ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:
· I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
· III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
· ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
ხანგრძლივობა: 4 თვე
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
თანამდებობრივი სარგო : 598 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
. იცის სახელმწიფო ენა;
. სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
. შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვროს სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოთ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს;
. პროფესია (განათლების რელევანტურობა), ცნობა ან/და დიპლომი - უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად;
კანდიდატს - არ ევალება ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა, აუცილებელია კანდიდატმა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან ქულათა მაჩვენებელი, აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, განახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულება, აპლიკანტის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს კანდიდატს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა;
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე- HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 08 აგვისტო.
გისურვებთ წარმატებას!