10:11:39 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
კონფერენცია "ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევები ქალაქ თბილისში"
ქალაქ თბილისის მერიისა და სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ ინიციატივით, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე - „ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევები ქალაქ თბილისში“

კონფერენცია გახსნა თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ. მოწვეულები იყვნენ ბიზნეს კომპანიების, დეველოპერების, არქიტექტორების, მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების, თბილისის საკრებულოს და სამინისტროების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება და  ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.

კონფერენციაზე განხილული იყო  დედაქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში მიდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.