04:02:54 კვირა, 25 ივნისი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების დაჯილდოება
​         3 ოქტომბერს, არქიტექტურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გალერეა "უნივერს" სადიპლომო ნამუშევრების კონკურსი და გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჟიურის  მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო პროექტის ავტორს თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ წიკლაურმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი და სახაზავი ხელსაწყოები გადასცა.

   საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით მოწყობილ ტრადიციულ კონკურსზე სადიპლომო ნამუშევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის რქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარადგინეს. გამარჯვებული პროექტები საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, აკადემიური წრეებისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  გამოავლინა.