10:37:29 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმის პირველი სტანდარტი

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) სტანდარტის I რედაქცია, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ამ მნიშვნელოვანი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის დამუშავების პირობებს.

სტანდარტი ემსახურება მხოლოდ გრგ დოკუმენტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს მის მოქმედ კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანას. სტანდარტი ეყრდნობა, როგორც ქვეყანაში დამკვიდრებულ, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

სტანდარტის პარალელურად მომზადდა შესაბამისი სამუშაო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სამსახური შეამოწმებს შემოსული გრგ დოკუმენტის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. პროგრამა ავტომატურ რეჟიმში დაადგენს ხარვეზებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გრგ დოკუმენტის შეთანხმების დროს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს სტანდარტთან დაკავშირებული წინადადებების წარმოდგენას შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@tas.ge

გრგ სტანდარტი იხილეთ თანდართულ ფაილში.