ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის“ კონკურსი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს „ჩარჩო გეგმაზე“ ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიისათვის.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისის ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში, განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.
კონკურსის ამოცანაა საპროექტო ტერიტორიისათვის საუკეთესო ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტის შემუშავება.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.
გამარჯვებული „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ფასი შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.
საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე.
საკონკურსო განაცხადი განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-ვერდზე www.procurement.gov.ge.
„ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge.
დამატებითი ინფორმაცია
ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის“ შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე საკონკურსო წინადადებების მიღების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2015 წლის 11 მაისის ჩათვლით.