10:46:38 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, მდ. ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებაზე საუკეთესო საკონკურსო წინადადებაზე გამარჯვებული გამოვლენილია
​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ამა წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, მდ. ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პრეტენდენტად გამოვლინდა შპს „არქიტექტურული ბიურო“ და კონკურსის სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საკონკურსო კომისიის შეფასების შესაბამისად, ავტომატურად მიენიჭა სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“.

არქიტექტურის სამსახურმა საკონკურსო პირობების შესაბამისად გასცა „ჩარჩო გეგმის“ დამუშავების დავალება და გამარჯვებულ პრეტენდენტთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია უზრუნველყოს „ჩარჩო გეგმასთან“ დაკავშირებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ გადაცემა, რომელიც უნდა დამუშავდეს დავალების შესაბამისად და  მოიცავდეს შემდეგი სახის მასალებს:

·         სიტუაციური გეგმა, მ 1:15000;

·         „ჩარჩო გეგმის“ ტექსტური ნაწილი: აღწერა და განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ფიზიკურ და დოკუმენტურ კვლევას, რეალიზაციის (განხორციელების ეტაპები  და  რიგითობა) პროგრამასა  და  ქალაქგეგმარებით მაჩვენებლებს;

·         ტერიტორიის განვითარების სივრცით–გეგმარებითი კონცეფცია  (გრაფიკული ნაწილი);

·         თემატური სქემები, მათ შორის სატრანსპორტო, საინჟინრო, გამწვანება–რეკრეაცია და სხვა სქემები ავტორის შეხედულებისამებრ;

·         დამატებითი დოკუმენტაცია, ავტორის შეხედულებისამებრ.

„ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ღირებულება შეადგენს 69618,82 (სამოცდაცხრა ათას ექვსას თვრამეტი ლარი 82 თეთრი) ლარს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით და მოიცავს „ჩარჩო გეგმასთან“ დაკავშირებულ ყველა ხარჯს. აღნიშნული შესყიდვა ხორციელდება არასაბიუჯეტო, სამსახურის საკუთარი სახსრებით.

 „ჩარჩო გეგმის“ შემუშავების მიზანია ხელი შეუწყოს საპროექტო ტერიტორიის ოპტიმალურ ურბანულ განვითარებას, შემდეგი პრინციპების დაცვით:

·                     „მდგრადი განვითარება“ (ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზება; სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და დაცვა; ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობა);

·                     „თანაბარი შესაძლებლობების სივრცე“;

·                     საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერება.

სამსახურის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, „ჩარჩო გეგმის“ სივრცით-გეგმარებითი კონცეფცია უნდა დაეფუძნოს ფიზიკური და დოკუმენტური კვლევის დეტალურ ანალიზს; შეაჯეროს ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობები, შეზღუდვები, გამოწვევები, რისკები და შექმნას შეწონილი კონცეფცია – საპროექტო გადაწყვეტ(ებ)ის სახით.

შპს „არქიტექტურული ბიუროს“ მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოწონებული ხედვა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

კონკურსთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის (მათ შორის წარმოდგენილი საკონკურსო წინადადები, კონკურსანტების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიმართ დადგენილი მოთხოვნები, საკონკურსო კომისიის შეფასებები, ხელშეკრულება და სხვა) ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.procurement.gov.ge > კონკურსების ელექტრონული მოდული > საკონკურსო განცხადების ნომრით: CNT150000050.