2018 წლის 22 ნოემბერს, სხვადასხვა მობილური ოპერატორის ნომრებზე მივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სახელწოდებით - ARQITEQTURA. სარეკლამო ხასიათის შეტყობინებით, მოქალაქეები სამშენებლო, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან, ასევე, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით შეთავაზებას იღებდნენ.
შეტყობინების სათაურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მომხმარებელთა ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია. შესაბამისად, განვმარტავთ, რომ აღნიშნული რეკლამის შინაარსთან და გამავრცელებელ კომპანიასთან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს არანაირი კავშირი არ ჰქონია.
მოვუწოდებთ კომპანიის წარმომადგენლებს, სარეკლამო შეტყობინების გავრცელების შემთხვევაში, ნუ გამოიყენებენ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის იდენტურ სახელწოდებას, რათა მომავალში მსგავსი გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ.