00:17:23 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2024
კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ გეგმავს ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ასევე ათონელის, ფხოვისა და სობჩაკის ქუჩებზე მდებარე შენობების რეაბილიტაციას.

პირველ ეტაპზე დაიგეგმა საპროექტო სამუშაოების შესყიდვა, რისთვისაც 2016 წლის 31 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადდა არქიტექტურული კონკურსები CNT160000081; CNT160000082; CNT160000083; CNT160000084; CNT160000085 საპროექტო სამუშაოების საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად.