ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში, დიდუბე ჩუღურეთის რაიონში, ზაარბრუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმაზე“.
“ჩარჩო გეგმა” უნდა განსაზღვრავდეს:
ტერიტორიის სივრცით გეგმარებითი სტრუქტურას არსებულ ქუჩათა სქესლთან
შენობა ნაგებობების სართულიანობას და შესაძლებლობის ფარგლებში მათ ფუნქციებს;
მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებით პარამეტრებს კ1, კ2, კ3;
არსებული ქუჩათა ქსელის მოწესრიგების მიზნით შენობა ნაგებობების მოშენების რეგულირების წითელ და ლურჯ ხაზებს;
ისტორიული ძეგლების შენარჩუნებას;
საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების მოწესრიგება და/ან შეცვლას (თითოეული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფასტრუქტურით);
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.
გამარჯვებული „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ფასი შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.
საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.procurement.gov.ge) გამოქვეყნებიდან და გრძელდება 45 დღის განმავლობაში.
საკონკურსო წინადადება ატვირთული უნდა იქნას ელექტრონულად ვებ–გვერდზე (www.procurement.gov.ge)
„ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე ვებ-გვერდიდან.“
კონკურსის განაცხადის ნომერია
CNT150000006