03:53:51 ხუთშაბათი, 24 ივლისი 2014
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 10:00 დან 19:00 საათამდე)
დაჩქარებული მომსახურება

თბილისის არქიტექტურის სამსახური გთავაზობთ დაჩქარებული მომსახურეობის სახეობებს:

ა) I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების  გაცემა:

7
  დღეში - 100 ლარი.

5
დღეში - 300 ლარი.

1
დღეში - 1000 ლარი.

ბ) II სტადია - არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ანდა ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე და II კლასის სხვა ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობებზე:

5  დღეში - 300 ლარი.

3 დღეში - 800 ლარი. 

2 დღეში - 1200 ლარი.


გ) III სტადია
- მშენებლობის ნებართვის გაცემა:

3 დღეში - 500 ლარი.

1
დღეში - 1000 ლარი. 


დ) დემონტაჟის ნებართვის გაცემა:


3
 დღეში -  500 ლარი.


1 დღეში - 1000 ლარი. 


ე)
  ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტები საჩუქრად თბილისელებს. მშენებლობის ნებართვის მიღება.

1 დღეში - 100 ლარი.



ვ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების დადგენა:

7 დღეში - 100 ლარი.

1
დღეში - 200 ლარი.


ზ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება:

10 დღეში - 100 ლარი.

3 დღეში - 300 ლარი. 

თ) I კლასი - მცირე არქიტექტურული ობიქტები:

1 დღეში - 200 ლარი; 


დაჩქარებული მომსახურება და მასზე დაწესებული საფასურის განაკვეთები არ ვრცელდება:

1. ერთდღიან დაჩქარებულ მომსახურებაზე, (გარდა  მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების დადგენისას)  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში.

2. განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებაზე;

3. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე;

4. იმ მომსახურებაზე, რომლის განხორციელებაც კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებას

5. ხაზობრივ ნაგებობებზე

6. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე


დაჩქარებული მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევაში, არჩეული დღეების ათვლა ხდება პროგრამული ინვოისის საფუძველზე თანხის გადახდის მომდევნო სამუშო დღიდან. თუ განხილვის პროცესში მყოფ განაცხადზე გვსურს დაჩქარებული მომსახურეობით სარგებლობა შერჩეული დღეების რაოდენობა აითვლება არა განაცხადის რეგისტრაციის დღიდან, არამედ თანხის გადახდის მომდევნო სამუშო დღიდან. 


შენიშვნა:  დაინტერესებული პირის მიერ რამდენიმე მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთდროულად შემოტანის შემთხვევაში, ხდება მომსახურების დაჩქარებულ ვადებზე დაწესებული საფასურის შეკრება.

სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს წარმოების დაწყებიდან გასული ვადა.