05:58:55 პარასკევი, 19 აგვისტო 2022
ხაზობრივი ნაგებობები
1. ნავთობსადენი (წნევა და დიამეტრი) 

ა) I კატეგორია - მაგისტრალური ნავთობსადენი; 

ბ) II კატეგორია -შიდასარეწაო ან/და შიდასაობიექტო ნავთობსადენი; 

 

2. გაზსადენი (წნევა და დიამეტრი)

ა) I კატეგორია - მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზსადენი; 

 ბ) II კატეგორია - საშუალო წნევის გაზსადენი; 

გ) III კატეგორია - დაბალი წნევის გაზსადენი;


 3. წყალსადენი (წნევა და დიამეტრი) 

ა) I კატეგორია - 25-ზე მეტი ატმოსფერო 1400მმ-ზე მეტი;

 ბ) II კატეგორია - 10-დან 25 ატმოსფერომდე 500-1400მმ; 

გ) III კატეგორია - 10 ატმოსფერომდე, 500მმ-მდე. 


4. წყალარინების მილი (დაწნევა და დიამეტრი) 

ა) I კატეგორია -1500 მმ-ზე მეტი; 

ბ) II კატეგორია - 600-დან 1500 მმ-მდე;

 გ) III კატეგორია - 600 მმ-მდე. 


5. საავტომობილო გზა 

ა) I კატეგორია -საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა; 

ბ) II კატეგორია -შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნ. საავტომობილო გზა 

გ) III კატეგორია - ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. 


6. ქუჩა 

ა) I კატეგორია -გამჭოლი ქუჩა, რომელიც წარმოადგენს გამზირს ან/და ბულვარს და არის დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილი; 

ბ) II კატეგორია -გამჭოლი ქუჩა, რომელიც არ წარმოადგენს გამზირს ან/და ბულვარს და არ არის დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილი; 

გ) III კატეგორია -ქუჩის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ჩიხს/გასასვლელს.


7. რკინიგზა

ა) I კატეგორია მაგისტრალური; 

ბ) II კატეგორია ჩიხები და შიდა საწარმოო. 


8. ფუნიკულიორი. 


9. საჰაერო-საბაგირო გზა. 


10. ელექტროგადამცემი ხაზი (კვ) 

ა) I კატეგორია – 330 კვ და მეტი 

ბ) II კატეგორია _ 220 კვ; 

გ) III კატეგორია _ 35-110 კვ; 

დ) IV კატეგორია _ 1-20 კვ-მდე; 

ე) V კატეგორია _ 1 კვ-მდე 


11. კავშირგაბმულობის ხაზი 

ა) I კატეგორია მაგისტრალური კავშირგაბმულობის ხაზი (მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი); 

ბ) II კატეგორია _ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და დასახლების კავშირგაბმულობის ხაზები (მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი), გარდა ლოკალური სარგებლობის ხაზებისა. 


12. სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა (წყალგამტარობა) 

ა) I კატეგორია – წარმადობა 10 მ3-ზე მეტი წმ-ში; 

ბ) II კატეგორია ; წარმადობა 1-დან 10 მ3-მდე წმ-ში; 

გ) III კატეგორია წარმადობა 1 მ3-მდე წმ-ში.