დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა არქიტექტურის სამსახურში 30-მდე პოზიციაა დასაკავებელი.
„არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით კონკურსი დაახლოებით 30-მდე ვაკანსიაზე არის გამოცხადებული. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია აქვს, მოგვმართეთ, მიიღეთ მონაწილება კონკურსში და თქვენი წვლილი შეიტანეთ ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კონკურსი 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა.
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://tas.ge/?p=content&type=3&news=83402;