სტაჟიორთა კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:
· I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
· III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
· ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
ხანგრძლივობა: 4 თვე
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
თანამდებობრივი სარგო : 657 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
. იცის სახელმწიფო ენა;
. სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური.
ანაზღაურებადი სტაჟირება შეადგენს 4 თვეს;
სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამოტივაციო წერილი.
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, დაუდგინდება სტაჟირების სპეციალური გრაფიკი.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე- HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 16 მაისი.