას წარმოადგენს 59 322 (ორმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდაორი) ლარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დღგ–ს გარეშე.



    კონკურსთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის, მათ შორის საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისა და კონკურსანტების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიმართ დადგენილი მოთხოვნების ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეwww.procurement.gov.ge, საკონკურსო განცხადების ნომრით: CNT150000050.



    საკონკურსო წინადადება ატვირთული უნდა იქნას ელექტრონულად, ვებგვერდზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეwww.procurement.gov.ge.




    ჩამოტვირთეთ ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია.
    2015-09-28
  • პირველი ადგილი დაიკავა იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც ქართული, ისე გერმანული და ფრანგული კომპანიები და ორგანიზაციები, მათ შორის: ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „Albert Speer & Partners GmbH“, „Sàrl -Atelier Alfred Peter Paysagiste“, „Dr. Brenner Ingenieurgesellschaft mbH“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, CENN - Caucasus Environmental NGO Network. მათი კონსულტანტებია:Steinbeis Beratungszentren GmbH“, შპს „თბილისი ჯგუფი“ და „Fraunhofer“-ის ინსტიტუტი.

    მეორე ადგილი - შპს „არტსტუდიო პროექტის“, „Metrogramma Mobility in Chain“-ის, „Aecom“-ის ერთობლივმა ნამუშევარმა დაიკავა;

    ხოლო მესამე ადგილზე შპს „გეოგრაფიკის“, „KCAP“-ის, „Burohappold Engineering“-ის, „Studio 21“-ის ერთობლივმა პროექტი გავიდა.

    პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან თბილისის მერია ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 18 თვეში, კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება.

    გენგეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.

    აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 400 000 ამერიკულ დოლარს.

    კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება პირველ აგვისტოს დასრულდა. შემოსული 11 განაცხადიდან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის განხილვის შედეგად 3 გამარჯვებული გამოავლინა.

    წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით  I ადგილისათვის - 50 000 ლარს, II ადგილისათვის - 30 000 ლარს, ხოლო III ადგილისათვის - 20 000 ლარს შეადგენს.

    იხილეთ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი

    იხილეთ მეორე ადგილზე გასული კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი

    იხილეთ მესამე ადგილზე გასული კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი

    2015-09-21
  • საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე კანდიდატები, 2015 წლის 26 და 27 აგვისტოს, გამართავენ საკონკურსო წინადადებების პრეზენტაციას. კანდიდატები საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგენიან შემდეგი თანმიმდევრობით:

    26 აგვისტო

    10:00 – კანდიდატი 8 (კომპანია „SCP Consultants Pte Ltd. Singapore“, გიორგი გიორგაძე და სხვები);

    12:00 – კანდიდატი 9 (შპს „reicher haase associierte“, შპს „ლზკ“, ზურაბ ბაქრაძე და სხვები);

    14:30 – კანდიდატი 7 (შპს „გეოგრაფიკი“, KCAP, Burohappold Engineering, Studia 21, გიორგი გოცირიძე, პავლე ძიძიგური და სხვები).

    27 აგვისტო

    10:00 – კანდიდატი 3 (შპს „არტსტუდიო პროექტი“, Metrogramma, Mobility in Chain, Aecom, გიორგი სულაბერიძე და სხვები);

    12:00 – კანდიდატი 6 (შპს „ანი - არქიტექტორები“, პავლე ძინძიბაძე, ზაქარია ქურდიანი და სხვები);

    14:30 – კანდიდატი 11 (შპს „თბილისი ჯგუფი", ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, Albert Speer & Partner GmbH (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილი, მამუკა სალუქვაძე და სხვები).

    პრეზენტაციების ჩატარების ფორმა განისაზღვრა შემდეგი სახით:

    • პრეზენტაცია ტარდება მხოლოდ ერთი კანდიდატისა და საკონკურსო კომისიის მონაწილეობით;

    • კანდიდატს ეძლევა 30 წუთი პრეზენტაციისათვის და 1 საათი კითხვა – პასუხის რეჟიმისათვის;

    • პრეზენტაციის ენა: ქართული/ინგლისური;

    • თითო კანდიდატს შეუძლია თავისი გუნდის არაუმეტეს თხუთმეტი წევრის მოწვევა, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 25 აგვისტოსა.

    პრეზენტაციები გაიმართება სასტუმრო Courtyard Tbilisi–ში, მის.: 4 თავისუფლების მოედანი, თბილისი 0105

    2015-08-24
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის  შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე


    „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის,  საფუძველზე, ვბრძანებ:


    1. გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი №1 დანართით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე;
    2. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები №2 დანართის შესაბამისად;
    3. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
    4. შეთანხმებულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამა, ეტაპები, პირობები, შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი №3 დანართის შესაბამისად;
    5. შეთანხმებულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის შეფასების ფორმები (დანართი №4: დანართი №4.1; დანართი №4.2);
    6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 

    2015-08-14
  • ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნა  პროექტი, რომელიც დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22/05/15 N 12–52, 9/06/15 N 13–58, 23/06/15 N 15–63, 17/07/15 N 18–70 დადგენილებებით. აღნიშნული პროექტის მიზანია გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების რუკაში ისეთი საქალაქო გამწვანებული ტერიტორიების შესაბამის ფუნქციურ ზონებად გამოყოფა და მათი დაცვა სამშენებლო განვითარებისგან, რომლებზეც ამ დრომდე არ ვრცელდებოდა რეკრეაციული ზონის სტატუსი.

    გამწვანებული ტერიტორიები  შეიძლება მოქცეული იყოს შემდეგ ფუნქციური ზონებში: 
    სარეკრეაციო ზონა 1 – ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა). აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა გარდა:
     ა) განათების;
     ბ) სარწყავი სისტემის;
     გ) სარეკლამო ბილბორდის;
    დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის;
    სარეკრეაციო ზონა 2 - ზონა, რომელიც წარმოადგენს  ზონას მდებარეს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული მშენებლობის სახეობები, მაგალითად :ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო, სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღიადა გადახურული კინოთეატრი),სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები და ა.შ.

    დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მიმართ სამშენებლო ბაზრის ზეწოლის პირობებში, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკებს შეიცავს და საფრთხეს უქმნის დედაქალაქის ურბანული გარემოს სიჯანსაღესა და მდგრად განვითარებას, დღის წესრიგში დგას გამწვანებული ტერიტორიების მკაცრი დაცვის საკითხი განაშენიანებისგან და სხვა მსგავსი სამშენებლო ინტერვენციისგან.

    აღნიშნული, უპირველს ყოვლისა, ეხება მცირე საქალაქო გამწვანებულ ტერიტორიებს, რომლებიც მოქმედი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით არ არის გამოყოფილი უფლებრივი ზონირების რუკაში შესაბამისი ზონირებით, რაც მათ დაცვას უზრუნველყოფდა.

       როგორც ზემოთ აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფმა შეისწავლა  დედაქალაქის ტერიტორია, სამსახურში დაცული საყრდენი ინფორმაციის საფუძველზე და ცალკეულ უბნებში და კვარტლებში გამოავლინა გამწვანებული ტერიტორიების ის ნაწილი, რომელთა დაცვაც წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას და ამასთან, შესაძლებელია გამოყოფილ იქნას ცალკე ერთგვაროვან ზონად გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების რუკაში.
    ფუნქციური ზონების გამოყოფა მოხდა შემდეგი პრინციპების დაცვით:
    დომინირებული გამწვანებული ტერიტორიების ასახვა, მიმდებარე არსებული განაშენიანების გეგმარებითი და მოცულობითი პარამეტრების გათვალისწინებით (რამდენად მნიშნველოვანია სარეკრეაციო სივრცე მიმდებარე განაშენიანებისთვის);
    ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობა;
    კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცულობა (მხოლოდ სახელმწიფო და საქალაქო ტერიტორიების გამოყენება).

    ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, სარეკრეაციო ზონა გავრცელდა 1 981 853 კვ.მ დედაქალაქის ტერიტორიაზე, საიდანაც რზ 1–ს წარმოადგენს 919790 კვ.მ., ხოლო რზ 2–ს – 1 062 063 კვ.მ.
    2015-08-11
  • 2015 წლის 01 აგვისტოს, 15:00 საათზე შეწყდა საკონკურსო წინადადებების მიღება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, კონკურსანტებს დავალებული ქონდათ საკვალიფიკაციო მონაცემების, საორგანიზაციო დოკუმენტების, პირობების და წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) წარმოდგენა. სულ შემოსულია 11 საკონკურსო წინადადება.

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნონ შემოსულ საკონკურსო წინადადებებს და 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები მითითებულ ელექტრონულ მისამართზე info@tas.ge

    მითითებულ ელექტრონულ მისამართს (info@tas.ge) შეექმნა ტექნიკური ხარვეზი ამის გამო მოსაზრებების მოწოდების ვადამ გადაიწია 2015 წლის 25 აგვისტომდე. ხოლო მათ ვინც უკვე გამოაგზავნეთ თქვენი შეხედულება საკონკურსო განაცხადების მიმართ გთხოვთ ხელახლა მოგვაწოდოთ ინფორმაცია.


    იხილეთ საკონკურსოდ წარმოდგენილი შემოთავაზებები.

    კონკურსანტების პასუხები დამაზუსტებელ კითხვებზე.
    2015-08-05
  • ​   2015 წლის 01 აგვისტოს, 15:00 საათზე შეწყდა საკონკურსო წინადადებების მიღება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, კონკურსანტებს დავალებული ქონდათ საკვალიფიკაციო მონაცემების, საორგანიზაციო დოკუმენტების, პირობების და წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) წარმოდგენა. სულ შემოსულია 11 საკონკურსო წინადადება. წარმოდგენილი მასალების ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა მისი გაცნობის შესაძლებლობა.
       საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოსავლენად, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, იმუშავებს საკონკურსო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი და მის შემადგენლობაში შედიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
       საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები (50 ათასი, 30 ათასი და 20 ათასი ლარის ოდენობით). პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების შესრულებაზე, რომლის მაქსიმალური ვადა არ აღემატება 18 თვეს.
    2015-08-03
  •    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხად კონკურს . თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის’’ დამუშავებაზე.

       პროექტის მიზანს წარმოადგენდა . თბილისის ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში, განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრელი იქნება გეგმარებით მიმართულებებ და პრიორიტეტები.

       კონკურსის ამოცანას წარმოადგენდა საპროექტო ტერიტორიისათვის საუკეთესო ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტის შემუშავება.

       კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

       გამარჯვებულ ღია კონკურის წესით გამოავლ საკონკურსო კომისიამ და გამარჯვებულიჩარჩო გეგმისატორს გადაეცა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარ.

       გამარჯვებული ‘’ჩარჩო გეგმა’’ დაკორექტირდა არქიტექტურის სამსახურის მიერ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ბმულში. 

    2015-08-03
  • ექსკლუზიური მომსახურება და ერთიანი ფანჯრის პრინციპი 

    არქიტექტურის სამსახურს ემატება ორი ახალი მომსახურება სახელწოდებით. ‘’ექსკლუზიური მომსახურება’’ და ‘’ერთი ფანჯრის პრინციპი’’, პირველი გულისხმობს კონსულტაციას სპეციალისტთან. განმცხადებლის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაინტერესებულ პირს სპეციალისტი აწვდის რეკომენდაციას დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის თაობაზე. დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის  საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შევსებას ტექნიკური ან/და სამართლებრივი კუთხით. 

     ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, სპეციალისტი გაეცნობა დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და 2 დღის განმავლობაში აცნობებს მას გადაწყვეტილებას ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იხდის ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის ამ წესით დაწესებულ საფასურს და სპეციალისტთან შეხვედრის მიზნით ირჩევს ვიზიტის სასურველ დღეს და დროს. ვიზიტი შესაძლებელია დანიშნულ იქნას ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასურის გადახდიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ.    

     სამსახური უარს აცხადებს ექსკლუზიური მომსახურების გაწევაზე თუ საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია აღნიშნული მომსახურების გაწევა. 
     ექსკლუზიური მომსახურების ფარგლებში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ისარგებლოს არა უმეტეს 3 ვიზიტით, ამ წესით დადგენილი ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდიდან 1 წლის განმავლობაში. თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს. 

     დაინტერესებული პირის მიერ, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადი დარეგისტრირდება, რომლის შემდგომ იწყება ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი აქტის გამოცემის მიზნით.

     იმ შემთხვევაში, თუ სამი ვიზიტის ფარგლებში დაინტერესებული პირი არ წარმოადგენს აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, ექსკლუზიური მომსახურება შეწყდება.
     ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს 3000  ლარს.
     ექსკლუზიური მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის ქმედებას ამ წესითა და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მიუხედავად III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებისა.“ 
     ექსკლუზიური მომსახურება მიზნად ისახავს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57–ე დადგენილებით განსაზღვრულ III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტრული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის ხელშეწყობას და გულისხმობს კონსულტაციის მიღების შესაძლებლობას შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლენილ ხარვეზებთან და მათი აღმოფხვრის გზებთან დაკავშირებით, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, წარმოდგენილი ინფომაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებლისთვის დახმარების გაწევას არსებული ხარვეზების გასწორების მიზნით. 

     მეორე ეს არის ‘’ერთი ფანჯრის პრინციპი’’ რომელიც, არქიტექტურის სამსახურში შემოსულ განაცხადებზე საქმისწარმოების პროცესის გამარტივების მიზნით  არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით და მერიის სხვა საქალაქო სამსახურების ჩართულობით შემუშავდა, იმისათვის რომ შიდა კომუნიკაცია კიდევ უფრო გამარტივდეს. 

     არქიტექტურის სამსახურში გაკეთებულ განაცხადებზე საქმისწარმოების პროცესში ხშირად საჭიროა მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდება. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის გაცვლა დაეხმარება მოქალაქეს, დაუზოგავს დროს და ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს  საბოლოო გადაწყვეტილებას არქიტექტურის სამსახურს სჭირდება ინფორმაცია მერიის შემდეგი სტრუქტურული ერთეულებიდან:

    1. ქონების მართვის სააგენტო

    2. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური

    3. ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

    4. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური

    5. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური

    6. კულტურის საქალაქო სამსახური

     სამსახურმა როგორც უკვე აღინიშნა შეიმუშავა  ელექტრონული საქმისწარმოების ფორმა, რომლის საშუალებითაც  მოხდება  სხვადასხვა საქალაქო სამსახურებთან განაცხადის გადაგზავნა და მათზე სწრაფი რეაგირება. ზემოაღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის საქმისწარმოების პროცესის დაჩქარებას და  სამსახურის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, მოქალაქეების მხრიდან ზოგადად მერიის და უშუალოდ არქიტექტურის სამსახურის მიმართ ლოიალურობის გაზრდას. 

     ამგვარი შიდა სისტემური ერთიანობის უზრუნველყოფა ყოველთვის გამართლებულია და საქმის ეფექტურ წარმართვას მხოლოდ ხელს უწყობს. ამ ინიციატივით იგებს როგორც სახელმწიფო უწყება ისე კმაყოფილია მოქალაქე.
    2015-07-27
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ

    თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში, დიდუბე ჩუღურეთის რაიონში, ზაარბრუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმაზე“.

    •  “ჩარჩო გეგმა” უნდა განსაზღვრავდეს:

    1. ტერიტორიის სივრცით გეგმარებითი სტრუქტურას არსებულ ქუჩათა სქესლთან

    მიმართებაში;

    1. შენობა ნაგებობების სართულიანობას და შესაძლებლობის ფარგლებში მათ ფუნქციებს;

    2. მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებით პარამეტრებს კ1, კ2, კ3;

    3. არსებული ქუჩათა ქსელის მოწესრიგების მიზნით შენობა ნაგებობების მოშენების რეგულირების წითელ და ლურჯ ხაზებს;

    4. ისტორიული ძეგლების შენარჩუნებას;

    5. საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების მოწესრიგება და/ან შეცვლას (თითოეული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფასტრუქტურით);

    კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

     გამარჯვებული „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ფასი შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.

     საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.procurement.gov.ge) გამოქვეყნებიდან და გრძელდება 45 დღის განმავლობაში.

     საკონკურსო წინადადება ატვირთული უნდა იქნას ელექტრონულად ვებ–გვერდზე (www.procurement.gov.ge)

     „ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე ვებ-გვერდიდან.“

    კონკურსის განაცხადის ნომერია

    CNT150000006

    2015-07-20
  • . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე



    საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის 412 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის 20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირისქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტის, საფუძველზე, ვბრძანებ:



    1. გამოცხადდეს . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი 1 დანართით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე;

    2. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 2 დანართის შესაბამისად;

    3. დაევალოს . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

    4. შეთანხმებულ იქნას . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამა, ეტაპები, პირობები, შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი 3 დანართის შესაბამისად;

    5.შეთანხმებულ იქნას . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის შეფასების ფორმები (დანართი №4: დანართი №4.1; დანართი №4.2);

    5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, 6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.



    სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ნინო ღოღობერიძე

    2015-07-13
  • იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამსახურის ვებ–გვერდზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, შეფერხებული იქნა . თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის კონკურსთან დაკავშირებით, საკონკურსო წინადადებების ატვირთვა, სამსახურის გადაწყვეტილებით, საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2015 წლის 13 ივლისის 15:00 საათამდე, თბილისის დროით. 


    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს „ჩარჩო გეგმაზე“ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში,  გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიისათვის.
     
    კონკურსის მიზანს წარმოადგენს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ განსაზღვრული ქალაქგანვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების შენარჩუნებით, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალების მონიშვნა და მათი პრინციპული გეგმარებითი გადაწყვეტების მომზადება.
     
    კონკურსის ამოცანაა საპროექტო ტერიტორიებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის გეგმარებითი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
     
    კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.
     
    გამარჯვებული „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ფასი შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.
     
    საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.procurement.gov.ge) გამოქვეყნებიდან და გრძელდება 2 (ორი) თვის განმავლობაში.
     
    საკონკურსო წინადადება ატვირთული უნდა იქნას ელექტრონულად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე (www.tas.ge).
     
    „ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე ვებ-გვერდიდან.“

    . თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმისკონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია .

    საკონკურსო კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა გამარჯვებულად ცნობილი იქნას ‘’თრიჰაუსის’’ საკონკურსო წინადადება. 


    2015-07-09
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ‘’ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური’’ მოქალაქეებს შემდგომში საქმიანობის გამარტივებისთვის სთავაზობს დოკუმენტს სახელწოდებით : ‘’მოქალაქეთა გზამკვლევი’’.

    გზამკვლევი მოიცავს ინფორმაციას, როგორც სანებართვო ასევე ქალაქგეგმარებითი კუთხით. თავად გზამკვლევის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია ხშირად დასმულმა კითხვებმა და რა თქმა უნდა, არქიტექტურის სამსახურის მხრიდან საზოგადოებისათვის უკეთესი სერვისის შეთავაზების სურვილმა.

    გზამკვლევი შედგება 2 ნაწილისაგან, ამ დროისათვის მოქალაქეებს ვთავაზობთ ქალაქგეგმარებით ნაწილს, სადაც თვალსაჩინოებისათვის განხილულია ყველაზე აქტუალური საკითხები. ვფიქრობთ რომ, დოკუმენტის კარგად გაცნობის შემთხვევაში იგი აუცილებლად გაუადვილებს განმცხადებელს საქმეს. 

    2015-07-07
  • თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს თბილისში, ბიძინა კვერნაძის ქ.N10-ში დემონტაჟის სამუშაოებისას მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. 

    აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „კონსტრაქშენ გრუპი“ შენობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებდა. ბიძინა კვერნაძის ქ. N10-ში შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა. 

    იმის გამო, რომ ჩასატარებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა IVკლასს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიას დაავალა, წარმოედგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან (მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან), „მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე,  მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც, ასევე, საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილება ითვალისწინებს.

    კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს შენობის ჩამონგრევის მიზეზს და დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

    2015-07-06
  • ბოლო წლების მანძილზე კანდელაკის, ბუდაპეშტის , ისაკაძის, ოდიშელიძის გაგარინისა და მგალობლიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორიაზე შეინიშნება განსაკუთრებით დიდი სამშენებლო აქტივობა. 

    კონკრეტული ტერიტორია მიწის ნაკვეთების წყობით და ქუჩათა ქსელით წარმოადგენს ერთ-ერთ მოწესრიგებულ ურბანულ ერთეულს, სადაც უმეტესად დომინირებს ინდივიდუალური განაშენიანება. 

    მოთხოვნებიდან გამომიდნარე - გაჩნდა გარკვეულ ადგილებში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აშენების სურვილი. იმისთვის რომ არ მივიღოთ არაგეგმიური - ქაოსური სამშენებლო განვითარება, არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა რომელიც დაადგენდა ტერიტორიის სამშენებლო განვითარებისთვის ქალაქთმშენებლობის პარამეტრებსა და შენობა ნაგებობათა სიმაღლეებს ქუჩების შესაბამისად. 

    თანდართულ/მიმაგრებულ  ფაილში გთავაზობთ შესაბამის კვლევას.
    2015-07-06
  • საკონკურსო კომისიის მიერთბილისის რეხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისათვის, გამოვლენილი იქნა გამარჯვებული „ჩარჩო გეგმა“. 

    საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად დასახელდა გიორგი ქაჩლიშვილის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება.


    ბმულში იხილეთ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი
    2015-07-03
  • თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისმა კომისიამ ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივები განიხილა. 

    თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს ვერეს ხეობის უსაფრთხოებისა და თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზის შესაძლო აღდგენის შესახებ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ექსპერტები საკითხზე დეტალურ წინადადებებს წერილობით წარმოადგენენ.

    გარდა ამისა, შეხვედრაზე თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე არსებული გზის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ გზის ჩაკეტვის შემთხვევაში სექტემბერში ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსს მიიღებს, თუმცა, რა ფორმით აღდგება აღნიშნულ მონაკვეთზე გზა, ამას კომისია უახლოეს პოერიოდში გადაწყვეტს. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, თბილისის მერის თქმით, ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაიწყო.

    „ჩვენ უკვე დავიწყეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, ასევე გაწმენდილია ჩახერგილი გვირაბების ნაწილი და პროცესი ამ დრომდე მინდინარეობს. გარდა ამისა, დავიწყეთ საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელიც უსაფრთხოს გახდის წყნეთის ქუჩა N13-სა და მის მიმდებარე ტერიტორიას. ინტენსიური წვიმების შემთხვევაში, ვიდრე არ გვექნება მდინარე ვერეს ხეობაში გზის გრძელვადიანი უსაფრთხო პროექტი, მანამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ჩაიკეტება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ექსპერტებმა დაამატეს რომ აიცულებელია დამბის მოწყობა, მდინარის ხეობის სრული განთავისუფლება, ცხაურების მოწყობა ასევე გმირთა მოედნის ქვეშგამტარი გვირაბის გაზრდა, სასაფლაოებთან დამცავი კედლის მოწყობა და საზოგადოებრივი ტრასნპორტის მაქსიმალური გაზრდა. 

    თქვენი მოსაზრებები და ესკიზური ნამუშევრები თუ როგორ წარმოგიდგენიათ ვერეს ხეობის რეაბილიტაციის პროექტი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონბულ მისამართზე:  info@tas.ge ზე. 

    ასევე მიმაგრებულ ფაილში იხილეთ საჭირო დოკუმენტაცია.
    2015-06-22
  • ქ. თბილისში,  ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე  ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის“ შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლენილია

    საკონკურსო კომისიის მიერ, ქ. თბილისის ვარკეთილის მეურნების მიმდებარე ტერიტორიისთვიის გამოვლენილი იქნა გამარჯვებული „ჩარჩო გეგმა“.
     
    საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად დასახელდა მარიამ ეფრემიძის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება.

    ბმულში იხილეთ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი და ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ. 


    ქვემოთ ბმულში იხილეთ გამარჯვებული პროექტი
    2015-05-29
  • 2015 წლის 20 მაისს, . თბილისის მუნიციპალიტეტში, მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შერჩევის თაობაზე საკონკურსო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამარჯვებულად დაასახელა შ.პ.ს დე მარკი, საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი გარკვეული შენიშვნების გათვალისწინების პირობით.

    გამარჯვებული პროექტის, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების და რეკომედაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად მიყევით ბმულს.

    2015-05-22
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიაცხადებს კონკურსს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე. 
    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულპირს, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთაგაერთიანებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებითგანსაზღვრულ მოთხოვნებს. 

    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისისმუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, კანცელარიის მეშვეობით (მისამართი:საქართველო, თბილისი 0160, შარტავას 7), არაუგვიანეს 2015 წლის 1 აგვისტო, 15:00 საათითბილისის დროით, უნდა წარმოადგინოს საკონკურსო წინადადება შემდეგი შემადგენლობით:

    ა) საკვალიფიკაციო მონაცემები;

    ბ) საორგანიზაციო დოკუმენტები და პირობები;

    გ) წინასაპროექტო მოსაზრება (ხედვა);

    დ) საკონკურსო წინადადების წარმოდგენის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

    თბილისის ურბანული განვითარება უნდა დაეფუძნოს, ერთი მხრივ, საყოველთაოდ აღიარებულპრინციპებს  („მდგრადი განვითარება“, „კომპაქტური ქალაქი, ჯანმრთელი ქალაქი, მწვანე ქალაქი“)და მეორე მხრივ, საკუთარ ღირებულებებსა და ტრადიციებს. ამ მხრივ ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს მის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ უნიკალურობაზე. 

    საკონკურსო კომისიის მუშაობის პროცესში კონკურსანტებს მიეცემათ პრეზენტაციის ჩატარებისსაშუალება. ამასთან, კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი მასალები, საჯარო გაცნობის მიზნით,ატვირთული იქნება სამსახურის ვებგვერდზე (www.tas.ge). 

    საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების შეფასებისშედეგად გამოავლინოს 3 (სამი) გამარჯვებული. 

    წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება საქართველოს კანონმდებლობითგათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს: I ადგილისათვის 50 000 ლარი, IIადგილისათვის 30 000 ლარი, III ადგილისათვის 20 000 ლარი. 

    გამარჯვებულ კონკურსანტთან, რომელსაც მიენიჭება I ადგილი, იწარმოებს სახელმწიფო შესყიდვისშესახებ ხელშეკრულების გაფორმება, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისდამუშავების მიზნით. 

    დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების ფასი, შესრულების ვადა დახელშეკრულების სხვა პირობები განისაზღვრება კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსოწინადადების შესაბამისად. 

    გისურვებთ წარმატებებს!



     

    Tbilisi Municipality City Hall LELP – Legal Entity of Public Law Architecture Service of Tbilisi Municipality announces competition for State procurement of design service comprising the revision of general plan for land use of the Capital. 

    The competition may be participated by any interested natural and legal person who is a citizen of Georgia or of any other state, and by any organisation, association of legal persons or international organisation who satisfies requirements provided for under this competitive bid. 

    Competitive bids shall be submitted to Architecture Service of Tbilisi Municipality, through Chancellery (Address: N7 Shartava str., 0160, Tbilisi, Georgia), not later than 1 of August2015, 15:00 Tbilisi time. Competitive bids shall include the following organisational documents:

    a)     Proposals for drafting a planning assignment of works related to the renewal and perfection of general plan for land use. These works shall be assigned by LELP Architecture Service of Tbilisi Municipality.

    b)     Conditions for performing works including work stages and timescales (by a time schedule).

    c)     The estimate of design service (total and by types of works) inclusive of payments including VAT provided for under the legislation of Georgia.

    d)     Document proving the payment for the submission of competitive bid. 

    The urban development of Tbilisi City shall rely on universally recognised principles ('sustainable development', 'compact, healthy and green city') on the one hand, and on its own values and traditions on the other hand. In this regard, the uniqueness of natural, historical and cultural development of the city shall be considered in its territorial spatial development.
    In the working process of the competition commission, bidders shall be given opportunity to give presentations. For the purposes of public availability, materials presented by bidders shall be published in the website of the Service (www.tas.ge). 

    The competition commission is authorised to identify 3 (three) preferred bidders on the basis of the evaluation of submitted competitive bids. 

    The cost of procurement of pre-design opinions (visions) along with taxes provided for under the legislation of Georgia equals to: I place 50 000 GEL, II place 30 000 GEL, III place 20 000 GEL. 

    A purchasing organization shall sign a State Procurement Agreement with a preferred bidder awarded I place in order he/she provides a design service that is the revision of general plan for land use. 

    The cost (the cost of agreement) of  design service comprising the revision of general plan for land use, timescales and other conditions of agreement shall be defined in accordance with the competitive bid submitted by a bidder. 

    Best regards!





    მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით სამსახურისათვის დასმული კითხვები და სამსახურის პასუხები:

     1. საკონკურსო დოკმენტაციის IV თავის „კონკურსის საორგანიზაციო პირობები“ მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, სხვა მონაცემებთან ერთად შეფასდება კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები. გთხოვთ, დააკონრეტოთ თუ რა დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენაა საჭირო. უცხოურ კომპანიასთან გაერთიანების შემთხვევაში, უცხოურ კომპანიასაც მოეთხოვება თუ არა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა? თუ მოეთხოვება, დოკუმენტები ორიგინალის სახით უნდა იქნას წარმოდგენილი თუ ქსეროასლები საკმარისია? ყველა ამ ტიპის დოკუმენტები ქართულად უნდა ითარგმნოს? თუ კი, თარგმანის დამოწმება ნოტარიალური წესით საჭიროა თუ არა? 

    – მსგავსი სახის დოკუმენტების წინასწარ განსაზღვრა არ განხორციელდა, რათა არ მომხდარიყო კონკურსანტების შეზღუდვა. შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებთ საკონკურსო პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამასთან, კონკურსში ერთობლივად მონაწილე ორგანიზაციების პოტენციალი შეფასდება კომპლექსურად, შესაბამისად, უცხოურ კომპანიასთან გაერთიანების შემთხვევაში, არ მოხდება ქართული და უცხოური კომპანიის შესაძლებლობების ცალ–ცალკე გამიჯვნა. გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტები არ უნდა იძლეოდეს მის სინამდვილეში ეჭვის შეტანის საფუძველს, შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის სახით, ან დამოწმებული სათანადო წესით. კონკურსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი შესრულებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.


    2. საკონკურსო დოკუმენტაციიდან არ ჩანს კომპანიების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტის ან სხვა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების წარმოდგენის აუცილებლობა. თუ აუცილებელია, გთხოვთ, მოგვაწოდოთ საჭირო დოკუმენტების ნუსხა, ასევე ინფორმაცია თუ როდის უნდა იყოს გაცემული დოკუმენტები და რა ვადით. უცხოურ კომპანიასთან გაერთიანების შემთხვევაში, უცხოურ კომპანიასაც მოეთხოვება თუ არა მსგავსი დოკუმენტების წარმოდგენა? თუ მოეთხოვება, დოკუმენტები ორიგინალის სახით უნდა იქნას წარმოდგენილი თუ ქსეროასლები საკმარისია? ყველა ამ ტიპის დოკუმენტები ქართულად უნდა ითარგმნოს? თუ კი, თარგმანის დამოწმება ნოტარიალური წესით საჭიროა თუ არა?

    – როგორც ქართულიასევე უცხოური კომპანიების შემთხვევაში, საკმარისია საკონკურსო პირობების III თავის მე–6 პუნქტის 3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა. კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას დამატებით.


    3. საჭიროა თუ არა მსგავს პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა თუ პროექტის აღწერილობითი ინფორმაცია მისაღებია?
     

    – საკონკურსო პირობების III თავის მე–3 პუნქტის მე–2 ქვეპუნქტით, პროფესიულ გამოცდილებაში, ასევე IV თავის მე–3 პუნქტით, კონკურსში მონაწილის პოტენციალში, ასევე გათვალისწინებულია ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება. შესაბამისად, კონკურსანტის ინტერესებში შედის დაადასტუროს მისი კვალიფიკაცია და პოტენციალი. ნებისმიერი ინფორმაცია, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაციით და უნდა წარედგინოს საკონკურსო კომისიას.


    4. საკონკურსო დოკუმენტაციის III თავის „საკონკურსო პირობები“ მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით მოთხოვნილია უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციის ან სპეციალისტის მონაწილეობის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაციისა და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ინგლისურ და ქართულ ენებზე). გთხოვთ, განგვიმარტოთ თუ რა იგულისხმება კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებში და კვალიფიკაციისა და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების თარგმანი ნოტარიალური წესით უნდა იყოს დამოწმებული თუ არა?
     

    – წინასწარ განსაზღვრული არ არის. იგულისხმება ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს კონკურსებში მონაწილეობის მიღების ფაქტს. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ უნდა იწვევდეს მის სინამდვილეში ეჭვის შეტანის საფუძველს ანუ საჭიროების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით, რაც უზრუნველყოფს მის უტყუარობას. ასევე გაითვალისწინეთ საკონკურსო პირობების III თავის მე–3 პუნქტის მე–2 ქვეპუნქტში მითითებული, პროექტების ჩამონათვალისა და ძირითადი ნახაზების (ფოტოების) ჩვენების მოთხოვნა. 

    5. საკონკურსო დოკუმენტაციის III თავის „საკონკურსო პირობები“ მე-6 პუნქტის თანახმად ყველა ფურცელი უნდა იყოს დადასტურებული ხელმძღვანელის, პროექტის ავტორ(ებ)ის/შემსრულებლ(ებ)ის ხელმოწერებით. ეს ჩანაწერი ეხება მხოლოდ სათაურს, სატიტულო ფურცელს, ალბომის შემადგენლობას, შესაბამის ტექსტურ ნაწილებს, გრაფიკულ ნაწილებს თუ გულისხმობს, რომ მთლიანად საკონკურსო წინადადების ყველა ფურცელი (საკვალიფიკაციო მონაცემები, საორგანიზაციო დოკუმენტები თანდართული რუკებისა და სქემების ჩათვლით, ა.შ) დადასტურებული უნდა იქნას ხელმოწერებით?

    – შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული უნდა იყოს საკონკურსო პირობების III თავის მე–6 პუნქტის მე–2 ქვეპუნქტში მოცემული დოკუმენტაცია.


    6. უცხოელი სპეციალისტების შემთხვევაში, საჭიროა თუ არა მათი დიპლომების, სერთიფიკატების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების თარგმნა? თუ კი, თარგმანი უნდა იყოს თუ არა დამოწმებული ნოტარიალური წესით?
     

    – საკონკურსო პირობების IV თავის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ და ქართულ ენებზე. ოფიციალური დოკუმენტაცია ნათარგმნი და დამოწმებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.


    7. კონკურსში მონაწილეობის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს თუ არა ინგლისურ ენაზე და ჩაიდოს ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ წინადადებაში? თუ კი, თარგმანის დამოწმება ნოტარიალური წესით საჭიროა თუ არა?
     

    – საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არის საბანკო ქვითარი. მისი თარგმნა საჭირო არ არის.


    8. საკონკურსო წინადადებები ქართულ და ინგლისურ ენებზე ერთ კონვერტში უნდა იყოს მოთავსებული სამ-სამ ეგზემპლიარად ამობეჭდილი ორიგინალისა და დისკზე ჩაწერილი სახით თუ ცალ-ცალკე კონვერტებში?
     

    – არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და შეზღუდვაც არ არის დადგენილი. თუმცა უმჯობესი იქნება საკონკურსო წინადადების სრული პაკეტის ერთი კონვერტით წარმოდგენა, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი დანაწევრება, გაბნევა და არ წარმოიქმნას დამატებითი გაუგებრობები.

    9. საკონკურსო დოკუმენტაციის III თავის „საკონკურსო პირობები“ მე-6 პუნქტის 3.5 ქვეპუნქტის თანახმად, საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს კონკურსანტის ყველა არსებით (სავალდებულო) მოთხოვნას ხელშეკრულებისა და საპროექტო მომსახურების განხორციელების მიმართ. აქ იგულისხმება კონკურსანტისთვის მისაღები პირობების წარდგენა, რაც შემდომში ხელშეკრულებაში აისახება?
     

    – იგულისხმება ყველა იმ პირობის წარმოდგენა, რომელიც კონკურსანტის სავალდებულო მოთხოვნაა და მისი მოთხოვნით, გათვალისწინებული უნდა იქნას ხელშეკრულებაში. კონკურსანტის სავალდებულო მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება გამარჯვებულების შერჩევის პროცესში. მომავალში პირობები ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება თუ მხარეები მომავალში სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ  მომავალში შემსყიდველს არ დაეკისრება ვალდებულება ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ისეთი პირობები, რომელიც კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა საკონკურსო წინადადებით.


    10. ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება დამოწმებული უნდა იყოს თუ არა ნოტარიალური წესით?
     

    – საკონკურსო პირობების III თავის მე–6 პუნქტის თანახმად, საკონკურსო წინადადება შედგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოფიციალური დოკუმენტაცია ნათარგმნი და დამოწმებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ხოლო საკონკურსო წინადადების კონკურსანტის მიერ შესრულებული ნაწილების დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა საჭირო არ არის.


    11. საკონკურსო დოკუმენტაციის IV თავის „კონკურსის საორგანიზაციო პირობები“ 1 პუნქტის, 1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეზენტაციის ჩატარება მოხდება საკონკურსო წინადადების წარდგენის დღეს, 2015 წლის 1 აგვისტოს თუ ცალკე მოხდება პრეზენტაციების ჩატარების თარიღის განსაზღვრა?
     

    – საკონკურსო პირობების IV თავის 1.1. პუნქტის თანახმად, კონკურსანტებს პრეზენტაციის ჩატარების საშუალება მიეცემათ საკონკურსო კომისიის მუშაობის პროცესში. ამავე თავის მე–2 პუნქტის თანახმად კი, კომისია საკონკურსო წინადადებების განხილვასა და გამარჯვებულების გამოვლენას ახორციელებს საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. შესაბამისად, პრეზენტაციის ჩატარება მოხდება საკონკურსო წინადადებების განხილვის მიმდინარეობისას. კონკრეტული თარიღის განსაზღვრა მოხდება კომისიის მიერ, რაც დამატებით ეცნობება ყველა კონკურსანტს.


    12. როგორც ვიცით დოკუმენტაცია უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. რომელ დოკუმენტაციაზეა საუბარი -CV და კონკურსანტის მონაცემების მასალები?

     

    საკონკურსო პირობების III თავის „6.1“ პუნქტის თანახმად, საკონკურსო წინადადება შედგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად, საკონკურსო წინადადების სრული შემადგენლობა წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. რაც შეეხება თარგმანის დამოწმებას, ნათარგმნი და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული სახით წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაცია.



    საჭირო ინფორმაცია

    1. კონკურსში მონაწილე პირმა, სავალდებულოა წარმოადგინოს საკონკურსო წინადადების წარმოდგენის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

    ა. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) უნიკალური ნომერი და გადახდის თარიღი; 

    ბ. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებაა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, საიდენტიფიკაციო კოდი: 205270053);

    გ. კონკურსანტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

    დ. საკონკურსო განცხადების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნების შედეგად, განცხადებისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსის უნიკალური ნომერია: 1673).

    საფასურის გადახდა ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე. ანგარიშის ნომერი მითითებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე – www.procurement.gov.ge

     

    2. საკონკურსო პირობების III თავის თანახმად, საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს ხელმძღვანელის, პროექტის ავტორ(ებ)ის / შემსრულებლ(ებ)ის, მიმართულებების სპეციალისტების ხელმოწერას.

    სავალდებულო არ არის პროექტში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერა. ხელმძღვანელის ან პროექტის ავტორ(ებ)ის (შემსრულებლ(ებ)ის) ან მიმართულებების სპეციალისტების ხელმოწერით აღნიშნული პირობა ჩაითვლება შესრულებულად.

     

    3. საკონკურსო პირობების IX თავში მითითებულია განსაკუთრებული პირობა: შესრულებული საპროექტო მომსახურების, როგორც წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის), ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორ(ებ)ი იღებენ უპირობო ვალდებულებას, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, . თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცენ საავტორო უფლებები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული მოცულობით.

    აღნიშნული პირობა ეხებათ მხოლოდ იმ კონკურსანტებს, ვისთანაც იწარმოებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება – I, II და III ადგილზე გასულ კონკურსანტებს.

    4. მე-3 თავის მე-3 მუხლის (საკვალიფიკაციო მონაცემები), მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ითხოვთ ინფორმაციას ყველა მონაწილის კვალიფიკაციის შესახებ. ეს შეიძლება იყოს CV თუ სხვა ფორმით არის საჭირო? კითხვა გამიჩნდა იმიტომ, რომ მე-6 მუხლის, მე-3 პუნქტის  3.5 ქვეპუნქტის თანახმად საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს მონაწილე პირების CV. აქვე დავაზუსტებ CV გჭირდებათ ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით თუ არა? ქართველი ჯგუფის წევრების CV ინგლისურ ენაზე დამოწმებული უნდა იყოს თუ არა? სავალდებულოა თუ არა ყველა მონაწილის დიპლომები, სერთიფიკატები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა და დამოწმებული უნდა იყოს თუ არა? განსაკუთრებით უცხოელების, იმათმა უნდა გამოგზავნონ დამოწმებული ასლი და ჩვენ მერე ეს ასლი უნდა ვთარგმნოთ ქართულად და დავამოწმოთ თარგმანი?

    წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტში მონაწილე ყველა პირის CV და ყველა მონაწილის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჯგუფის წევრების კვალიფიკაცია ფასდება მათი რეზიუმეების, დიპლომების, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი საბუთების, სერტიფიკატების და ა.შ. საფუძველზე. შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ სახის დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება მათი მსგავსი სახის პროექტებში მონაწილეობა, ავტორობა, თანაავტორობა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიის სივრცით მოწყობის სქემის ან ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების სხვა სტრატეგიების, ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების, გეგმებისა და ა.შ. შემუშავების გამოცდილება, სივრცით დაგეგმარების შესაბამისი პროექტების ჩამონათვალითა და ძირითადი ნახაზების (ფოტოები) ჩვენებით, არაუმეტეს 5 გვერდისა (A4) თითოეული პროექტისათვის. ყველა სახის დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. შესაბამისი წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა საჭიროა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაციის შემთხვევაში, მაგალითად დიპლომებისა და სერტიფიკატების შემთხვევაში, CV-ს დამოწმება კი საჭირო არ არის.

    5. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულო იქნება თუ არა გარანტიის წარმოდგენა? თუ კი გარანტიის თანხა რა იქნება?

    ავანსის გამოყენების შემთხვევაში, საჭირო იქნება წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის (ავანსის) შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარმოდგენა.

    6. უცხოელის კონკურში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება თუ არა განზრახვის წერილი (Letter of intent)? ან მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში მემორანდუმი უნდა იყოს თუ არა დამოწმებული?

    კონკურსანტის შემადგენლობაში უხორი რტნირი ორგზაციის ან ცხლი პეციისტბის ჯგუს არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს მათთან გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ უკანასკნელის შრომით (თანამშრომლობით) ურთიერთობას კონკურსანტთან. მემორანდუმი წარმოადგენს რა ოფიციალური სახის დოკუმენტს, საჭიროა მისი თარგმანი დამოწმებული უნდა იქნას სათანდო წესით.

    7. მე-III თავის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს საკონკურსო წინადადების წარმოდგენის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს ,,დ“ ქვეპუნქტი:  საკონკურსო განცხადების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების შედეგად განცხადებისთვის მინიჭებულ უნიკალურ ნომერს. თუ საკონკურსო განცხადების ჩაბარებისას უნდა წარმოვადგინო ქვითარი განაცხადისთვის მინიჭებული უნიკალური  ნომერი როგორ მიეთითება გადახდის ქვითარში?

    საკონკურსო წინადადების წარმოდგენის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში (ქვითარში) მიეთითება კონკურსის გამოცხადების თაობაზე საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნების შედეგად, განცხადებისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსის უნიკალური ნომერია: 1673).

    8. III თავის მე-6 მუხლის (საკონკურსო წინადადების წარმოდგენა)  3.6 პუნქტი: „მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას“. რა იგულისხმება და რა ფორმით გჭირდებათ ეს ინფორმაცია? იგივეა ალბათ IV  თავის მე-3 მუხლის 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული „ტექნიკური აღჭურვის დონისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით“. თუ შეიძლება უფრო ვრცლად რომ განგვიმარტოთ ეს პუნქტები?

    კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია კონკურსანტის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ, სხვა მონაცემებთან ერთად, საკონკურსო კომისიის მიერ, ასევე შეფასდება ორგანიზაციის პოტენციალი, კერძოდ, მენეჯმენტი, ტექნიკური აღჭურვის დონე, ფინანსური შესაძლებლობები და ა.შ. ამასთან, მსგავსი სახის დოკუმენტების წინასწარ, კონკრეტულად განსაზღვრა არ განხორციელდა, რათა არ მომხდარიყო კონკურსანტების შეზღუდვა. შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებთ საკონკურსო პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობას.




    2015-05-21
  • ა(ა)იპ „ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“ (მის: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა 29-29ა) აცხადებს კონკურსს ქ. თბილისის ტერიტორიაზე  განსათავსებელი 5 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის (ექსტერიერი, ინტერიერი, ეზოს კეთილმოწყობის დიზაინი) სამშენებლო, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (შემდგომში მისი განხორციელების მიზნით) შესყიდვაზე.

    ქალაქისთვის კონკურსის არქიტექტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური“ გიწვევთ არქიტექტორებს და  ყველა დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

    დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს http://contest.procurement.gov.ge/?act=1&cid=1&start=10
    2015-05-08
  • საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №168 დადგენილებით ცვლილება შევიდა "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგენილებაში (სსმ, 38, 27/03/2009) და ამოღებულ იქნა 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ–გვერდიდან (tas.ge) , კერძოდ პირველი კლასის მცირე არქიტექტურული ობიექტების ჯგუფიდან ამოღებული იქნა შესაბამისი განაცხადის ფორმა - ნომენკლატურა.
    2015-04-27
  • მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამტრედე/სამერცხლე წარმოადგენს ქანობიან სახურავზე (ზედაპირზე) მოწყობილ სარკმელს.

    ფოტომონტაჟზე და არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტოზე წარმოდგენილი მაგალითები არ წარმოადგენს სამტრედეს/სამერცხლეს.
    2015-03-27
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს „ჩარჩო გეგმაზე“ ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიისათვის.

    პროექტის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისის ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში, განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.

    კონკურსის ამოცანაა საპროექტო ტერიტორიისათვის საუკეთესო ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტის შემუშავება.

    კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
    გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.
    გამარჯვებული „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ფასი შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.

    საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე.
    საკონკურსო განაცხადი განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-ვერდზე www.procurement.gov.ge.
    „ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge.


    დამატებითი ინფორმაცია

    ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის“ შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე საკონკურსო წინადადებების მიღების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2015 წლის 11 მაისის ჩათვლით.


    2015-03-18
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური და შპს “აპოლო გ.ს.” აცხადებენ ერთობლივ საჯარო კონკურსს ქ. თბილისში, მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე. კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

    კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს
    ნებისმიერ არქიტექტორს, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. კონკურსი ღიაა, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის, ასევე მოქალაქეობის არქმონე პირებისათვის.

    კონკურსის მიზანია ქ. თბილისში, მირზა შაფის ქუჩის, კერძოდ, შპს „აპოლო გ.ს.“–ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 01.18.04.018.067) განვითარების ქალაქგეგმარებითი, სივრცითი და მოცულობითი საუკეთესო გადაწყვეტის გამოვლენა, მის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში.

    საპროექტო ტერიტორიას წარმოადგენს ქ. თბილისის მირზა შაფის ქუჩა, შპს „აპოლო გ.ს.“–ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.18.04.018.067), მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განაშენიანებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გათავლისწინებით.

    კონკურსთან დაკავშირებით გაიმართება შემოსული ესკიზური პროექტების საჯარო გამოფენა, რომლითაც საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს წარმოდგენილ ნამუშევრებს და გააკეთოს არჩევანი მისი შეხედულებისამებრ, საკონკურსო კომისიის მიერ მისი მხედველობაში მიღების მიზნით.

    გამარჯვებულებს ღია კონკურსის ფორმით, ანონიმურობის პრინციპის დაცვით,
    გამოავლენს საკონკურსო კომისია.

    საკონკურსო წინადადებების საჯაროდ გამოფენა და მათი საკონკურსო კომისიის სხდომებზე განხილვა იწარმოებს ანონიმურობის პრინციპის დაცვით. კონკურსში მონაწილე ესკიზური პროექტების ავტორების ვინაობა ცნობილი გახდება გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ.

    საკონკურსო
    კომისია უფლებამოსილია გამოავლ3 (სამი) საუკეთესო ესკიზური პროექტი. შერჩეულ პროექტებს I, II და III ადგილებს მიანიჭებს შპს „აპოლო გ.ს.”, თავისი შეხედულებისამებრ. გამარჯვებული ესკიზური პროექტების შემსრულებლებისათვის დაპირებული ჯილდო შეადგენს:

    • I ადგილი – 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი;
    • II ადგილი – 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი;
    • III ადგილი – 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარი;

    ესკიზური პროექტების მიღება წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

    გისურვებთ წარმატებებს!


    კონკურსთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ საკონკურსო კომისიის აპარატს შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით  – info@tas.ge



    საკონკურსო მასალები იხილეთ ბანერის ქვემოთ მიბმულ ფაილებში

    კითხვათქვენს საიტზე  ატვირთულ ტოპოზე, საპროექტო ტერიტორიის შიგნით ჩანს კიდევ    რამოდენიმე ცალკეული ნაკვეთი, შესაძლოა თუ არა , რომ ეს ნაკვეთები იქნას ათვისებული პროექტირებისას?

    პასუხი: ტოპოზე მოცემულია საპროექტო მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართი შეადგენს 9200კვ.. ამ ტერიტორიის  ფარგლებში ყველა მიწის ნაკვეთი საპროექტოა. საკადასტრო გეგმა შეგიძლიათ გადმოწეროთ www.naprweb.reestri.gov.ge  – დან, ხოლო საკადასტრო კოდი მითითებულია საკონკურსო პირობებში.


    კითხვასაპროექტო ტერიტორიის ჩრდილოეთით , ქალაქის მხარეს, განლაგებულია მირზა შაფის ქუჩა, რომელიც მიემართება ბოტანიკური ბაღისაკენ. ამ გზასთან დაკავშირებით გვაინტერესებს შემდეგი: არის თუ არა ეს გზა მხოლოდ საპროექტო ტერიტორიისათვის განკუთვნილი? შესაძლოა თუ არა, რომ ქუჩა გადავაქციოთ ჩიხად? შესაძლოა თუ არა, რომ ქუჩა ავითვისოთ საპროექტო ტერიტორიის მსგავსად, ანუ მოხდეს მისი განაშენიანება, ხოლო გზას მოვუძებნოთ ალტერნატიული მდებარეობა (ქუჩა მდებარეობს ყველაზე კარგი ხედების მიმართულებით და დასანანია მისი არ გამოყენება)?  

    პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ იქნება წარმოდგენილი ალტერნატიული გზა და არ იქნება წყვეტა გრიშაშვილის ქუჩასა და ბოტანიკურ ბაღს შორის, შესაძლებელი იქნება ასეთი სახის ესკიზური პროექტის განხილვა.


    კითხვატერიტორია მისი რთული რელიეფის გამო პრაქტიკულად დაყოფილია ორ სიბრტყედ, რამდენად აუცილებელია ზედა სიბრტყეზე სამანქანე გზის მიყვანა მისი განაშენიანების შემთხვევაში?

    პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ზედა სიბრტყის განაშენიანება, საჭიროა გაითვალისწინოთ სამშენებლო ნორმები და განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ყველა ობიექტი, თავისი გამიჯნული მიწის ნაკვეთებით, სამანქანო გზითა და სერვიტუტით. ზედა სიბრტყეზე სამანქანო გზის მიყვანა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ესკიზურ პროექტს წარმოადგენს კონკურსანტი.

     

    კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი პროექტირებისას გავითვალისწინოთ რელიეფის მოჭრა? აქ არ იგულისხმება მიწის ქვეშ ჩასვლა, საუბარია არსებული კლდისკედლისკიდევ მეტად მოხსნაზე.

    პასუხი: რელიეფის მოჭრას რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენს მიერ დამუშავებული ვარიანტი, სადაც დასაბუთებულად გექნებათ წარმოდგენილი არსებული კლდის მოჭრის აუცილებლობა, მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში.



    კითხვა: კონკურსი არის ანონიმური და აქედან გამომდინარე გვაინტერესებს, რამდენად არის შესაძლებელი წარმოვადგინოთ დამატებითი საპრეზენტაციო მასალები, მაგალითად მაკეტი, ბროშურა და სხვა. თუკი შესაძლებელია, იქნებ მიგვითითოთ როგორ და რა მომენტისათვის (გამოფენაზე წარსადგენად)?

    პასუხი: თქვენ შეგიძლიათ მერიის კანცელარიაში ჩააბაროთ დამატებითი დოკუმენტაცია, მაგალითად მაკეტი, ბროშურა ან სხვ. რაც მიებმევა თქვენს მიერ წარმოდგენილ ესკიზურ პროექტს, თუმცა ზემოთაღნიშნული მასალის ჩაბარების შემთხვევაში, მის დაზიანებაზე სამსახური იხსნის პასუხისმგებლობას.





    Competition on outline design for the development of  Mirza shapi Street

    Tbilisi Municipality LEPL “Architecture Service of Tbilisi” and “APOLO G.S.” Ltd hereby announce public competition for selection of outline design for the development of Mirza Shafi Street in Tbilisi. The present competition is supported by the Ministry of Culture and Monuments Protection of Georgia and  Tbilisi Municipality Assembly.

    The present Competition is open for architects, citizens of Georgia and other countries, as well for the persons with no citizenship.

    The purpose of the competition is to select the best urban planning, spatial and volumetric competition concept for the development of a land plot owned by Apollo GS, Ltd (land plot ID No. 01.18.04.018.067) with consideration of the developments of the adjacent territory.

    Project territory consists of a land plot owned by Apollo GS, Ltd (land plot ID No. 01.18.04.018.067) with consideration of the development of the adjacent territory and transport infrastructure.

    In relation to the competition, public exhibition of submitted outline designs will be held, and public will have opportunity to view presented works and make choice at its own consideration.

    Successful candidates shall be selected by the competition commission in open competition form, following principle of anonymity.

    Public exhibition of competition proposals and review at the meeting of competition commission is a subject to anonymity.

    Authors of competition outline designs shall become publicly known after selection of successful candidates.

    Competition commission is entitled to select out 3 (three) best outline designs. “Apollo G.S.” Ltd shall assign I, II and III places at its own discretion. Awards for successful outline design are:  

    • I place – USD 20 000 (twenty thousand);
    • II place – USD 7 000 (seven thousand);
    • III place – USD 3 000 (three thousand);

    Proposals for the competition may be submitted within 60 calendar days from the date of publication of the competition.

    Good Luck!



    For additional information contact  competition committee administration  at  info@tas.ge



    See attached documentation link below.


    Quastion: There are several construction lots that appear inside the development area on a topographic document that you have attached on your site, is it possible to utilize those lots during the project development stage?

    Answer: The topographic document shows the development construction lot with an overall area of 9200 sq. meters. All construction lots located inside of it are intended for development use. You may download the cadastral plan from www.naprweb.reestri.gov.ge as for the cadastral code, it is written in the competition conditions.

     

    Quastion: The Mirza Shaphi street, that leads towards the botanical garden is located in the northern part of the development area, by the city side. Is this street intended only for the development area use? Is it possible to turn this street into a lane? Is it possible to utilize the street in development, as in for building purposes, while the road be moved to a different location? (since very good views are opened from the street and it would be unwise to not utilize them for the project.)

    Answer: If the presented alternative road will not create a gap between the Grishashvili street and the botanical garden, it will be possible to consider reviewing such project outline.

     

    Quastion: Due to its complex landscape, the area is practically divided into two levels, how big is the necessity to supply the top level with a road in case of its construction development?

    Answer: In case of construction development of the top level, construction norms should be taken into consideration as well as all the objects inside the construction development plan, with their individual construction lots, roads and easements.  As for supplying the top level with a road, that depends on the project outline, that will be presented by the contestant.

     

    Quastion:  How high is the possibility of modifying (cutting down) the landscape during the project development? This does not include going underground, it’s about cutting off more of the existing rock.

    Answer: Concerning landscape modification (cutting  down), you may present your project outline with a documented justification of landscape modification necessity, only within the development area borders.

     

    Quastion:  Since the competition is anonymous, we would like to know, how high is the possibility of us supplying additional presentation materials like brochures, model ect. and if it is possible could you please refer to us how and when it could be done (for presenting it at the exhibition)?  

    Answer: You may supply the additional presentation materials like models, brochures ect. to the Tbilisi City Hall registry and they will be added to the project outline presented by you, though in that case the Tbilisi City Hall registry does not take responsibility in case of these materials being damaged.




    2015-03-02
  • თბილისი საერთაშორისო პროექტ “Morgenstadt City Challenge”-ში ჩაერთვება. “მომავლის ქალაქი” - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ქალაქებს შორის მასშტაბურ კონკურსს გულისხმობს. პროექტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. ქალაქებს, რომლებიც ურბანული გამოწვევებისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ, კონკურსში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. 
    აღნიშნულ კონკურსში თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მონაწილეობა 2014 წელს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს წილად მესამე ადგილი ხვდა, ქალაქისადმი დიდი ინტერესის გამო ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისი „მომავლის ქალაქების“ ქსელში ჩაერთო. ჟიურის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW), რომლებმაც პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.
    ამ ეტაპზე თბილისსა და გერმანულ მხარეს შორის საბოლოო საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს, ხოლო პროექტი სტარტს გაზაფხულიდან აიღებს. თბილისის ახალი ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი „მომავლის ქალაქი“ იქნება რეგიონში.
    2015-03-02

  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსსჩარჩო გეგმაზე. თბილისში, რეხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისათვის.

    პროექტის მიზანს წარმოადგენს . თბილისის რეხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში, განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.

    კონკურსის ამოცანაა საპროექტო ტერიტორიისათვის საუკეთესო ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტის შემუშავება და შერჩევა.

    კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ  ან/და იურიდიულ პირს.

    გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

    გამარჯვებულიჩარჩო გეგმისშესყიდვის ფასი შეადგენს 7 000 (შვიდი ათასი) ლარს.

    საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე.

    საკონკურსო განაცხადი განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge 

    ჩარჩო გეგმისდამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge  
    2015-02-10
  • მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან, მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პროცესში მოქალაქეების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტის ახალ, გაუმჯობესებულ ფორმაზე გადადის, რაც გააიოლებს ხსენებულ პროცესში მონაწილე პირთათვის ინფორმაციის სწორად და სრულად მიღებას.

    დოკუმენტი დაიხვეწა როგორც შინაარსობრივად, ასევე გარეგნულად (აღქმადობის მხრივ):

    1.      ერთმანეთისგან გაიმიჯნა აქტის (რომლითაც პირობები მტკიცდება) და პირობების შინაარსობრივი შემადგენლობა;

    2.      აქტის ნაწილში გაუმჯობესდა რეკვიზიტების და განაცხადის შესახებ ინფორმაცია;

    3.      პირობების ნაწილი, დაიყო თავებად და ნაწილებად, რომლებშიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობით, დაჯგუფდა ინფორმაცია მნიშვნელობის და მიხედვით.

    მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ახალ ფორმაში გამოიყო ოთხი თავი:

    I თავი ასახავს საფუძველმდებარე ინფორმაციას - საყრდენი მონაცემები მიწის ნაკვეთის შესახებ რომლის, ან რომელზე მდგომი შენობა-ნაგებობის განვითარებაც არის დაგეგმილი;

    II თავში მოცემულია ძირითადი მოთხოვნები (პირობები) - კანონმდებლობით უშუალოდ გათვალისწინებული ვალდებულებები, მიწის ნაკვეთის (და შენობა-ნაგებობის) სამშენებლო განვითარებაზე;

    III თავში მოცემულია დამატებითი ან/და სპეციალური მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების  წესებით“ და სხვა მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებითა და ნორმატივებით;

    IV თავი შეიცავს ზოგად ინფორმაციას - მითითებებს / სტანდარტებს / რეკომენდაციებს, მშენებლობის ნებართვის II და III სტადიებთან დაკავშირებით.

    თითოეულ თავში მოცემული იქნება შესაბამისი ნაწილები, ინფორმაციის დაჯგუფების მიზნით და თითოეულ ნაწილს ექნება შესაბამისი შენიშვნა/მითითება, ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე.

    დოკუმენტის ახალი ფორმის ამოქმედებასთან ერთად, ცვლილება შედის განცხადებას თანდართული სავალდებულო დოკუმენტების ნუსხაშიც. კერძოდ, ცალკეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სავალდებულო ხდება ტოპოგრაფიული გეგმის და საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი სურათის წარმოდგენა.

    აღნიშნული ცვლილების მიზანი არის მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პროცესში დაინტერესებულ და მესამე პირთა უფლებების მაქსიმალური დაცვა და სამშენებლო საქმიანობაში რისკების შემცირება. კერძოდ, გამოყენების პირობების სრულად განსაზღვრა და საჯაროობის უზრუნველყოფის კონტროლის ამაღლება, რაც ნებართვის გაცემის პირველივე სტადიაზე გამოვლენს ყველა შესაძლო შემაფერხებელ, თუ სამშენებლო განვითრების შემზღუდავ გარემოებას.

    რაც შეეხება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესახებ ზოგად ინფორმაციას, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ მიიღონ აღნიშნული ქალაქგეგმარებითი დასკვნის მეშვეობით (ნომენკლატურა: ქალაქგეგმარება > ქალაქგეგმარებითი დასკვნა).

    2015-02-03
  • ​​   

       ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
    არქიტექტურის სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 28 იანვრის #56 ბრძანებით შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი. კონკურსის პროგრამა, ეტაპები, პირობები, შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით. 
       ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად განაცხადების წარმოდგენა ხდება მხოლოდ ვებ–გვერდის www.hr.gov.ge – ის მეშვეობით.

    2015-01-29


  • ჭავჭავაძის 68-ში სასტუმრო "ბუდაპეშტის"  მშენებლობისასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაციის არაერთი მცდელობის გამო და საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მერია საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი პოზიციისა და საკითხთან დაკავშირებული გარემოებების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას.

    იმ ფაქტმა, რომ ჭავჭავაძის 68-ში მდებარე სასტუმრო "ბუდაპეშტის" ტერიტორია ექცევა ვაკის პარკის არსებულ საზღვრებს გარეთ, თბილისის წინა ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა გაეცა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამისთვის თბილისის ყოფილი მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით გახორციელდა სპეციალური ზონალური შეთანხმება და განისაზღვრა მიწის ნაკვეთის განაშენიანების (განაშენიანების ინტენსივობის) კოეფიციენტები. 2013 წლის 20 სექტემბერს კი აღნიშნულის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა.
    დღეის მდგომარეობით, აღნიშნული მშენებლობის დასაშვებობის საკითხს განიხილავს თბილისის მერიის ფარგლებში შექმნილი, პრობლემური მშენებლობების შემსწავლელი შესაბამისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქ. თბილისის მერიის, საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციათა მოწვეული წარმომადგენლები.
    კომისიამ 2014 წლის 02 დეკემბერს ერთხელ უკვე იმსჯელა არა მხოლოდ აღნიშნულ მშენებლობაზე, არამედ ვაკის პარკის დღევანდელი საზღვრების გაფართოვების საკითხზეც და ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება (იხილეთ დანართი).

    1.  აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს გამწვანებული ზონის სიღრმეში და სასტუმრომდე მისასვლელი გზა არასაკმარისი იქნება ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობისათვის. ამასთანავე, დაუშვებელი და გამორიცხულია აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის გასაფართოვებლად ხის ჭრის ნებართვის გაცემა. 

    2. ვინაიდან საქმეს განიხილავს სასამართლო, კომისია საკითხის არსებით განხილვას ვერ დაიწყებს, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

    3. მიწის ნაკვეთის ჩანაცვლების საკითხზე კომპანიის წარმომადგენლებს დაფიქრებისათვის მიეცეთ გარკვეული დრო და შესაძლებელობა შეარჩიონ ალტერნატიული ტერიტორია. 

    4. კომისია აუცილებლად მიიჩნევს ვაკის პარკისა და მისი მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიის დაცვას შემდგომი მშენებლობებისგან.  ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი არ აღმოჩნდა საკმარისი გამწვანებული ზონის ეფექტური დაცვისთვის. ამიტომ, კომისიამ მოიწონა ვაკის პარკის დღეის მდგომარეობით არსებული საზღვრების (რომელიც მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მცირე მონაკვეთს მოიცავს) გაფართოების საკითხი.“

    გარდა ამისა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოავლინა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევა. კერძოდ, ამოღებული ქვაბული ერთერთი ფასადის მხარეს გაცდენილია საკადასტრო წითელ ხაზებს, რის საფუძველზეც ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა მშენებლობის დამკვეთი (მშენებლობის დამკვეთიად ჯერ კიდევ ფიქსირდება შპს „გრაალი“, მესაკუთრედ ფიქსირდება შპს „ტიფლის კოსტავა“). მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიდრე არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება სამშენებლო სამუშაოები ვერ გაგრძელება.
    ამრიგად, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედია საშუალებებს და მშენებლობით დაინტერესებულ მხარეს, ნუ შეიყვანენ  საზოგადოებას შეცდომაში. მედია საშუალებებს ასევე მოვუწოდებთ არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და თემის გაშუქებისას ნუ იქნებიან მიკერძოებული ამა თუ იმ ინტერესის სასარგებლოდ, რაც, სამწუხაროდ,  ბოლო დღეებში გამოიკვეთა ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან.

    2015-01-27
  • დასრულდა საკონკურსო წინადადებების მოწოდების ვადა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ  არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში  – პუშკინის ქუჩაზე  ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით.

    სხვადასხვა საჯარო თუ იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი იქნა 17 საკონკურსო წინადადება.  მათ შორის 11  საკონკურსო პირობების შესაბამისად სრულყოფილი საპროექტო წინადადება,  საჯარო განხილვისთვის წარდგენილია ქალაქ თბილისის საკრებულოში.

    გამარჯვებული პროექტი განხორციელდება და ამასთანავე ავტორს გადაეცემა  –7000 ლარი. მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი მიიღებს -  2000 ლარს, ხოლო მესამე– 1000 ლარს.

    საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით, განთავსდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე  www.procurement.gov.ge ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ–გვერდზე  www.new.tbilisi.gov.ge  და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის www.archunion.ge  ვებ-გვერდებზე.

    2014-12-12
  • ქალაქ თბილისის მერიისა და სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ ინიციატივით, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე - „ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევები ქალაქ თბილისში“

    კონფერენცია გახსნა თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ. მოწვეულები იყვნენ ბიზნეს კომპანიების, დეველოპერების, არქიტექტორების, მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების, თბილისის საკრებულოს და სამინისტროების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება და  ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.

    კონფერენციაზე განხილული იყო  დედაქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში მიდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.  

    2014-11-14


  • ალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს . თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციის შექმნაზე.

    კონკურსის მიზანს წარმოადგენს . თბილისში, რუსთაველის გამზირიდან მტკვრის სანაპიროს მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემის მოწესრიგების საუკეთესო ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტილების გამოვლენა.

    კონკურსის ამოცანაა ქ. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და საპროექტო ტერიტორიის დაცვა-განვითარებაზე ორიენტირებული არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი კონცეფციის შემუშავება, რაც შემდეგში საფუძვლად დაედება შესაბამისი მშენებლობის პროექტის დამუშავებას.

    კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, გარდა შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლების და წინამდებარე კონკურსის ორგანიზებაში ჩართული პირებისა.

    გამარჯვებულებ ღია კონკურსის ფორმიგამოავლენს საკონკურსო კომისია.

    საკონკურსო კომისია უფლებამოსილია შეარჩიოს 3 (სამი) საუკეთესო კონცეფცია და შესაბამისად მიანიჭოს მათ I, II და III საპრიზო ადგილები.

    საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე.

    კონკურსში მონაწილე პირებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპთბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე www.tas.ge

    საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge, . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდსაwww.tas.ge და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ვებ-გვერდზე www.archunion.ge

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისიის დამატებითი სხდომების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, საკონკურსო წინადადებების განხილვის ვადა განისაზღვრა საკონკურსო წინადადებების მიღების ვადის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადით.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის გამარჯვებული კონცეფციები გამოვლინდება 2014 წლის 19 დეკემბრისათვის. 


    ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ბრძანება იხილეთ მიბმულ ფაილებში.
    2014-10-30
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის #316 ბრძანებით შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი. კონკურსის პროგრამა, ეტაპები, პირობები, შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით. ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად განაცხადების წარმოდგენა ხდება მხოლოდ ვებ–გვერდის  www.hr.gov.ge – ის მეშვეობით.

    2014-10-23
  •       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს განახლებულ კონკურსს ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე და მთაწმინდის პარკში საბაგირო გზის სადგურების ესკიზური პროექტების შექმნაზე.

        პროექტის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედნის და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი  ძველი საბაგირო გზის ალტერნატიული, ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაგირო გზის მშენებლობა.

        კონკურსის ამოცანაა ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე და მთაწმინდის პარკში საბაგირო სადგურების (ქვედა და ზედა სადგურები) საუკეთესო ესკიზური პროექტის შერჩევა.

       კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ  ან/და იურიდიულ პირს.

    გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

        საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე.

        საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge  

    დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე  თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge

     


    2014-10-10
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ესკიზური პროექტების  შექმნაზე.

    პროექტის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისში სახელმწიფო კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. საპროექტო ტერიტორია მოიცავს სახელმწიფო კანცელარიის წინ არსებულ ორ მოედანს (შემდგომში წოდებული „ქვედა“ და „ზედა“ მოედანი) და მათთან მომდებარე სკვერს.

    კონკურსის ამოცანაა გამოავლინოს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის საუკეთესო კონცეფცია, რაც შემდგომ ეტაპზე საფუძვლად დაედება შესაბამისი არქიტექტურული პროექტის დამუშავებას.

    კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ  ან/და იურიდიულ პირს.

    გამარჯვებულს ღია კონკურსის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

    საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე. 

    საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge

    დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge



    იხილეთ კონკურის პირობები

    2014-10-06
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურსი - ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე და მთაწმინდის პარკში საბაგირო გზის სადგურების ესკიზური პროექტების შექმნაზე, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების განხილვის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაშლილად გამოცხადდა.


    მიბმულ ფაილში იხილეთ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი

    2014-10-01
  •     "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი ` STYLE~- ეგიდით, ქალაქ თბილისის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „არქიტექტურის სამსახური“–ს მხარდაჭერით ქ. თბილისში, 29-30 სექტემბერს ჩატარდა არქიტექტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალი ფესტივალის ფარგლებში.

           29 სექტემბერს კონკურსის ფარგლებში გაიხსნა  "საერთაშორისო არქიტექტურული გამოფენა"  საქართველოს  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები: აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 135 არქიტექტორმა და დიზაინერმა. წარმოდგენილი იქნა 170 ობიექტი. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდა სემინარები და ვორკშოპები არქიტექტურის თემაზე. ,,არქიტექტურული პრემია 2014,,–ში მონაწილეობის მისაღებად ,,საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის,,  ვებგვერდზე (www.archiaward.com;  www.archias.ge) წარმოდგენილი იყო საკონკურსო ნამუშევრები. კონკურსანტების ნამუშევრებს აფასებდა საერთშორისო ჟიური  (32 კაცის შემადგენლობით).

          2014 წლის  30 სექტემბერს კი გაიმართა მე-9-ე საერთაშორისო კონკურსის   - "არქიტექტურული  პრემია 2014" - საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული  ნამუშევრების დაჯილდოების საზეიმო  ცერემონიალი. საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ  "არქიტექტურული პრემია 2014".

          ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა გამარჯვებულ კონკურსანტებს მიულოცა წარმატება და გადასცა ლაურეატის დიპლომები, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „არქიტექტურის სამსახური“–მა  გამარჯვებული კონკურსანტები დააჯილდოვა პლანშეტებით.

          საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2014" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავდა და ყოველწლიურად  ტარდება  არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.  კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში. 

    2014-10-01
  • ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე და მთაწმინდის პარკში საბაგირო გზის სადგურების ესკიზური პროექტების შექმნაზე.

    პროექტის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედნის და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ძველი საბაგირო გზის ალტერნატიული, ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაგირო გზის მშენებლობა.

    კონკურსის ამოცანაა ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე და მთაწმინდის პარკში საბაგირო სადგურების (ქვედა და ზედა სადგურები) საუკეთესო ესკიზური პროექტის შერჩევა.

    კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

    გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

    საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge

    დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge

    საკონკურსო წინადადებები მიიღება გამოცხადებიდან 2014 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

    იხილეთ კონკურის პირობები

    2014-09-10
  • ​სსიპ "არქიტექტურის სამსახური"-ს ბოლო წლების მუშაობისა და დაკვირვების შედეგად წარმოიშვა საჭიროება გაკეთდეს სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკური კვლევა და მიღებული შედეგების ელექტორნული გამჭვირვალობის პრინციპით საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ, ვებგვერდის საშუელბით მიწოდება.

    პირველ ეტაპზე მიმოხილვაში წარმოდგენილია მშენებლობის ნებართვის სტატისტიკა სტადიების მიხედვით რაოდენობების და ფართობების ჩვენებით, ასევე წლების მიხედვით მათი დინამიკა.
    2014-09-05
  • ქ. თბილისის მერიის სსიპ –თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 18.11.2013წ. #425  ბრძანებით სამსახურში არსებული რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი. კონკურსის პროგრამა, ფორმა, პირობები და ჩატარების წესი შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით. ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად განაცხადების წარმოდგენა ხდება მხოლოდ ვებ–გვერდის  www.hr.gov.ge – ის მეშვეობით.


    კონკურსის მეორე  ეტაპზე (ტესტირება) გადასულ კონკურსანტთა საყურადღებოთ!

    ტესტირება გაიმართება საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსანტებისთვის ცნობილ დროსა და ადგილას. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია იხილოს კომისიის მიერ ქვემოთ გამოქვეყნებული ტესტები თავისი სავარაუდო პასუხებით (როგორც პროფესიული, ასევე ზოგადი უნარების ტესტები), საიდანაც მოხდება საგამოცდო ტესტების შერჩევა (40 სამართლებრივი და 10 ზოგადი უნარები).
    2013-11-19
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვას, ნაცვლად ქალაქ თბილისის მერიისა, გასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 

    აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა. მის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართოთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (მისამართი : საქართველო, თბილისი, 0105, სანაპიროს ქ. 4).

    საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს და სამშენებლო–სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს სსიპ თბილისის არქიტურის სამსახური საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით.
    2013-09-25


  • ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელი ცვლილების შედეგად 1 ივნისიდან სამსახური დაჩქარებულ მომსახურებას ვეღარ განახორციელებს შემდეგ მომსახურებებეზე:

    I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა;   

    II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება;

    III სტადია ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა, დემონტაჟის ნებართვის გაცემა, მშენებლობის ნებართვის გაცემა მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე.

    (სხვა მომსახურებებზე შესაძლებელი იქნება დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევა)

    ქ. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს აღნიშნული დაბრკოლების გადასაჭრელად; ვიმედოვნებთ, რომ არქიტექტურის სამსახური უახლოეს მომავალში შეძლებს დაჩქარებული მომსახურების განხორციელებას.

    2013-05-31
  • საქართველოს პარლამენტის მიერ ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც გამოირიცხა მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის შესაძლებლობა. დაჩქარებული მომსახურების საფასური არ არის მოსაკრებელთან კავშირში, მოსაკრებელი სავალდებულო გადასახდელია, დაჩქარებული მომსახურების საფასური კი ნებაყოფლობითი, რაც მოქალაქეებს ეფექტური მომსახურებით სარგებლობის უფლებას აძლევს. დაჩქარებული მომსახურების სერვისი დაინერგა სამშენებლო პროცესების წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით და ამავდროულად კორუფციის აღმოფხვრის ერთერთი ეფექტური მექანიზმია.


    დაჩქარებული მომსახურების შენარჩუნების მიზნით ქ. თბილისის მერიამ მოამზადე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.  ვიმედოვნებთ, რომ კანონი მიღებულ იქნება და არ შეფერხდება დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროცესები. 
    2013-04-08
  • ​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს არქიტექტურულ იდეათა ღია კონკურს სამინისტროს არსებულ შენობათა (ქ. თბილისი, გულუას ქ. #8 და #10) იერსახის შეცვლისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის დაპროექტების კონცეფციაზე

    განაცხადების მიღების ვადაა 2013 წლის 18 ივნისი 17:00 საათამდე. მისამართი გულუას ქ. #8

    საპრიზო ფონდი:
    • პირველი ადგილი 30 000 ლარი  
    • მეორე ადგილი 15 000 ლარი 
    • მესამე ადგილი 5 000 ლარი
    კონკურსის პირობები იხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე 

    http://police.ge/index.php?m=579
    2013-03-28
  • ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ქალაქ თბილისში მდინარე ვერეს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე, თამარაშვილის ქუჩის აღმოსავლეთით არსებული ტერიტორიის სივრცით-მოცულობითი პერსპექტიული განვითარების კონცეფციის პროექტის (ჩარჩო გეგმის) შექმნაში" სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული მონაწილე, კერძოდ შპს "არქიტექტურული ბიუროს" საავტორო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო კონცეფცია.

    საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმები და გამარჯვებული საკონკურსო კონცეფციის პროექტი იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
    2012-12-25
  • ​დასრულდა განაცხადების შემოტანა კონკურსზე - თბილისში მდინარე ვერეს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე თამარაშვილის ქუჩის აღმოსავლეთით არსებული ტერიტორიის სივრცით-მოცულობითი პერსპექტიული განვითარების კონცეფციის (ჩარჩო გეგმის) შექმნაზე. 

    წარმოდგენილი იქნა ხუთი საკონკურსო წინადადება, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილებში
    2012-12-11
  • ​ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში მდინარე ვერეს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე თამარაშვილის ქუჩის აღმოსავლეთით არსებული ტერიტორიის სივრცით-მოცულობითი პერსპექტიული განვითარების კონცეფციის (ჩარჩო გეგმის) შექმნაზე.

    კონკურსის მიზანია კონცეფციის (ჩარჩო გეგმის) დონეზე საპროექტო ტერიტორიის სივრცით-მოცულობითი პერსპექტიული განვითარების განსაზღვრა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედება განაშენიანების რეგულირების გეგმის ან გეგმების დამუშავებას.

    საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე procurement.gov.ge. დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე  თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან tas.ge 

    საკონკურსო წინადადებები მიირება 2012 წლის 01 ოქტომბრიდან და მთავრდება 2012 წლის 01 დეკემბერს. კონკურსში მონაწილემ საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე procurement.gov.ge.


    ყურადღება! 

    სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადის ასატვირთად შეიქმნა ტექნიკური პრობლემა, ამიტომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური გთავაზობთ ბმულს - http://architect.tbilisi.gov.ge/temps/tmp_ge_kon2012.php . გთხოვთ მითითებული ბმული გამოიყენეთ ფაილების ასატვირთად კონკურსში მონაწილეობის მიზნით
    2012-09-25
  • ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს სოციალური მედიის სფეროში სტაჟიორთა მისაღებად. სტაჟიორთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, მათ მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს განაცხადი შეუძლიათ შემოიტანონ ელექტრონულად (შევსებული სააპლიკაციო ფორმის ციფრული ფაილი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე stajiori@tbilisi.gov.ge)  ან/და ქალაქ თბილისის მერიის კანცელარიის (მის: ჟ. შარტავას ქუჩა #7) მეშვეობით. განაცხადების მიღების ვადა განსაზღვრულია 2012 წლის 20 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

    მიმაგრებულ ფაილში იხილეთ ბრძანება სტაჟიორთა მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ და სააპლიკაციო ფორმა
    2012-08-17
  • ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. სტაჟიორთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, მათ მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს განაცხადი შუძლიათ შემოიტანონ ელექტრონულად (შევსებული სააპლიკაციო ფორმის ციფრული ფაილი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე stajiori@tbilisi.gov.ge)  ან/და ქალაქ თბილისის მერიის კანცელარიის (მის: ჟ. შარტავას ქუჩა #7) მეშვეობით. განაცხადების მიღების ვადა განსაზღვრულია 2012 წლის 28 მაისიდან 01 ივნისის ჩათვლით.

    მიმაგრებულ ფაილში იხილეთ ბრძანება სტაჟიორთა მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ და სააპლიკაციო ფორმა
    2012-05-28
  • მრავალბინიან სახლში კომერციული ფართის მოსაწყობად ამხანაგობის თანხმობა არ არის საჭირო

    თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ითვალისწინებს  ფართის მომატებას ან/და ამხანაგობის ქონების გამოყენებას, მაგ: 

    ·         საჩრდილობლის მოწყობა

    ·         კონდიციონერის დამონტაჟება,

    ·         რეკლამის/ბანერის განთავსება,

    ·         კარის მოწყობა,

    ·         ფანჯრის მოწყობა,

    ·         ვიტრაჟის მოწყობა,

    ·         კიბის და შესასვლელის მოწყობა (მესაკუთრის უცვლელად),

    ·         და სხვა არქიტექტურული დეტალების ან/და ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.

     

    მრავალბინიან სახლში კომერციული ფართის მოსაწყობად ამხანაგობის წევრთა 2/3 - ის თანხმობა საჭიროა

    თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ითვალისწინებს ფართის მომატებას ან/და ამხანაგობის ქონების გამოყენებას, მაგ:

    ·         ინდივიდუალური საკუთრების ფართობის მომატება ამხანაგობის საერთო საკუთრების ფართის მიერთებით (საშრობის, სადარბაზოს ან სხვა ფართი)

    ·         ინდივიდუალური საკუთრების ფართობის გაზრდა მიშენებით,

    ·         შენობის მთელ ფასადზე/სახურავზე  სავენტილაციო მილის  მოწყობა,

    ·         ინდივიდუალური საკუთრების ფართობის მომიჯნავე ტერიტორიის კეთილმოწყობა/მოპირკეთება.

    საჭიროების შემთხვევაში იხილეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ნიმუში მიმაგრებულ ფაილში

    2012-05-23
  • ​​თბილისის არქიტექტურის სმასახურის მომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი, კულტურული მემკვიდერობის ძეგლებზე სამუშაოების ჩატარების მოსაკრებელი და დაჩქარებული მომსახურეობის საფასური ლიბერთი ბანკთან ერთად გადაიხადონ საქარელოს ბანკშიც. 

    საქართველოს ბანკის მეშვეობით გადახდა შეუძლიათ განახორციელონ როგორც ფიზიკურმა ასევე იურიდიულმა პირებმა 
    2012-05-15
  • ​სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2012 წლის 29 თებერვალს დაასრულა განაცხადების მიღება კონკურსზე "ქალაქ თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე სკულპტურის/მონუმენტის პროექტის შექმნაზე" 

    კონკურსში მონაწილეობა მიიღო 49 კონკურსანტმა და წარმოდგენილი იქნა 53 ნამუშევარი
    2012-03-02
  • სსიპ თბილისის არქიტექტურის სმასახურმა 2012 წლის 27 თებერვლიდან ​ინფორმაცი