23:20:25 პარასკევი, 24 თებერვალი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
სამუშაო შეხვედრა დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე
თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრას ესწრება.

განხილვაში მონაწილეობას იღებენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის, ეკოლოგისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, ასევე „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ექპერტები.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს გაწეული სამუშაოს შედეგებზე და უკვე შემუშავებული კონცეფციის სხვადასხვა ასპექტებზე. დისკუსიები გაიმართა თბილისის ურბანული განვითარების აქცენტებზე, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურული მემკვიდრეობის გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე და დოკუმენტში აღწერილ სხვა მიმართულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ააიპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.