06:21:49 პარასკევი, 19 აგვისტო 2022
შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თემურ ბოლოთაშვილმა სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვერა გამართა.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებული ღონიძიების ფარგლებში, სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა ბოლო პერიოდში სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. ყურადღება გამახვილდა ნებართვის მოპოვებისთვის მნიშვნელოვან ასპექტებზე. 

ბიზნესის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, გამოთქვეს მოსაზრებები სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრის ბოლოს თემურ ბოლოთაშვილმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.