10:58:22 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
სტაჟიორთა კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში

თბილისის არქიტექტურის სამსახური 2016 წლის 15 სექტემბერს  სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს.

არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 30 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ.

კანდიდატები შეირჩევიან სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან ურთიერთობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ესტუმრებიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი მიეცემათ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/39616

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/39617