03:05:09 სამშაბათი, 24 აპრილი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
ინფორმაცია ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 27 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს

კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და მათგან საუკეთესო კანდიდატების შერჩევა

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge, შეარჩიოს სასურველი ვაკანსია და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ

თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

ვაკანსიები:

ა) უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი – 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

ბ) სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

გ) სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 5 (ხუთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

დ) იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

ე) საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 2 (ორი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

ვ) საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული; www.hr.gov.ge;

ზ) საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

თ) საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

ი) საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

კ) I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

ლ) III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 6 (ექვსი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

მ) III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

ნ) III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

ო) ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

პ) ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 2 (ორი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;

ჟ) საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული, www.hr.gov.ge;