„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, საფუძველზე, ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი №1 დანართით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე;
2.
დამტკიცდეს ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური
თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
№2 დანართის შესაბამისად;
3.
დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
4. შეთანხმებულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამა, ეტაპები, პირობები, შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი №3 დანართის შესაბამისად;
5.
შეთანხმებულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის შეფასების ფორმები (დანართი №4: დანართი №4.1; დანართი №4.2);