04:19:22 ოთხშაბათი, 02 აპრილი 2025
საბაგირო გზის სადგურების ესკიზური პროექტების განახლებული არქიტექტურული კონკურსი
      ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს განახლებულ კონკურსს ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე და მთაწმინდის პარკში საბაგირო გზის სადგურების ესკიზური პროექტების შექმნაზე.

    პროექტის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედნის და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი  ძველი საბაგირო გზის ალტერნატიული, ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაგირო გზის მშენებლობა.

    კონკურსის ამოცანაა ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე და მთაწმინდის პარკში საბაგირო სადგურების (ქვედა და ზედა სადგურები) საუკეთესო ესკიზური პროექტის შერჩევა.

   კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ  ან/და იურიდიულ პირს.

გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

    საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე.

    საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge  

დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე  თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge