ელექტრონული საქმისწარმოება
თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან გეგმავს ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემის დანერგვას, რაც გულისხმობს საქმისწარმოებას სრული ელექტრონული ფორმით.
ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემა უზრუნველყოფს:
ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემა უზრუნველყოფს:
- განაცხადების ავტომატურ რეგისტრაციას
- დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენას სამსახურში
- რეგისტრაციისთანავე განაცხადის დაუყოვნებლივ ასახვას რუკაზე (საჯაროობას)
- თანამშრომელზე შემოსული განაცხადების ავტომატურ გადაწერას
- სამსახურის შიგნით განაცხადის მოძრაობის ავტომატიზაციას
- კომისიებზე განაცხადის ონლაინ განხილვის შესაძლებლობას
- კომისიის ოქმის ავტომატურ მომზადებას და საჯაროობას
- განმცხადებლისათვის გასაგზავნი გადაწყვეტილების ავტომატურ გენერაციას
- დოკუმენტებში ხარვეზების აღმოფხვრის მარტივ შესაძლებლობას
- საქმისწარმოების ვადების სრულყოფილ კონტროლს
- მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიწოდებას
- გადაწყვეტილების უნიკალურობას და გაყალბებისგან დაცვას
- ანალიტიკური და სტატისტიკური ამოცანების შესრულებას
- სხვა საჯარო უწყებებთან მოქნილი ურთიერთობის შესაძლებლობას და სხვას
თბილისის არქიტექტურის სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით პრიორიტეტად მიიჩნევს:
- მომსახურეობის გაუმჯობესებას და დახვეწას
- საქმისწარმოების გამარტივებას
- ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას