03:40:31 ხუთშაბათი, 31 ივლისი 2025
ქ. თბილისში, რეხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის“ კონკურსი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსსჩარჩო გეგმაზე. თბილისში, რეხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისათვის.

პროექტის მიზანს წარმოადგენს . თბილისის რეხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში, განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.

კონკურსის ამოცანაა საპროექტო ტერიტორიისათვის საუკეთესო ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტის შემუშავება და შერჩევა.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ  ან/და იურიდიულ პირს.

გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

გამარჯვებულიჩარჩო გეგმისშესყიდვის ფასი შეადგენს 7 000 (შვიდი ათასი) ლარს.

საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე.

საკონკურსო განაცხადი განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge 

ჩარჩო გეგმისდამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge