03:06:11 ორშაბათი, 20 იანვარი 2025
სიახლე: დასუფთავების მოსაკრებელი მშენებარე ობიექტებისთვის
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №8-19 დადგენილების თანახმად, მშენებარე ობიექტებისთვის 2022 წლის 1 აპრილიდან დაწესდა დასუფთავების მოსაკრებელი და მისი განაკვეთები.

გადახდის ვალდებულებიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვაზე განცხადების რეგისტრაციისას, დამკვეთის ინფორმაციაში (შესაბამის ველში) საჭიროა მიუთითოთ დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა-გადახდაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.