12:23:57 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
თბილისის არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს

დედაქალაქის მთავრობამ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსად თეიმურაზ ბოლოთაშვილი დანიშნა.

თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაიბადა 1982 წლის 11 აგვისტოს, თბილისში. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და პროექტების მართვის მრავალწლიანი პრაქტიკა, ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. 2015-2016 წლებში იკავებდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

თეიმურაზ ბოლოთაშვილი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო კონსულტანტად, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. სამშენებლო ტექნიკური რეგულაციების შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის გაუმჯობესების საკითხებზე ექსპერტად მიწვეული იყო: ალბანეთში, ინდონეზიაში, ავღანეთსა და მონღოლეთში. იურიდიული კონსულტანტის რანგში ჩართული იყო რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ფოთის ინდუსტრიული ზონის სამშენებლო რეგულაციების მომზადების პროცესში. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შექმნაში.