კანდელაკის სამშენებლო განვითარების წინა საპროექტო კვლევა
ბოლო წლების მანძილზე კანდელაკის, ბუდაპეშტის , ისაკაძის, ოდიშელიძის გაგარინისა და მგალობლიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორიაზე შეინიშნება განსაკუთრებით დიდი სამშენებლო აქტივობა.
კონკრეტული ტერიტორია მიწის ნაკვეთების წყობით და ქუჩათა ქსელით წარმოადგენს ერთ-ერთ მოწესრიგებულ ურბანულ ერთეულს, სადაც უმეტესად დომინირებს ინდივიდუალური განაშენიანება.
მოთხოვნებიდან გამომიდნარე - გაჩნდა გარკვეულ ადგილებში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აშენების სურვილი. იმისთვის რომ არ მივიღოთ არაგეგმიური - ქაოსური სამშენებლო განვითარება, არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა რომელიც დაადგენდა ტერიტორიის სამშენებლო განვითარებისთვის ქალაქთმშენებლობის პარამეტრებსა და შენობა ნაგებობათა სიმაღლეებს ქუჩების შესაბამისად.
თანდართულ/მიმაგრებულ ფაილში გთავაზობთ შესაბამის კვლევას.