15:12:20 კვირა, 23 სექტემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია
​   2015 წლის 01 აგვისტოს, 15:00 საათზე შეწყდა საკონკურსო წინადადებების მიღება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, კონკურსანტებს დავალებული ქონდათ საკვალიფიკაციო მონაცემების, საორგანიზაციო დოკუმენტების, პირობების და წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) წარმოდგენა. სულ შემოსულია 11 საკონკურსო წინადადება. წარმოდგენილი მასალების ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა მისი გაცნობის შესაძლებლობა.
   საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოსავლენად, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, იმუშავებს საკონკურსო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი და მის შემადგენლობაში შედიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
   საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები (50 ათასი, 30 ათასი და 20 ათასი ლარის ოდენობით). პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების შესრულებაზე, რომლის მაქსიმალური ვადა არ აღემატება 18 თვეს.