21:19:28 შაბათი, 21 დეკემბერი 2024
სამუშაო შეხვედრა მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის

23-25 ივნისს, სასტუმრო „კრაუნ პლაზაში“ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც თბილისის არქიტექტურის სამსახურის სერვისების გაუმჯობესების გზებზე და მომსახურების ეფექტური მოდელის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები.
შეხვედრის მონაწილეებმა გაანალიზეს მოქალაქეთათვის მომსახურეობის მიწოდების კუთხით თბილისის არქიტექტურის სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს რეკომენდაციები. 
 ხუთთვიანი პროექტი, რომელიც მოქალაქეთათვის მომსახურების მიწოდების ეფექტური მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საჯარო ადმინისტრირების მმართველობის პროგრამის” (PAR) ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურთან კოორდინაციის გზით შემუშავდა. პროექტის მიხედვით დაგეგმილია სამსახურის შესაძლებლობების, შიდა ორგანიზაციული პროცესებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევების ჩატარება, ასევე რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება, რომელიც სამსახურის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში აისახება.