10:19:42 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
კონკურსი - სივრცით-მოცულობითი პერსპექტიული განვითარების კონცეფციის შექმნაზე
​ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში მდინარე ვერეს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე თამარაშვილის ქუჩის აღმოსავლეთით არსებული ტერიტორიის სივრცით-მოცულობითი პერსპექტიული განვითარების კონცეფციის (ჩარჩო გეგმის) შექმნაზე.

კონკურსის მიზანია კონცეფციის (ჩარჩო გეგმის) დონეზე საპროექტო ტერიტორიის სივრცით-მოცულობითი პერსპექტიული განვითარების განსაზღვრა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედება განაშენიანების რეგულირების გეგმის ან გეგმების დამუშავებას.

საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე procurement.gov.ge. დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე  თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან tas.ge 

საკონკურსო წინადადებები მიირება 2012 წლის 01 ოქტომბრიდან და მთავრდება 2012 წლის 01 დეკემბერს. კონკურსში მონაწილემ საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე procurement.gov.ge.


ყურადღება! 

სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადის ასატვირთად შეიქმნა ტექნიკური პრობლემა, ამიტომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური გთავაზობთ ბმულს - http://architect.tbilisi.gov.ge/temps/tmp_ge_kon2012.php . გთხოვთ მითითებული ბმული გამოიყენეთ ფაილების ასატვირთად კონკურსში მონაწილეობის მიზნით