18:56:20 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ კონკურსი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიისჩარჩო გეგმაზე“.

გამარჯვებული კონკურსანტის მიერ, “ჩარჩო გეგმის დამუშავება და შემსყიდველისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში. გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია უზრუნველყოს ჩარჩო გეგმასთან დაკავშირებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის გადაცემა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის მასალებს:

·     სიტუაციური გეგმა, 1:15000;

·   „ჩარჩო გეგმის“ ტექსტური ნაწილი: აღწერა და განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ფიზიკურ და დოკუმენტურ კვლევას, რეალიზაციის (განხორციელების ეტაპები  და  რიგითობა) პროგრამასა  და  ქალაქგეგმარებით მაჩვენებლებს;

·      ტერიტორიის განვითარების სივრცით–გეგმარებითი კონცეფცია  (გრაფიკული ნაწილი);

·      თემატური სქემები, მათ შორის სატრანსპორტო, საინჟინრო, გამწვანება–რეკრეაცია და სხვა სქემები ავტორის შეხედულებისამებრ;

·      დამატებითი დოკუმენტაცია, კონკურსანტის შეხედულებისამებრ.



ჩარჩო გეგმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას წარმოადგენს 59 322 (ორმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდაორი) ლარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დღგ–ს გარეშე.



კონკურსთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის, მათ შორის საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისა და კონკურსანტების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიმართ დადგენილი მოთხოვნების ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეwww.procurement.gov.ge, საკონკურსო განცხადების ნომრით: CNT150000050.



საკონკურსო წინადადება ატვირთული უნდა იქნას ელექტრონულად, ვებგვერდზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეwww.procurement.gov.ge.




ჩამოტვირთეთ ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია.