დოკუმენტი დაიხვეწა
როგორც შინაარსობრივად, ასევე გარეგნულად (აღქმადობის მხრივ):
1.
ერთმანეთისგან გაიმიჯნა აქტის
(რომლითაც პირობები მტკიცდება) და პირობების შინაარსობრივი შემადგენლობა;
2.
აქტის ნაწილში გაუმჯობესდა რეკვიზიტების
და განაცხადის შესახებ ინფორმაცია;
3.
პირობების ნაწილი, დაიყო თავებად
და ნაწილებად, რომლებშიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობით, დაჯგუფდა ინფორმაცია
მნიშვნელობის და მიხედვით.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ახალ
ფორმაში გამოიყო ოთხი თავი:
I თავი ასახავს საფუძველმდებარე ინფორმაციას - საყრდენი მონაცემები მიწის
ნაკვეთის შესახებ რომლის, ან რომელზე მდგომი შენობა-ნაგებობის განვითარებაც არის დაგეგმილი;
II თავში მოცემულია ძირითადი მოთხოვნები (პირობები) - კანონმდებლობით უშუალოდ
გათვალისწინებული ვალდებულებები, მიწის ნაკვეთის (და შენობა-ნაგებობის) სამშენებლო
განვითარებაზე;
III თავში მოცემულია დამატებითი ან/და სპეციალური მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის
27 მარტის N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა
და განაშენიანების რეგულირების წესებით“ და
სხვა მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებითა და ნორმატივებით;
IV თავი შეიცავს ზოგად ინფორმაციას - მითითებებს / სტანდარტებს / რეკომენდაციებს,
მშენებლობის ნებართვის II და III სტადიებთან დაკავშირებით.
თითოეულ თავში
მოცემული იქნება შესაბამისი ნაწილები, ინფორმაციის დაჯგუფების მიზნით და თითოეულ ნაწილს
ექნება შესაბამისი შენიშვნა/მითითება, ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
დოკუმენტის ახალი ფორმის ამოქმედებასთან ერთად, ცვლილება
შედის განცხადებას თანდართული სავალდებულო დოკუმენტების ნუსხაშიც. კერძოდ, ცალკეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სავალდებულო ხდება ტოპოგრაფიული გეგმის და საინფორმაციო
დაფის განთავსების დამადასტურებელი სურათის წარმოდგენა.
აღნიშნული ცვლილების
მიზანი არის მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პროცესში დაინტერესებულ და მესამე
პირთა უფლებების მაქსიმალური დაცვა და სამშენებლო საქმიანობაში რისკების შემცირება.
კერძოდ, გამოყენების პირობების სრულად განსაზღვრა და საჯაროობის უზრუნველყოფის კონტროლის
ამაღლება, რაც ნებართვის გაცემის პირველივე სტადიაზე გამოვლენს ყველა შესაძლო შემაფერხებელ,
თუ სამშენებლო განვითრების შემზღუდავ გარემოებას.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების
შესახებ ზოგად ინფორმაციას, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ მიიღონ აღნიშნული ქალაქგეგმარებითი
დასკვნის მეშვეობით (ნომენკლატურა: ქალაქგეგმარება > ქალაქგეგმარებითი დასკვნა).