15:22:31 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
თბილისის მერის მოადგილე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
​<p>თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა. სტუმრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების საკითხით დაინტერესდნენ და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შეფასების, ინპლემენტაციისა და მონიტორინგის პროცესში ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთიანი გეო-საინფორმაციო ბაზის სრულყოფისა და ურბანული დაგეგმვის კომპონენტის გაძლიერებისთვის საექსპერტო მომსახურეობის გაწევის პერსპექტივებს. ნატო ქიტიაშვილის განცხადებით, ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ურბანული დაგეგმვის კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის აქტუალურია. მერის მოადგილემ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.</p>