22:02:41 კვირა, 21 ივლისი 2019
თბილისის მერი მოქალაქეებს არქიტექტურის სამსახურში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა არქიტექტურის სამსახურში 30-მდე პოზიციაა დასაკავებელი.

„არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით კონკურსი დაახლოებით 30-მდე ვაკანსიაზე არის გამოცხადებული. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია აქვს, მოგვმართეთ, მიიღეთ მონაწილება კონკურსში და თქვენი წვლილი შეიტანეთ ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კონკურსი 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://tas.ge/?p=content&type=3&news=83402;