არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების დაჯილდოება
3 ოქტომბერს, არქიტექტურის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით, გალერეა "უნივერსში" სადიპლომო ნამუშევრების კონკურსი და
გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო პროექტის ავტორს
თბილისის არქიტექტურის სამსახურის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ წიკლაურმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი
და სახაზავი ხელსაწყოები გადასცა.
საქართველოს
არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით მოწყობილ ტრადიციულ კონკურსზე სადიპლომო ნამუშევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და
სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული
ფაკულტეტის სტუდენტებმა წარადგინეს. გამარჯვებული პროექტები საქართველოს არქიტექტორთა
კავშირის, აკადემიური წრეებისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთაგან
დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.