პირველი ადგილი დაიკავა იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც ქართული, ისე გერმანული და ფრანგული კომპანიები და ორგანიზაციები, მათ შორის: ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „Albert Speer & Partners GmbH“, „Sàrl -Atelier Alfred Peter Paysagiste“, „Dr. Brenner Ingenieurgesellschaft mbH“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, CENN - Caucasus Environmental NGO Network. მათი კონსულტანტებია:„Steinbeis Beratungszentren GmbH“, შპს „თბილისი ჯგუფი“ და „Fraunhofer“-ის ინსტიტუტი.
მეორე ადგილი - შპს „არტსტუდიო პროექტის“, „Metrogramma Mobility in Chain“-ის, „Aecom“-ის ერთობლივმა ნამუშევარმა დაიკავა;
ხოლო მესამე ადგილზე შპს „გეოგრაფიკის“, „KCAP“-ის, „Burohappold Engineering“-ის, „Studio 21“-ის ერთობლივმა პროექტი გავიდა.
პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან თბილისის მერია ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 18 თვეში, კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება.
გენგეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.
აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 400 000 ამერიკულ დოლარს.
კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება პირველ აგვისტოს დასრულდა. შემოსული 11 განაცხადიდან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის განხილვის შედეგად 3 გამარჯვებული გამოავლინა.
წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით I ადგილისათვის - 50 000 ლარს, II ადგილისათვის - 30 000 ლარს, ხოლო III ადგილისათვის - 20 000 ლარს შეადგენს.
იხილეთ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი
იხილეთ მეორე ადგილზე გასული კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი
იხილეთ მესამე ადგილზე გასული კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი