04:09:29 ოთხშაბათი, 02 აპრილი 2025
ცვლილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში
​   ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის  წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში, 2017 წლის N 266 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაკავებულობის შეცვლა და ცეცხლმედეგი გამმიჯნავების ცვლილება  არის მშენებლობის სახე, რეკონტსრუქცია და ეხება: III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებაზე ხორციელდება I კლასს დაქვემდებარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები(მაგ. საჩრდილობლის მოწყობა და ა.შ), რომლებიც საჭიროებენ სამსახურის მხრიდან, მხოლოდ  წერილობით  დადასტურებას.

     ტექნიკური რეგლამენტისშენობანაგებობის უსაფრთხოების წესებისდამტკიცების თაობაზე  2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების შესაბამისად, დაკავებულობა არის შენობა-ნაგებობის ან მისი ოთახის ან სივრცის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის განმსაზღვრელი ცნება.