პროექტის ფარგლებში უკვე
გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, როგორც მერიის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან, ისე დარგის განვითარებით
დაინტერესებულ ჯგუფებთან და პირებთან (თბილისის ველო მოყვარულთა კლუბი, სამთო ველოსპორტის
კლუბი, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის ორგანიზაციიდან (GIZ) მსგავს კონცეფციაზე მომუშავე სპეციალისტი).
კონცეფციის თანახმად, ველო ქსელის განვითარება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებთ, უნდა
განხორციელდეს ეტაპობრივად:
1. გადაადგილების ძირითად მარშრუტებზე უსაფრთხო
ბილიკების ფორმირება;
2. პარკირების ადგილების მოწყობა;
3. დამხმარე მარშრუტებზე უსაფრთხო ბილიკების ფორმირება;
4. დედაქალაქის გარე სარეკრეაციო ტერიტორიებზე ბილიკების ფორმირება;
5. მიწისქვეშა
საზოგადოებრივი ტრანსპორტში
ველოსიპედების გადატანის დაშვება;
6. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვა
ველო დამჭერებით;
7. სატრანსპორტო
მოძრაობის თანდათანობით რეორგანიზაცია
ველოტრანსპორტის სასარგებლოდ.
შესაბამისად, საწყის ეტაპად
არჩეულ იქნა გადაადგილების
მარშრუტების და ველო ბილიკების ფორმირების პროექტი. ამ მიზნით,
კონცეფციის შემუშავების საწყის ეტაპზევე, ჯგუფმა მოიძია და შეისწავლა მანამდე არსებული
პროექტები:
1. Smart Moving Tbilisi <> ჰოლანდიური კომპანია “Move Mobility” (2014
წელი);
2. GIZ-ის მიერ ველომოყვარულებთან და პროფესიონალ ველოსიპედისტებთან
ერთად ჩატარებული კვლევა და თბილისის ველოქსელის კონცეპციის პროექტი
(2015 წელი);
3.
Pilot Cycle way scheme <> ირლანდიური ფირმა „ARUP“ თბილისის ცენტრში საპილოტე მონაკვეთი ველო-ბილიკისათვის (2010 წელი).
ველო ქსელის ფორმირებისა გამოწვევებს
შორის არის:
• ხელმისაწვდომობა (მისი
ნებისმიერ დროს და
ნებისმიერი პირის მიერ
გამოყენების შესაძლებელობა);
• პრაქტიკულობა (ველოსიპედისთვის მისაღები რელიეფი, კავშირების სიმრავლე, გადაადგილების მოკლე მანძილები
...);
• უსაფრთხოება (დაცული ბილი და პარკირება, საავტომობილო
მოძრაობისგან გამოყოფილი ზოლი).
ყველა ამ გამოწვევაზე პასუხი განაპირობებს მარშრუტების და ველო
ბილიკების სიცოცხლისუნარიანობა, რაც პირდაპირ გამომდინარეობს მარშრუტზე
მიზიდულობის ცენტრების და წერტილების
არსებობიდან. მიზიდულობის ცენტრებად/წერტილებად მარშრუტების ბოლოს და გასწვრივ
იდენტიფიცირებულია შემდეგი ობიექტები:
1. მსხვილი სარეკრეაციო
სივრცეები;
2. სასკოლო და
საუნივერსიტეტო დაწესებულები;
3. სავაჭრო
და საქმიანი დაწესებულებები;
4. საზოგადოებრივი კვების ობიექტები;
5. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებთ, გამოიკვეთა ცენტრალური უბნების ძირითადი გამზირები
და ქუჩები.
ველო
ქსელის ძირითად მარშრუტებში გამოიყო სამი უბანი:
I.
ვაჟა ფშაველას გამზ.
<> ქავთარაძის ქ. <> ყაზბეგის გამზ.
<> პეკინის გამზ.
II.
ჭავჭავაძის გამზ. <> მელიქიშვილის გამზ. <> რუსთაველის გამზ. <> თავისუფლების მოედანი <> პუშკინის ქ. <> შავთელის ქ. <> ერეკლე II ქ.
III.
ზაარბრიუკენის მოედანი <> აღმაშენებლის გამზ.
ამჟამად მიმდინარეობს საპილოტე მარშრუტზე მუშაობა.