01:48:32 ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2022
ღია კონკურსი არქიტექტორებისთვის
თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს არქიტექტორებისთვის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :

 

ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

ვაკანსიის   N 72935

ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

ვაკანსიის N 72938 

ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

ვაკანსიის N 72934

III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

ვაკანსიის   N 72932

და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

ვაკანსიის   N 72931

საპროექტო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

ვაკანსიის   N 72936

საპროექტო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული

ვაკანსიის   N 72937

 




განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ოქტომბერი.

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.