თბილისში სტუმრად მყოფმა გერმანელმა არქიტექტორმა და ქალაქმგეგმარებელმა მარკუს პენელმა თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა.
ცნობილი არქიტექტურული სახელოსნოს “O&O Baukunst”-ს ხელმძღვანელი ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე განხილული იქნა ბერლინის მიწათსარგებლობის გეგმის ძირითადი დეტალები და ისტორიულ უბნებში თანამედროვე ნაგებობებათა პროექტირების პრაქტიკა. მარკუს პენელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ევროპის სხვადასხვა ქალაქების განაშენიანების ტენდენციებთან, სატრანსპორტო ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.
მარკუს პენელის თბილისში ვიზიტი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ორგანიზებით ხორციელდება.