18:59:00 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
ინფორმაცია ატენის ქუჩა 17-19-ის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით
​   ატენის ქუჩა 17-19-ში მდებარე ობიექტთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მშენებლობის პირველადი პროექტის შეთანხმება, თბილისის არქიტექტურის სამსახურთან, მოხდა 2007 წელს.

   2011 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის პარამეტრების გაზრდის საკითხი „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭომ“ გადაწყვიტა დადებითად, რომლის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი მერის ბრძანებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 4.0-დან 8.0-მდე გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

   ამჟამად ძალაშია 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი პარამეტრები.

   აღნიშნული საკითხის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში და თბილისის არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.