"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი ` STYLE~-ს ეგიდით,
ქალაქ თბილისის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის სსიპ „არქიტექტურის სამსახური“–ს მხარდაჭერით ქ. თბილისში,
29-30 სექტემბერს ჩატარდა არქიტექტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალი ფესტივალის ფარგლებში.
29 სექტემბერს კონკურსის ფარგლებში გაიხსნა "საერთაშორისო არქიტექტურული გამოფენა" საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები: აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 135 არქიტექტორმა და დიზაინერმა. წარმოდგენილი იქნა 170 ობიექტი. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდა სემინარები და ვორკშოპები არქიტექტურის თემაზე. ,,არქიტექტურული პრემია 2014,,–ში მონაწილეობის მისაღებად ,,საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის,, ვებგვერდზე (www.archiaward.com; www.archias.ge) წარმოდგენილი იყო საკონკურსო ნამუშევრები. კონკურსანტების ნამუშევრებს აფასებდა საერთშორისო ჟიური (32 კაცის შემადგენლობით).
2014 წლის 30 სექტემბერს კი გაიმართა მე-9-ე საერთაშორისო კონკურსის - "არქიტექტურული პრემია 2014" - საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2014".
ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა
გამარჯვებულ კონკურსანტებს მიულოცა წარმატება და გადასცა ლაურეატის დიპლომები, ხოლო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „არქიტექტურის
სამსახური“–მა
გამარჯვებული კონკურსანტები
დააჯილდოვა პლანშეტებით.
საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია
2014" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის
სფეროს მოიცავდა და ყოველწლიურად ტარდება არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა
და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ
არქიტექტურის განვითარების საქმეში.