08:05:49 შაბათი, 18 ოქტომბერი 2025
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან, თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.
ბილისის შესასვლელებში დასახლების აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან, თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების წარდგენის საკონკურსო პირობები არქიტექტურის სამსახურში დამუშავდა და იგი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის - ერთიანი ელექტრონული სისტემის https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge მეშვეობით გამოქვეყნდა.


- განცხადების ნომერი:
  •  CNT250000032
  •  CNT250000031
  •  CNT250000030
  •  CNT250000029

ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გახდეს გამარჯვებული.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი.