10.08.2010
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2010 წლის ივნისი-ივლისის თვეში ჩაატარა სამსახურის მომსახურების მომხმარებელთა გამოკითხვა. იხილეთ გამოკითხვის შედეგები.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების შესახებ
8.06.2010
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წელს ჩატარდა კონკურსი ,,ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტები მშენებლობის დაწყების მსურველთათვის”, რომელიც ითვალისწინებდა გამარჯვებული არქიტექტურული პროექტების უსასყიდლოდ გადაცემას თბილისის მოსახლეობისათვის.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი იქნა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის 37 გამარჯვებული არქიტექტურული პროექტი, რომლებიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე: architect.tbilisi.gov.ge ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენება, შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი პროექტი და მიიღოს მასზე მშენებლობის ნებართვა.
მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან თბილისის ტერიტორიაზე ზემოაღნიშნულ პროექტებზე გაცემულია 124 მშენებლობის ნებართვა. ზაფხულის დადგომასთან ერთად დაიწყო მშენებლობის სეზონი. სამსახურმა ადგილზე დაათვალიერა მის მიერ გაცემული კონკურსში გამარჯვებული რამოდენიმე პროექტის მშენებლობის მიმდინარეობა და გამოვლინდა, რომ მათი განხორციელების პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული. განხორციელდა ასევე მათი ფოტოგრაფირება იხილეთ ბმულები:
- წყალსადენის ქუჩა
- ხეხილ-სანერგე მეურნეობა 1
- ხეხილ-სანერგე მეურნეობა 2
- ხეხილ-სანერგე მეურნეობა 3
- ხეხილ-სანერგე მეურნეობა 4
- ხეხილ-სანერგე მეურნეობა 5
- სოფ. წავკისი
- სოფ. ტაბახმელა
- სოფ. დიღომი
- სოფ. დიღომი ჩალიფირები
- ახალი რეხის ქუჩა 28ა
- ბახმაროს შესახვევი 1
- გალავნის ქუჩა 19
- გლდანი ავშნიანი
- ვარკეთილის მეურნეობა
ხაზობრივი ნაგებობების შესახებ
12.05.2010
ხაზობრივი ნაგებობები:
- III კატეგორიის გაზსადენი,
- III კატეგორიის წყალსადენი,
- III კატეგორიის წყალარინების მილი,
- III კატეგორიის ქუჩა,
- IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი
გადავიდა I კლასის შენობა ნაგებობებში
I კლასის ხაზობრივი ნაგებობების და კავშირგაბმულობის ხაზების განთავსება/მონტაჟი განხორციელდება ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
მშენებლობის ეტაპების შესახებ
12.05.2010
II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები და III კლასს დაქვემდებარებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტაციაში საჭირო აღარ არის მშენებლობის ეტაპების განსაზღვრა. ხოლო, მათი ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდება მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე.