„ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის“ კონკურსი
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამსახურის ვებ–გვერდზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, შეფერხებული იქნა ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის“ კონკურსთან დაკავშირებით, საკონკურსო წინადადებების ატვირთვა, სამსახურის გადაწყვეტილებით, საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2015 წლის 13 ივლისის 15:00 საათამდე, თბილისის დროით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს „ჩარჩო გეგმაზე“ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიისათვის.
კონკურსის მიზანს წარმოადგენს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ განსაზღვრული ქალაქგანვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების შენარჩუნებით, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალების მონიშვნა და მათი პრინციპული გეგმარებითი გადაწყვეტების მომზადება.
კონკურსის ამოცანაა საპროექტო ტერიტორიებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის გეგმარებითი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.
გამარჯვებული „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ფასი შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.
საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.procurement.gov.ge) გამოქვეყნებიდან და გრძელდება 2 (ორი) თვის განმავლობაში.
საკონკურსო წინადადება ატვირთული უნდა იქნას ელექტრონულად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე (www.tas.ge).
„ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე ვებ-გვერდიდან.“
ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის“
კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია .
საკონკურსო კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა გამარჯვებულად ცნობილი იქნას ‘’თრიჰაუსის’’ საკონკურსო წინადადება.