თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების ჯგუფის მორიგი ანგარიში
თბილისის არქიტექტურის სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მორიგი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
ამ ეტაპზე დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი. ასევე შედგენილია დაგეგმვის საყრდენი დოკუმენტაცია და გადაუდებელ ღონისძიებათა დოკუმენტაცია.
რეგლამენტის მიხედვით, საბოლოოდ გეგმარებითი დავალების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოსა“ და თბილისის მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, განიხილავს და ამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარს დაასრულა. შეიქმნა, ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენერალური გეგმის განახლების გადაუდებელი აუცილებლობა. კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება 1 აგვისტოს დასრულდა. პირველი ადგილი დაიკავა იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“.