12:13:21 კვირა, 15 სექტემბერი 2024
სასარგებლო ინფორმაცია
სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, რთავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. აღნიშნულის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს სხვადასხვა სახის მომსახურებები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე გადასვლით http://es.gov.ge/service. აღნიშნულ ლინკზე დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია სერვისებზე, მათ საფასურსა და ვადებზე, ასევე, მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც.