თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 5 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს.
საინჟინრო განყოფილებისა და საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტის კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნებისშესაბამისად.
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 4 ივნისი.
კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: hr.gov.ge. ვაკანსიის ნომრები: N 49876; N 49878; N 49880; N 49881. * ვაკანსიის ნომერი: N 49882.