11:22:12 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის ყოფილი საწარმოო ტერიოტორიების (ბრაუნფილდების) პირველადი ანგარიში მომზადდა

მსოლიო ბანკის ხელშოწყობით მიმდინარე პროექტი „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაცია” ითვალისწინებს თბილისის ყოფილი საწარმოო ტერიტორიებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების დეტალურ ანალიზსა და მათი ახალი ფუნქციით გამოყენების სტრატეგის შემუშავებას, რაც მყარ საფუძველს შექმნის აღნიშნული ტერიტორიების დეტალური დაგეგმარების პროექტების მომზადებლად.

პროექტის პირველ ეტაპზე მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექაპერტის, ჯონ ბაროუზის მიერ განხორციელდა ყოფილი საწარმოო ტერიტორიებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების პირველადი შეფასება (იხ. ანგარიში). აგრეთვე, გაიმართა შეხვედრა-სემინარი პროფესიულ წრეებთან და სახვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური დისკუსიები დაქ გაზიარებულ იქნა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება.